⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.07.2006)
გაუქმებულია:

მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ

მიღების თარიღი 21.11.1999
ძალის დაკარგვა 26.07.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №626
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62(69), 26/11/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 636 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.11.1999 მიღება
26.07.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 70.9pt 51.05pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №626 1999 წლის 21 ნოემბერი ქ. თბილისი მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზის მოწყობის ფარგლებისა და წესის შესახებ „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომ­პლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონის შესრულების უზრუნველყოფის, მშენებლობის პროექტების ხარისხის ამაღლების, სამშენებლო საქმიანობის შემდგომი სრულ­ყოფისა და ეფექტიანი განხორციელების მიზნით: 1. „მშენებლობის პროექტების სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი „სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებად“ მიჩნეულ იქნეს მშენებლობები 500 ათასი ლარი და მეტი სახარ­ჯთაღრიცხვო ღირებულებით, მიუხედავად დაფინანსების წყაროს, საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა. 2. ექსპერტიზა მშენებლობის იმ პროექტებისა, რომლებიც არ ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, ხორ­ციელდება დამოუკიდებელი საექსპერტო ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით. 3. მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზა განახორციელონ: ა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამი­ნისტროსთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის მთავარმა სამმართველომ, როდესაც ობიექტის სა­ხარჯთაღრიცხვო ღირებულება არის ან აღემატება 0,5 მილიონ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე - 1 მილიონ ლარს და იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემ­დებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, მიუხედავად სახარჯთაღრიცხვო ღირებულებისა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ჩამონათვალის შესაბამისად; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროებთან არსებულმა მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერ­ტიზის ორგანოებმა, შესაბამისად მათი იურისდიქციის ტერიტო­რიებზე, როდესაც ობიექტების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არის 0,5-დან 1 მილიონ ლარამდე. 4. მშენებლობის პროექტების ექსპერტიზის ღირებულება განი­საზღვრება საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამი­ნისტროს მიერ დამტკიცებული „მშენებლობის პროექტების ექსპერ­ტიზის ღირებულების გაფასებების კრებულის“ მიხედვით, დადგენილი წესით დამტკიცებულ ხარჯთა ნუსხაში, ამ დანიშნულებით გათვალისწინებული კაპდაბანდებების თანხის ფარგლებში, დამკვეთისა და ექსპერტიზის მომწყობ ორგანოს შორის გაფორმებული ხელ­შეკრულებით ან გარიგების სხვა წესით (დაკვეთა, გადახდის გარანტით). საექსპერტიზო მოსაკრებლების შესახებ კანონის მიღების კვა­ლობაზე ზემოაღნიშნულ განფასებებს დაემატება ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლების თანხა. 5. ობიექტებისათვის, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემ­დებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას, აუცილებელია ამ პროექტების შემადგენლობაში დამუშავებულ იქნეს სამშენებლო ნორმებითა და წესებით გათვალისწინებული ყველა თავი, მშენებ­ლობის სახარჯთაღრიცხვო ღირებულების განსაზღვრა მიმდინარე ფასებში (ხარჯთანუსხის შედგენა) საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ხარჯთანუსხების შედგენის მეთოდოლოგიისა და საპროექტო და საექსპერტო სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრის სახარჯთაღრიცხვო ნორმების საფუძველზე. 6. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი) გაამკაცროს კონტროლი მშენებლობის დამკვეთებისა და მენარდე ორგანიზაციების მიმართ არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექ­ციების მეშვეობით, რათა არ იქნეს დაშვებული საქართველოს ტერიტორიაზე იმ ობიექტების მშენებლობა და დაფინანსება, რომელთა პროექტები ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო ექსპერტიზას და არ მიუღიათ შესაბამის სახელმწიფო ექსპერტიზის ორგანოთა დადებითი დასკვნა. 7. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ე. შევარდნაძე