„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№107
სარეგისტრაციო კოდი
010240040.05.002.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 26, 19/03/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №107

2002 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის  თაობაზე

„საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 18 აგვისტოს №444 ბრძანებულებით დამტკიცებულ საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. II თავის მე-10 პუნქტის „ღ“ ქვეპუნქტში სიტყვები „სამინის­ტროებთან და უწყებებთან ერთად შეიმუშავებს დოკუმენტების ტიპობრივ ნუსხებს შენახვის ვადების მითითებით“ შეიცვალოს სიტყვებით „განსაზღვრავს დაწესებულებათა კატეგორიებს, რომელთა დოკუმენტები შევა ეროვნული საარქივო ფონდის შემადგენლობაში; შეიმუშავებს და ამტკიცებს დაწესებულებათა დოკუმენტების ტიპობრივ ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით; ითანხმებს სახელმწიფო ხელისუფლების ცენტრალური ორგანოების მიერ შემუშავებულ დოკუმენტების საუწყებო ნუსხებს მათი შენახვის ვადების მითითებით“.

2. დებულების V თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 პუნქტი:

„211. საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოსცემს დამოუკიდებელ და საჭიროების შემთხვევაში აღმასრულებელი ხელი­სუფლების სხვა სახელმწიფო უწყებასთან ერთად საარქივო საქმისა და საქმისწარმოებაში დოკუმენტთა მოწესრიგების საკითხებზე ერთობლივ ბრძანებებს, რომლებიც შესასრულებლად სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის ყველა ორგანოს, სხვა დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოებისათვის (განურ­ჩევლად მათი დაქვემდებარებისა და საკუთრების ფორმისა), აგრეთვე მოქალაქეებისათვის“.

3. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 311პუნქტი:

„311. ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ეფექტიანად და ეკო­ნომიურად ხარჯვის მიზნით დეპარტამენტის სისტემის დაწესებულებებს, რომლებიც იმყოფებიან ძირითადად საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტზე, გარდა ქ.ქუთაისის ცენტრალური და დუშეთის სადაზღვევო ფონდების სახელმწიფო არქივებისა, აქვთ ერთიანი ცენტრალიზებული ბუღალტერია, რომელიც შედის საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურაში“.

4. 32-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

„32. დეპარტამენტს აქვს ხარჯთა ნუსხა, დამოუკიდებელი ბალანსი და სათანადო ანგარიშსწორების ანგარიშები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საოპერაციო დეპარტამენტში, მათ შორის უცხოური ვალუტით. საქართველოში მოქმედი წესებისა და ვა­დების დაცვით შესაბამისი პერიოდის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშ­გების ნაერთ ბალანსებს დეპარტამენტი აბარებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ორ-ორ ეგზემპლარად, საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში იხდის სათანადო გადასახადებს (გადასახდელებს)“.

5. VIII თავის 38-ე პუნქტში სტრუქტურული ქვედანაყოფების ჩამო­ნათვალში სიტყვების „საფინანსო განყოფილების“ ნაცვლად ჩაიწეროს სიტყვები „საფინანსო განყოფილება– ცენტრალური ბუღალტერია“.

ე. შევარდნაძე