⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.10.2007)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.03.2006
ძალის დაკარგვა 09.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №181
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 07/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,919 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2006 მიღება
09.10.2007 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა
თავმჯდომარე 1
თავმჯდომარის მოადგილე 1
სპეციალისტი – მდივან-რეფერენტი 1
სულ: 7
სამმართველოს უფროსი 1
მთავარი სპეციალისტი 1
სპეციალისტი 3
სამმართველოს უფროსის მოადგილე 1
მთავარი სპეციალისტი – სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება 2
მთავარი სპეციალისტი – საწყობის გამგე 1
სპეციალისტი – ადმინისტრატორი 1
დამხმარე მოსამსახურე 1
დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი 5
დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:3.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 45.1pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №181 2006 წლის 6 მარტი ქ. თბილისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 70-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულება (დანართი №1). 2. დამტკიცდეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დებულების, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 აგვისტოს №343 ბრძანებულება.  მ. სააკაშვილი  დანართი №1 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საერთო სასამართლოების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული დამოუკიდებელი სტრუქტურული დაწესებულება, რომელიც ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 2. დეპარტამენტი თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს კანონებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სამართლებრივი აქტებით. 3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 4. დეპარტამენტს აქვს ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის სახელწოდების აღნიშვნით. 5. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და ამოცანები 1. დეპარტამენტი: ა) შეიმუშავებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტს და განსახილველად წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს საერთო სასამართლოების სისტემაში სასამართლოების ბიუჯეტის შედგენის (დაგეგმვის), მიღების, განხილვის, შესრულებისა და კონტროლის ძირითად პრინციპებს; გ) განკარგავს ფინანსებს საერთო სასამართლოების საქმიანობის უზრუნველსაყოფად; დ) შეიმუშავებს წინადადებებს და უზრუნველყოფს საერთო სასამართლოთა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას; ე) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; ვ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგენს ანგარიშს საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პრინციპების, სასამართლოების მიერ ბიუჯეტის ხარჯვისა და სასამართლოთა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; თ) უზრუნველყოფს მოსამართლეთა და საერთო სასამართლოს აპარატის მოხელეთა სოციალური დაცვის გარანტიებს; ი) სასამართლოთა მოთხოვნისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებით და სხვა მასალით. 2. საერთო სასამართლოებისათვის ერთიანი სამართლებრივი ინფორმაციის სისტემის შექმნის, სამართლებრივი ინფორმაციის ნაკადის თავისუფალი მიმოქცევისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად დეპარტამენტი: ა) მონაწილეობს საერთო სასამართლოების სამართლებრივი უზრუნველყოფისათვის საჭირო კომპიუტერული სისტემების და ქსელების შემუშავებასა და დანერგვაში; ხელს უწყობს სამართლებრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საკომუნიკაციო საშუალებათა განვითარებას; ბ) მონაწილეობს სამართლებრივი ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის შემუშავების პროგრამაში; გ) მოსამართლეთა და სასამართლო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ორგანიზებას უკეთებს სასწავლო კურსებისა და სემინარების საქმისწარმოებას სპეციალიზებული და თანამედროვე საინფორმაციო სისტემების გამოყენების სფეროში.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის კომპეტენცია თავისი საქმიანობისა და ამოცანების განხორციელების მიზნით დეპარტამენტის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტის შემუშავება კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ) სასამართლოთა მოთხოვნისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე საერთო სასამართლოებისათვის საკანონმდებლო სიახლის დროულად მიწოდება; დ) სასამართლოთა მოთხოვნისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დავალების საფუძველზე იურიდიული ლიტერატურისა და სხვა მასალის გამოცემის უზრუნველყოფა; ე) სტატისტიკური კრებულებისა და ბიულეტენების გამოცემა, აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით სტატისტიკური მასალების გამოქვეყნება; ვ) საერთო სასამართლოების საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავება; ზ) საერთო სასამართლოთა საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმური განაწილება, განკარგვა და მათი ხარჯვის კონტროლის განხორციელება; თ) საერთო სასამართლოების დაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და წარმოება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) მოსამართლეთა კონფერენციის, ადმინისტრაციული კომიტეტისა და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული და ფინანსური მხარის უზრუნველყოფა; კ) კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა; ლ) საერთო სასამართლოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სხვა ღონისძიებების ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციასთან ან კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში ადმინისტრაციულ კომიტეტთან შეთანხმებით. 3. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე. 4. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) წარმოადგენს დეპარტამენტს და შეუძლია დეპარტამენტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება; ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის, რომლებიც განეკუთვნება დეპარტამენტის უფლებამოსილებების სფეროს; გ) ყოველწლიურად წარუდგენს გაწეული საქმიანობის ანგარიშს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და მოსამართლეთა კონფერენციას; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ნორმატიული აქტების პროექტებს სასამართლოების ადმინისტრირებისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების სრულყოფასთან დაკავშირებით; ე) უფლებამოსილია მოსამართლეთა კონფერენციისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე აღძრას საკითხი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების გათავისუფლების შესახებ; ვ) უფლებამოსილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნას სათათბირო ორგანოები – კოლეგია, კომისია და სხვა, განსაზღვროს მათი შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს, იღებს გადაწყვეტილებას დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური წესით დასჯის შესახებ; თ) ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ი) ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას მათი სრულყოფილი ორგანიზაციული მუშაობის მიზნით; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს განსახილველად წარუდგენს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების პროექტებს; ლ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს შესაბამის ორგანოებში გადაწყვეტილების მისაღებად დეპარტამენტის უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებული საკითხების შესახებ; მ) სამსახურებრივ ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამდებობის პირებისა და მოხელეების საქმიანობას; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ბრძანებებსა და სხვა ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს; ო) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო; ბ) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო; გ) საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო; დ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება; ე) საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო; ვ) საარქივო განყოფილება; ზ) ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო.     მუხლი 6🔗. დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო: ა) ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში საერთო სასამართლოების დაფინანსების ნაწილის პროექტის ფორმირებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებში მართლმსაჯულების განხორციელების ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სწორ დაგეგმარებას, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა გეგმურ განაწილებას, კვარტალური და წლიური საფინანსო და სტატისტიკური ანგარიშებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხარჯების გეგმის შედგენას; გ) შეიმუშავებს საერთო სასამართლოებისათვის საბიუჯეტო პოლიტიკისა და საბიუჯეტო პროცესის მართვის ძირითად პრინციპებს; დ) დადგენილი წესით აღრიცხავს საერთო სასამართლოებისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო სახსრებს; ე) ახორციელებს სხვა შესაბამის ღონისძიებებს საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განსამტკიცებლად.     მუხლი 7🔗. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო: ა) ახორციელებს საერთო სასამართლოებისათვის საჭირო ძირითადი საშუალებების შესყიდვა-მიწოდებას; ბ) სასაწყობე მეურნეობის მეშვეობით ასრულებს საერთო სასამართლოების სამეურნეო უზრუნველყოფის სამუშაოებს, ახორციელებს საერთო სასამართლოების სამეურნეო საქმისწარმოებას; გ) განიხილავს და ამტკიცებს საერთო სასამართლოების შენობა-ნაგებობების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, მოდერნიზაციის, ტექნიკური გადაიარაღების და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების ხარჯთა ნუსხის დოკუმენტაციას, ამოწმებს მათი მოხმარებისა და დაცვის პირობებს; დ) ახორციელებს საერთო სასამართლოების მატერიალური ფასეულობების ტექნიკურ ზედამხედველობას.     მუხლი 8🔗. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო 1. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს ძირითადი ამოცანებია: ა) საერთო სასამართლოებისა და დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით; ბ) საერთო სასამართლოების პერსონალისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა ხელფასების დარიცხვა და დროულად გაცემის უზრუნველყოფა; გ) ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში მონაწილეობა, ინვენტარიზაციის შედეგებისა და აღრიცხვაში ასახვის დროული განსაზღვრა, ბუღალტრული ანგარიშების შედგენა, ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებისა და სხვა საბუთების შენახვა.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უზრუნველყოფს დეპარტამენტისა და საერთო სასამართლოების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში.     მუხლი 10🔗. საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში ერთიანი საკადრო პოლიტიკის განხორციელებას, კადრების სწორ შერჩევას, განაწილებას და პროფესიული დონის ამაღლებას, საორგანიზაციო-საშტატო მუშაობის წარმართვას, დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მხრიდან შრომის შინაგანაწესის შესასრულებლად კონტროლის განხორციელებას, მოსამსახურეთა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვას; ბ) ახორციელებს დეპარტამენტის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-დამუშავებას, აგრეთვე მათ დანიშნულებისამებრ გადაცემას; გ) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების სამართლებრივ უზრუნველყოფას; დ) ახორციელებს საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის სამართლებრივ უზრუნველყოფას დეპარტამენტთან მიმართებით; ე) ახორციელებს მოსამართლეთა კონფერენციის, ადმინისტრაციული კომიტეტისა და საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას დეპარტამენტის უფლებამოსილების ფარგლებში.     მუხლი 11🔗. საარქივო განყოფილება საარქივო განყოფილება: ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოების ერთიანი საარქივო ფონდის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვას, ცენტრალიზებულ აღრიცხვა-აღწერას, დაცვას და სამეცნიერო და პრაქტიკული მიზნით გამოყენებას; ბ) საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საარქივო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 12🔗. ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო: ა) უზრუნველყოფს საერთო სასამართლოებისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობისათვის ერთიანი კომპიუტერული სისტემებისა და ქსელის შექმნას, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებათა, აგრეთვე სამართლებრივი ინფორმაციის ტექნოლოგიებისა და მეთოდიკის გამოყენებას; ბ) ზედამხედველობს საერთო სასამართლოების სისტემის ერთიანი კომპიუტერული ქსელისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ქსელის მოხმარებას, ქსელის ტექნიკურ ექსპლუატაციას, ახორციელებს სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მრავალწერტილიანი კომპიუტერული (ლოკალური) ქსელისა და კომპიუტერული პარკის ტექნიკურ მეთვალყურეობას; გ) უზრუნველყოფს სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალწარმოების, აგრეთვე საერთო სასამართლოების ორგანიზაციული მუშაობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი საქმისწარმოების სამუშაოების ავტომატიზებული სისტემების კომპიუტერული პროგრამების დანერგვასა და გამოყენებას; დ) ქმნის ერთიან საინფორმაციო-კომპიუტერულ ბაზას, ახორციელებს მონაცემთა ცალკეული ბაზების (ბაზებში დაცული ინფორმაციის) მართვას, სასამართლოების კომპიუტერულ (ლოკალურ) ქსელში შემავალი და სასამართლოებიდან გამავალი ინფორმაციული ნაკადების ადმინისტრირებას; ე) ორგანიზებას უწევს სასამართლოების ვებგვერდის შექმნას, ვებგვერდის მონაცემთა ბაზების ფორმირებასა და განვითარებას, ვებგვერდის პროგრამული საშუალებების სრულყოფას.  დანართი №2 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის საშტატო ნუსხა და მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო თავმჯდომარე 1 1500 თავმჯდომარის მოადგილე 1 1200 თავმჯდომარის მოადგილე 1 1200 სპეციალისტი – მდივან-რეფერენტი 1  350 სულ: 4 დაგეგმვისა და ანალიზის სამმართველო სამმართველოს უფროსი 1 900 მთავარი სპეციალისტი 2 400 სპეციალისტი 1 350 სულ: 4 მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო სამმართველოს უფროსი 1 900 სამმართველოს უფროსის მოადგილე 1 800 მთავარი სპეციალისტი – სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება 2 400 მთავარი სპეციალისტი 1 400 მთავარი სპეციალისტი – საწყობის გამგე 1 400 სპეციალისტი 1 350 სპეციალისტი – ადმინისტრატორი 1 350 დამხმარე მოსამსახურე 3 300 დამხმარე მოსამსახურე – მძღოლი 5 280 დამხმარე მოსამსახურე – დამლაგებელი 2 180 სულ: 18 საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველო სამმართველოს უფროსი 1 900 მთავარი სპეციალისტი 4 400 სპეციალისტი 1 350 სულ: 6 სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება განყოფილების უფროსი 1 850 მთავარი სპეციალისტი 1 400 სპეციალისტი 1 350 სულ: 3 საქმისწარმოებისა და ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო სამმართველოს უფროსი 1 900 მთავარი სპეციალისტი – საკადრო უზრუნველყოფა 1 400 მთავარი სპეციალისტი – იურისტი 1 400 მთავარი სპეციალისტი – კანცელარია 1 400 სულ: 4 საარქივო განყოფილება განყოფილების უფროსი 1 750 სპეციალისტი 3 350 სულ: 4 ინფორმატიზაციისა და კავშირგაბმულობის სამმართველო სამმართველოს უფროსი 1 900 ქსელის ადმინისტრატორი 1 550 მთავარი სპეციალისტი – ელექტროკავშირგაბმულობის ინჟინერი 1 400 მთავარი სპეციალისტი – სისტემური ინჟინერი 2 400 სპეციალისტი –ტექნიკური ინჟინერი 1 350 დამხმარე მოსამსახურე 1 300 სულ: 7 ჯამი: 50