⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2014)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.2009
ძალაში შესვლა 01.12.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №859
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 146, 27/11/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,341 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.2009 მიღება
01.12.2009 ძალაში შესვლა
01.01.2014 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; } p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №859 2009 წლის 26 ნოემბერი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 55-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 23 აგვისტოს №483 ბრძანებულება. 3. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2009 წლის 1 დეკემბრიდან. მ. სააკაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის სტატუსი და საქმიანობის საფუძველი 1. საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს ეროვნულ ბანკთან შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სამსახური დამოუკიდებელი ორგანოა და თავისი საქმიანობის განხორციელების დროს არ ექვემდებარება არც ერთ სხვა ორგანოს და/ან თანამდებობის პირს. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. სამსახური თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობებში, ასევე სასამართლოში – მოსარჩელედ და/ან მოპასუხედ. 4. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო თათბირებზე, ყველა საბჭოსა და ორგანიზაციაში. 5. სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 6. სამსახურს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით. თავი II სამსახურის მიზნები და ფუნქციები     მუხლი 2🔗. სამსახურის მიზანი სამსახურის მიზანია საქართველოში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობა.     მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები 1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით სამსახური: ა) შესაბამის საზედამხედველო ორგანოსთან შეთანხმებით ადგენს საეჭვო გარიგებაზე ანგარიშგების ფორმას; ბ) განსაზღვრავს და მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების საეჭვოობის დადგენის მიზნით აწვდის მათ ინფორმაციას (ჩამონათვალს, მითითებებს და ა.შ.) საეჭვო გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ; გ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, მონიტორინგის განმახორციელებელი პირებისაგან მოითხოვს დამატებით ინფორმაციას და მათ ხელთ არსებულ დოკუმენტებს (ორიგინალი ან ასლი), მათ შორის, კონფიდენციალურს, ნებისმიერი გარიგებისა და მისი მონაწილე პირების შესახებ; დ) საზედამხედველო ორგანოებს აწვდის ინფორმაციას შესაბამისი რეაგირებისათვის; ე) გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და გადაცემის, პირის იდენტიფიკაციის წესისა და პირობების შესახებ; ვ) მონაწილეობს ეკონომიკური სფეროს მარეგულირებელი და თავის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებასა და განხილვაში; ზ) მინიჭებული ფუნქციების შესრულების მიზნით აგზავნის შეკითხვებს და იღებს ინფორმაციას ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან ან დაწესებულებიდან, აგრეთვე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისაგან, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებებს; თ) მიმართავს სასამართლოს ქონების (საბანკო ანგარიშის) დაყადაღების ან გარიგების (ოპერაციის) შეჩერების მიზნით, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ქონება (გარიგების თანხა) შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტერორიზმის დასაფინანსებლად (ასეთ შემთხვევაში მასალები დაუყოვნებლივ გადაეცემა საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს); ი) ქმნის საინფორმაციო ქსელს, ახორციელებს მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაციას და ანალიზს, უზრუნველყოფს შესაბამის მონაცემთა აღრიცხვის ბაზის შექმნას და ფუნქციონირებას; კ) შესაბამისი ინფორმაციის ანალიზის შედეგად დასაბუთებული ვარაუდის გაჩენის შემთხვევაში, რომ გარიგება საეჭვოა და ხორციელდება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით, დაუყოვნებლივ, ნებისმიერი ორგანოსაგან ან პირისაგან ნებართვის მიღების გარეშე, გადასცემს ამ ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს) და თავის ხელთ არსებულ სათანადო მასალებს საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურებს; ლ) შეისწავლის „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს შესაბამის საკანონმდებლო წინადადებებს, რომლებიც უზრუნველყოფს კანონის მიზნის მიღწევას; მ) ახორციელებს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს. თავი III სამსახურის მართვა     მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და სტრუქტურა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც ეროვნული ბანკის საბჭოსთან შეთანხმებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. სამსახურის უფროსი თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება: ა) პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) თუ მან დაუშვა სერიოზული სამსახურებრივი გადაცდომა; გ) თუ იგი ვერ ასრულებს თავის მოვალეობას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად ცნობის გამო; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას; ე) სისხლის სამართლის დანაშაულზე გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას. 3. სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე ახორციელებს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს სამსახურისათვის ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას, აკონტროლებს სამსახურის უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას. 6. სამსახურის უფროსი კანონის საფუძველზე და მის შესასრულებლად გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას. 7. სამსახურის საშტატო ნუსხას და თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება სამსახურის უფროსს. 9. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლებს შორის; ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულის მიერ განხორციელებულ უფლებამოსილებათა კონტროლს; დ) სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების შესახებ. 10. სამსახურის სტრუქტურული ერთეულის კომპეტენცია, ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის წარდგინებით ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 11. სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ანალიტიკური სამმართველო; ბ) ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების სამმართველო; გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო; დ) მეთოდოლოგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული სამმართველო; ე) ადმინისტრაციული სამმართველო. 12. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი. თავი IV სამსახურის ქონება, დაფინანსება და ანგარიშგება     მუხლი 5🔗. სამსახურის მატერიალურ -ტექნიკური უზრუნველყოფა სამსახურს კანონმდებლობით გათალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობებით, ტექნიკური საშუალებებით, ფინანსური სახსრებითა და სხვა ქონებით უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბანკი.     მუხლი 6🔗. სამსახურის დაფინანსება 1. სამსახურის უფროსის წარდგინებით სამსახურის ბიუჯეტს ყოველწლიურად ამტკიცებს ეროვნული ბანკის საბჭო. სამსახურის მიმდინარე ხარჯები არ შეიძლება იყოს წინა წელს დამტკიცებულ დაფინანსებაზე ნაკლები. სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის დაფინანსებასთან შედარებით შეიძლება მხოლოდ სამსახურის უფროსის წინასწარი თანხმობით. თუ ეროვნული ბანკის საბჭო არ დაამტკიცებს სამსახურის ბიუჯეტს, სამსახურის დაფინანსება განხორციელდება სამსახურისათვის წინა წელს დამტკიცებული დაფინანსების ოდენობით. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროებია: ა) სამსახურის ბიუჯეტი; ბ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებიდან მიღებული შემოსავლები.     მუხლი 7🔗. პერიოდული საანგარიშგებო მოთხოვნები 1. სამსახური მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნულ ბანკს. 2. საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს სამსახურისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის კონტროლს, სამსახურის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შემოწმებას. 3. სამსახური საქართველოს პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ, მომდევნო საანგარიშო წლის 1 მაისამდე წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. თავი V ლიკვიდაცია     მუხლი 8🔗. სამსახურის ლიკვიდაცია 1. სამსახურის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დანიშნული ლიკვიდატორი. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს სამსახურის უფროსიც. 2. ლიკვიდატორის საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით.     მუხლი 9🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება უბრუნდება საქართველოს ეროვნულ ბანკს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი VI დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი     მუხლი 10🔗. სამსახურის დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.