კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.12.1999
ძალის დაკარგვა 15.08.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №644
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 66(73), 13/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 770 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.12.1999 მიღება
15.08.2006 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (2)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:Geo_Arial;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Arial","sans-serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 51.05pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №644 1999 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხის დამტკიცების შესახებ „სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს „კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხა“. ე. შევარდნაძე კერძო აღმზრდელობით-საგანმანათლებლო დაწესებულებათა ლიცენზირებისათვის საჭირო დოკუმენტებისა და პირობების დამატებითი ნუსხა 1. ლიცენზიის მისაღებად საგანმანთლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების დამფუძნებელმა ლიცენზიის გამცემ ორგანოში განცხადებასა და სალიცენზიო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ საბუთთან ერთად (სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზირების მე-7 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები) დამატებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთი; ბ) საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების წესდება; გ) სასწავლო გეგმა საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით (თუ საგანმანათლებლო დაწესებულება ახორციელებს პროფესიული განათლების პროგრამას, მაშინ სასწავლო გეგმები წარმოდგენილ უნდა იქნეს თითოეული სპეციალობისათვის); დ) ძირითად და მოწვეულ მასწავლებელთა სია, მათი ცენზისა და სამუშაო ადგილის (მოწვეულ მასწავლებელთა შემთხვევაში) მითითებით, სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნები; ე) სათანადო დოკუმენტები შენობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ფლობის შესახებ; შენობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ სტანდარტულ ნორმატივებს; ვ) სათანადო საბანკო დაწესებულების ცნობა განცხადების შემოტანის დღისთვის მაძიებლის ანგარიშზე არსებული საწესდებო ფონდის (საწესდებო კაპიტალის) ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ. შენიშვნა: ახალი სპეციალობის გახსნისათვის ლიცენზიის მისაღებად მოქმედმა საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებამ განცხადებასა და სალიცენზიო მოსაკრებლის საბუთთან ერთად უნდა წარმოადგინოს საბუთები, მითითებული ამ ნუსხის 1-ლი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებში. საჭირო შემთხვევაში უნდა დაკმაყოფილდეს ნუსხის მე-5 პუნქტის მოთხოვნები. 2. ლიცენზიის მაძიებელმა უნდა წარმოადგინოს ცნობა იმ შენობის სეისმომდგრადობის შემოწმების შესახებ, სადაც განსაზღვრულია საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების გახსნა. 3. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებას უნდა ჰქონდეს: ა) სათანადო სასპორტო დარბაზი ან შესაბამისი სამშენებლო ნორმატივებით დადგენილი ფართი მოსწავლეთა (სტუდენტთა) ფიზიკური აღზრდისათვის; ბ) ბიბლიოთეკა შესაბამისი საფეხურისათვის საჭირო ფონდით, ან ბიბლიოთეკასთან დადებული ხელშეკრულება; გ) სასწავლო კაბინეტლაბორატორიები და ბაზა პრაქტიკული ან შრომითი სწავლების იმ საგანმანათლებლო პროგრამის სრულყოფილად განხორციელებისათვის, რა მიზნითაც უნდა დაარსდეს საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება. მათი აღჭურვილობა უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება წარმოადგენს ცნობას სათანადო კაბინეტლაბორატორიის, კლინიკის, სახელოსნოს და სხვათა იჯარის წესით გამოყენების შესახებ. 4. ზოგადი განათლების პროგრამის სახელმწიფო საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულებაში კონტინგენტი და კლასები იქმნება განათლების სამინისტროს 1996 წლის 21ივნისის N306 ბრძანებით. პროფესიული განათლების პროგრამის სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა კონტინგენტი და პედაგოგიური დატვირთვა უნდა შეესაბამებოდეს ამა თუ იმ პროგრამისათვის სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტით დადგენილ ნორმატივებს. 5. საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულება უნდა დაკომპლექტდეს კვალიფიციური კადრებით: ა) სკოლამდელი, ზოგადი, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების პროგრამის სასწავლებლები უნდა დაკომპლექტდეს სასწავლო გეგმის შესაბამისი უმაღლესი (საშუალო სპეციალური) პედაგოგიური განათლების მქონე კადრებით; ბ) უმაღლესი პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულების პედაგოგიურ კადრებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლება; ამასთან, სამეცნიერო ხარისხის მქონე პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა საერთო რაოდენობის 65 პროცენტი უნდა იყოს, ხოლო დოქტორთა – 7 პროცენტი მაინც; გ) საშუალო, დაწყებითი პროფესიული და საშუალო პროფესიული განათლების სკოლებში დირექტორს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, ხოლო დირექტორის მოადგილეს – უმაღლესი განათლება და პედაგოგად მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟი; დ) უმაღლესი პროფესიული განათლების სასწავლო დაწესებულების რექტორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო ხარისხი და ხელმძღვანელ სამეცნიერო-პედაგოგიურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი. 6. სალიცენზიოდ წარმოდგენილი საგანმანათლებლო (სააღმზრდელო) დაწესებულების წესდება და სასწავლო გეგმები უნდა შეესაბამებოდეს საგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ ტიპურ დებულებას და სასწავლო გეგმების სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნებს.