⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.03.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 23.01.2006
ძალის დაკარგვა 07.03.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №59
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 9, 24/01/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,679 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
23.01.2006 მიღება
07.03.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 42.55pt 45.0pt 51.3pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №59 2006 წლის 23 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებების დამტკიცების თაობაზე 1. „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის: ა) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №1); ბ) თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დებულება (დანართი №2); გ) საორგანიზაციო სამსახურის დებულება (დანართი №3). 2. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მ. სააკაშვილი დანართი № 1 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შესაბამისად, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური უსაფრთხოების მდგომარეობის მონიტორინგი; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უცხოეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; საფრთხეების იდენტიფიკაცია, მათი თავიდან აცილებისა და ნეიტრალიზაციის ღონისძიებების შემუშავებაში და ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტების მოგვარების პროცესში მონაწილეობის მიღება. 2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები 1. დეპარტამენტი: ა) ამზადებს წინადადებებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმართული საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის კონკრეტულ მიმართულებათა განხორციელების მდგომარების თაობაზე; ბ) ახდენს საფრთხეების იდენტიფიკაციას, აანალიზებს ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებებს, რის საფუძველზეც შეიმუშავებს რეკომენდაციებსა და წინადადებებს; გ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს და მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობაში; დ) ახორციელებს ადგილობრივი მმართველობის ორგანოების რეკომენდაციათა და წინადადებათა ანალიზს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე და უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ე) ახორციელებს კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის, კონცეპტუალური გეგმებისა და რეკომენდაციების შემუშავებას საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის; ვ) მონაწილეობს შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში; ზ) ურთიერთობა აქვს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს სათანადო ინფორმაციას, კანონმდებლობით დადგენილი წესით; თ) პერიოდულად ამზადებს ანალიზს საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ; ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახდენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტებისათვის ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე სპეციალური, საინფორმაციო და ანალიტიკური მასალების მომზადებას; ლ) მონაწილეობს ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების მოგვარების პროცესის ფარგლებში, სხვადასხვა ფორმატის მოლაპარაკებებში, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და უზრუნველყოფს ამ სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრისა და კორექტირების შესახებ წინადადებების მომზადებას; მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს კონფლიქტების მოგვარების თემატიკაზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საქართველოს სახელისუფლებო სტრუქტურებთან ურთიერთობების დამყარებას მათთან თანამშრომლობის ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით; ნ) შეიმუშავებს წინადადებებს მოვლენათა მძიმე, სოციალური, ეკონომიკური, ეკოლოგიური და სხვა შედეგების თავიდან ასაცილებლად ან აღმოსაფხვრელად; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესებისა და მათი მიმართულებების შესწავლის საფუძველზე ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს რეგიონული პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ; პ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სხვა დავალებებს. 2. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინაშე.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე. 3. დირექტორი: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; თ) პასუხს აგებს დეპარტამენტისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო; ი) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს – მრჩევლებს და მთავარ მრჩევლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან დეპარტამენტის დირექტორს და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. დეპარტამენტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. დანართი №2 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თავდაცვისა და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) თავდაცვის და მართლწესრიგის საკითხთა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა თავდაცვის და უშიშროების სფეროში განხორციელებული პოლიტიკის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის, აგრეთვე კორუფციასთან, ტერორიზმთან და სხვა სახის დამნაშავეობასთან ბრძოლის მდგომარეობის ანალიზი; სისხლის სამართლის რეფორმის სტრატეგიის იმპლემენტაციაში მონაწილეობის მიღება; წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება ქვეყანაში ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის საკითხებზე.  2. დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური შეთანხმება, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, საქართველოს ორგანული კანონი “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ”, საქართველოს კანონები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები 1. დეპარტამენტი: ა) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების და მართლწესრიგის სფეროში არსებული მდგომარეობის შეფასებას, საფრთხეების იდენტიფიკაციას და მათი გამოწვევების ანალიზს, რომლის საფუძველზე შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ შესაბამის წინადადებებს და რეკომენდაციებს; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის თავდაცვის, უშიშროების, მართლწესრიგის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით; გ) ახორციელებს სახელმწიფოს თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის ანალიზს და მათ მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტებისა და დავალებების შესრულების კონტროლს; დ) ახდენს ქვეყნის სამხედრო სამრეწველო-სამეცნიერო და სამხედრო-საინჟინრო უზრუნველყოფის სახელმწიფო კომპლექსების ფუნქციონირების, მატერიალური რეზერვებისა და ეკონომიკის სამობილიზაციო მზადყოფნასთან დაკავშირებული საკითხების, აგრეთვე, ზემოაღნიშნული კომპლექსის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და მისი რეალიზაციის საკითხების კოორდინაციას; ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით მონაწილეობს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შექმნილი მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობის წარმართვასა და ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში; ვ) მონაწილეობას იღებს ქვეყანაში კორუფციის, ტერორიზმის და სხვა სახის დანაშაულობის წინააღმდეგ მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შემუშავებაში და ანალიზს უკეთებს აღნიშნულ სფეროში სახელმწიფოს მიერ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას; ზ) ხელს უწყობს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული, ანტიტერორისტული პოლიტიკის ფორმირებას და აწარმოებს მისი შემდგომი იმპლემენტაციის მდგომარეობის ანალიზს; თ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად; ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიმუშავებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთათვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი აქტების პროექტებს; კ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად, განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართვებსა და წერილებს; ლ) ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის ანალიზს; მ) საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემოწმებისა და ანალიზის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ამზდებს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის წარსადგენად სათანადო დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს; ნ) თავის კომპეტენციის სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტის დავალებით უზრუნველყოფს საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასანიშნი თანამდებობის პირების კანდიდატურების თაობაზე რეკომენდაციების მომზადებას; პ) ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სხვა დავალებებს. 2. დეპარტამენტი დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინაშე.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს, წარმართავს საქმიანობას, ახორციელებს დეპარტამენტის თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან შეთანხმებით დასანიშნად წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ კორესპონდენციას; ვ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორმაციო მასალები და დოკუმენტები; ზ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; თ) პასუხს აგებს დეპარტამენტისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო; ი) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მრჩეველი.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის მოსამსახურეები 1. დეპარტამენტის მოსამსახურეებს – მრჩევლებს და მთავარ მრჩევლებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით. 2. დეპარტამენტის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან დეპარტამენტის დირექტორს და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. დეპარტამენტის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი ამ დებულების ძალადაკარგულად გამოცხადება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე. დანართი №3 საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საორგანიზაციო სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის (შემდგომში – აპარატი) საორგანიზაციო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საკადრო, იურიდიულ, საქმისწარმოების და საფინანსო-სამეურნეო ფუნქციებს. სამსახური ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებას. 2. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, “ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება, ეს დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ა) აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის წარმართვა; ბ) აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა; გ) აპარატის ადმინისტრაციულ სართულზე მუშაობის რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; დ) აპარატის თანამშრომელთა სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა; ე) აპარატში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება; ვ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზება, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის ოქმების წარმოება და რეგისტრაცია; ზ) ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის რეზოლუციების (დავალებების) მომზადება; თ) საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ი) საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაცია; კ) საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სახელზე შემოსული კორესპონდენციის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისათვის მოხსენება, რეზოლუციების, ბრძანებების მომზადება, კლასიფიცირება, შემსრულებლებისათვის მიწოდება-დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ლ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და აპარატის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; მ) აპარატში მომზადებული დოკუმენტაციის სამართლებრივი ექსპერტიზა და სასამართლო ორგანოებში აპარატის ინტერესების დაცვა; ნ) აპარატში ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის მოწყობისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება; ო) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის და აპარატის ურთიერთობის უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; პ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საქმიანობასთან დაკავშირებულ საპროტოკოლო ღონისძიებათა განხორციელება და კოორდინაცია; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ოფიციალური ვიზიტების, მიღებების მომზადებისა და ორგანიზების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელება; რ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ დანიშნული თათბირების მომზადება და ჩატარების უზრუნველყოფა; ს) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, აპარატის თანამშრომელთა სახელფასო და სამივლინებო თანხებით უზრუნველყოფა; ტ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის უშუალო გადაწყვეტილებით აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა; უ) აპარატში საკადრო საკითხთა გადაწყვეტის უზრუნველყოფა; ფ) აპარატის სამეურნეო საქმიანობის წარმოება; ქ) საბუღალტრო აღრიცხვის წარმართვა და ხარჯთა ნუსხის შედგენა; ღ) აპარატის დოკუმენტაციის არქივის წარმოება; ყ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სხვა დავალებათა შესრულება. 2. სამსახური დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინაშე.     მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმოადგენს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, ახორციელებს თანამშრომელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს დასანიშნად წარუდგენს სამსახურის თანამშრომელთა კანდიდატურებს; დ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; ე) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს აპარატში დასანიშნ შტატგარეშე მოსამსახურეებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ კორესპონდენციას; ზ) უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოითხოვოს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან საინფორამაციო მასალები და დოკუმენტები; თ) საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს აბარებს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ; ი) პასუხს აგებს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ფინანსური სახსრების მიზნობრივი გამოყენების გამო; კ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავალებით ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი.     მუხლი 4🔗. სამსახურის მოსამსახურეები 1. სამსახურის მოსამსახურეებს – სპეციალისტებსა და მოლარე-ბუღალტერს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, სამსახურის უფროსის წარდგინებით. 2. სამსახურის მოსამსახურეები ასრულებენ ამ დებულებით გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებს და მათი განხორციელებისას ემორჩილებიან სამსახურის უფროსს და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს. სამსახურის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვან სამსახურებრივი დისციპლინა.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.