ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ

მიღების თარიღი 20.06.2003
ძალის დაკარგვა 31.12.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2424
სარეგისტრაციო კოდი 240.090.000.05.001.001.316
გამოქვეყნების წყარო სსმ, 21, 15/07/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,489 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.06.2003 მიღება
31.12.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; color:red;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:AcadNusx;} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; color:red;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New"; color:red;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:26.95pt 42.55pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს კანონი ვეტერინარული სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. კანონის რეგულირების სფერო ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარული საქმიანობის, ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ყველა სახის ბიოლოგიური, ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატის, ყველა სახის ცხოველის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისა და ნედლეულის, ცხოველთა საკვების, საკვებდანამატების იმპორტის, ექსპორტის, ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ლიცენზირებადი და სანებართვო საქმიანობების სახეების ამომწურავ ჩამონათვალს, სალიცენზიო და სანებართვო პირობების ნუსხას. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი  №505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ვეტერინარული საქმიანობა – სახელმწიფო ვეტერინარული ლიცენზიის მქონე კერძო ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ვეტერინარიის სფეროში განხორციელებული საქმიანობა, რომელიც მოიცავს ცხოველთა მკურნალობას, ვეტერინარულ-ლაბორატორიულ კვლევას, ცხოველებით, ცხოველთა საკვებით (საკვებდანამატებით), ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით (ნედლეულით) ვაჭრობას და მათზე ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის დაწესებას; ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტები – ვეტერინარულ-სანიტარიულ ზედამხედველობას დაქვემდებარებული, ცხოველური წარმოშობის პროდუქტები (ნედლეული); გ) ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობა – ადგილებზე მუდმივი მეთვალყურეობის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს დასნებოვნებული ცხოველების გადაყვანის, არაკეთილსაიმედო ცხოველური წარმოშობის პროდუქტების (ნედლეულის) დამზადების, გადამუშავების, შენახვის, გადაზიდვისა და რეალიზაციის აღკვეთას; დ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტები – დაკლული ცხოველებისაგან მიღებული ყველა სახის საკვები პროდუქტ-ნედლეული: ხორცი, ხორცპროდუქტები, საწარმოო წესით მიღებული ძეხვეული და კონსერვები, სუბპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, ფრინველის ხორცი და კვერცხი, თევზი და თევზის პროდუქტები, თაფლი და მეფუტკრეობაში წარმოებული პროდუქტები; ე) ცხოველთა საკვები – საწარმოო წესით მიღებული ცხოველთა საკვები; ვ) ცხოველთა საკვებდანამატები – ბუნებრივი ან სინთეზირებული ნივთიერებები, ნაერთები, რომლებიც გამიზნულად შეაქვთ ცხოველთა საკვებში მათი ორგანოლეპტიკური თვისებების გასაუმჯობესებლად ან შენახვის ვადის გასახანგრძლივებლად. 2. ამ კანონში სხვა ტერმინები გამოიყენება „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლსა და „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში განსაზღვრული მნიშვნელობებით. თავი II ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები და ლიცენზიის გამცემი ორგანო     მუხლი 3🔗. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებია: ა) ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება: ა.ა) ცხოველთა სასაკლაოებზე; ა.ბ) ვივარიუმებში; ა.გ) სანიტარიულ ჩეხურ ორმოებში; ა.დ) ზოოლოგიურ მაღაზიებში; ა.ე) ვეტერინარულ აფთიაქებში; ა.ვ) ვეტერინარულ კლინიკებში; ა.ზ) ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტებში; ა.თ) ცხოველთა სასტუმროებში; ა.ი) ცხოველთა ვოლიერებში; ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოება; გ) კერძო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) საქმიანობა. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157     მუხლი 4🔗. ლიცენზიის გამცემი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ჟ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ლიცენზიის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.     მუხლი 5🔗. სალიცენზიო მოწმობის ფორმა სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ნორმატიული აქტით. თავი III ლიცენზიის გაცემის ზოგადი წესი     მუხლი 6🔗. ლიცენზიის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და ლიცენზიის გაცემის წესი 1. ლიცენზიის მისაღებად ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადება უნდა შეიცავდეს მითითებას ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ლიცენზირებადი საქმიანობის სახეზე, რომელზედაც საჭიროა ლიცენზია. ლიცენზიის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ლიცენზიის მაძიებელმა დამატებით უნდა წარადგინოს: ა) საბუთი ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) მწარმოებელი საწარმოების ადგილმდებარეობის შესახებ; ბ) პროფილის მიხედვით მომუშავე სპეციალისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.     მუხლი 3🔗. ლიცენზირებადი საქმიანობის სახეები ლიცენზირებადი საქმიანობის სახეებია: ა) ვეტერინარული საქმიანობა, რომელიც ხორციელდება: ა.ა) ცხოველთა სასაკლაოებზე; ა.ბ) ვივარიუმებში; ა.გ) სანიტარიულ ჩეხურ ორმოებში; ა.დ) ზოოლოგიურ მაღაზიებში; ა.ე) ვეტერინარულ აფთიაქებში; ა.ვ) ვეტერინარულ კლინიკებში; ა.ზ) ვეტერინარულ კოსმეტიკურ კაბინეტებში; ა.თ) ცხოველთა სასტუმროებში; ა.ი) ცხოველთა ვოლიერებში; ბ) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების, ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) წარმოება; გ) კერძო ვეტერინარულ-სანიტარიული ზედამხედველობის სამსახურების (ლაბორატორიების) საქმიანობა. 3. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარადგინოს განაცხადი, რომ იგი აკმაყოფილებს იმ ვეტერინარულ-სანიტარიულ მოთხოვნებს, რომლებიც აუცილებელია აღნიშნული ობიექტის ფუნქციონირებისათვის და განსაზღვრულია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული ტიპობრივი წესით. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157     მუხლი 7🔗. სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმება 1. ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილი სალიცენზიო პირობების ადგილზე შემოწმების საფუძველზე. 2. თუ ადგილზე შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება კანონით დადგენილ სალიცენზიო პირობებს, ლიცენზია არ გაიცემა. თავი IV ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება. ლიცენზიის გაუქმება     მუხლი 8🔗. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება 1. ლიცენზიის მოქმედების შეჩერება და განახლება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად. 2. ვეტერინარულ საქმიანობაზე ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია შეასრულოს ვეტერინარიის კანონმდებლობით, მათ შორის, „ვეტერინარიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები.     მუხლი 9🔗. ლიცენზიის გაუქმება 1. ლიცენზიის გაუქმება ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად. 2. ლიცენზიის გაუქმების საფუძველს აგრეთვე წარმოადგენს ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა ლიცენზიის მოქმედების შეჩერებისა და განახლების შემდგომ პერიოდში. 3. განსაკუთრებულ შემთხვევებში ლიცენზიის მოქმედების შეჩერების ან ლიცენზიის გაუქმების რეგულირება, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის ან მის გაცემაზე უარის თქმის, მისი მოქმედების შეჩერების ან განახლების ან მისი გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის ან სარჩელის წარდგენის შემთხვევაში ხორციელდება „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17–მე-18 მუხლების შესაბამისად. თავი V სანებართვო საქმიანობის სახეები და ნებართვის გამცემი ორგანო     მუხლი 10🔗. სანებართვო საქმიანობის სახეები სანებართვო საქმიანობის სახეებია: ა) მხოლოდ ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ბიოლოგიური, სამკურნალო და სხვა ქიმიურ-ფარმაცევტული პრეპარატების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი; ბ) სახელმწიფო ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული ცხოველების (მათ შორის, ყველა სახის ძუძუმწოვარა ცხოველი, ფრინველი, თევზი, ფუტკარი) ემბრიონის, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის, ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (მათ შორის, ტყავი, მატყლი, ქურქბეწვეული, ძვალი, ნაწლავი, ძვალ-ხორცის ფქვილი) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი; გ) ცხოველური წარმოშობის პროდუქტების იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი; დ) ცხოველთა საკვების (საკვებდანამატების) იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი და რეექსპორტი. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157     მუხლი 11🔗. ნებართვის გამცემი ორგანო საქართველოს ტერიტორიაზე „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ო.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მქონე ადმინისტრაციული ორგანოა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტი.     მუხლი 12🔗. სანებართვო მოწმობის ფორმა სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ნორმატიული აქტით. თავი VI ნებართვის გაცემის ზოგადი წესი     მუხლი 13🔗. ნებართვის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია და ნებართვის გაცემის წესი 1. ნებართვის მისაღებად „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარსადგენი ძირითადი დოკუმენტაციის გარდა ნებართვის მაძიებელმა ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ექსპორტზე, იმპორტზე, ტრანზიტზე და რეექსპორტზე უნდა წარადგინოს საბუთი ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტის სახეობის, რაოდენობის, იმპორტიორი ან სატრანზიტო ქვეყნის და ტრანსპორტირების მარშრუტის შესახებ, ხოლო ბიოლოგიურ და სამკურნალო პრეპარატებზე–სარეგისტრაციო მოწმობა. 2. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტი და ტრანზიტი იმ ქვეყნებიდან, რომლებიც საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემებით ითვლებიან კეთილსაიმედოდ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებების მიმართ, ხორციელდება შეუზღუდავად, ექსპორტიორი ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის მიერ საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსით დადგენილი ნიმუშის ვეტერინარული სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე. 3. საერთაშორისო ეპიზოოტიური ბიუროს მონაცემების საფუძველზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული იმ ქვეყნებიდან, სადაც გამოვლინდა საერთაშორისო ვეტერინარულ-სანიტარიული კოდექსის „ა“ და „ბ“ ჯგუფების დაავადებები, ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების იმპორტსა და ტრანზიტზე ნებართვის გაცემა ხორციელდება ვეტერინარული ან/და ვეტერინარულ-სანიტარიული სერტიფიკატის საფუძველზე მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ვეტერინარი ინსპექტორის მიერ მათი დამზადების ადგილზე გაწეული კონტროლის შედეგების მიხედვით. 4. ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქტების ტრანზიტზე ნებართვა შესაძლებელია გაიცეს ექსპორტიორ ქვეყანაში ვეტერინარი ინსპექტორის მივლინების გარეშე, თუ ტვირთის კონკრეტული პარტიის გარანტირებულ მიღებაზე არსებობს მიმღები ქვეყნის სახელმწიფო ვეტერინარული სამსახურის წერილობითი თანხმობა. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი 505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157      მუხლი 14🔗. ნებართვის მოქმედების ვადა ნებართვა ტრანზიტზე, იმპორტზე, რეექსპორტზე და ექსპორტზე გაიცემა ერთი თვის ვადით. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი № 505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157 თავი VII გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულება ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ამ კანონით განსაზღვრული ლიცენზიის გარეშე განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობა ითვლება უკანონოდ.     მუხლი 16🔗. კანონის ამოქმედება ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე თბილისი, 2003 წლის 20 ივნისი. №2424-IIს შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს 2004 წლის 26 ოქტომბრის კანონი №505-სსმI,№33,12.11.2004წ.,მუხ.157 2. ძალადაკარგულია- საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2573-სსმI,№59,31.12.2005წ., მუხ.455