გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
გარდაბნისმუნიციპალიტეტისსაკრებულო
დადგენილება №22
ქ. გარდაბანი
2011წლის31მარტი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის ა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილების მე-4, მე-7 და მე-8 მუხლებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 4.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
|
№ |
მიწის კატეგორიები | გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა |
| 1 | სახნავი | 72 |
| 2 | საკარმიდამო | 72 |
| 3 | სათიბები | 17 |
| 4 | საძოვრები | 16 |
| 5 | ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეები | 50 |
| 6 | ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები | 3 |
2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7
1. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების ერთ კვადრატულ მეტრზე წლიური გადასახადის განმსაზღვრელი ტერიტორიული კოფიციენტი:
ა) ცენტრალური ზონისთვის (ქ. გარდაბანი) - 1.2;
ბ) პერიფერიული ზონისთვის (გარდაბნის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია) - 0.8.
2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახადის განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე განისაზღვროს:
| № | ტერიტორია | საბაზისო განაკვეთი (ლარი) | ტერიტორიული კოეფიციენტი | გადასახადის განაკვეთი (ლარი) |
| 1 | ქ.გარდაბანი | 0,24 | 1,2 | 0,288 |
| 2 | გარდაბნის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორია | 0,24 | 0.80 | 0,192 |
3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8
1. ქონების გადასახადისაგან განთავისუფლდეს:
ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);
ბ) საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა ქონების გადასახადის განთავისუფლებისას გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლი.“
მუხლი 2
ამოღებულ იქნეს ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 თებერვლის №5 დადგენილებიდან მე-5 მუხლი მთლიანად.
მუხლი 3
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 4
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში (მის: ქ. გარდაბანი, დ. აღმაშენებლის ქ. №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში.
საკრებულოსთავმჯდომარეგ.ფეიქრიშვილი