⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.07.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.12.1999
ძალის დაკარგვა 06.07.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №678
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 70(77), 28/12/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,905 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.12.1999 მიღება
06.07.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 59.55pt 56.7pt 62.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №678 1999 წლის 21 დეკემბერი  ქ. თბილისი საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო აღმშენებლობის ყველა სფეროში ინფორმატიზაციის პროცესების მართვის, კოორდინაციისა და სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით: 1. დამტკიცდეს საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თანდართული დროებითი დებულება. საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2000 წლის 20 ივლისამდე შეიმუშაოს და წარმოადგინოს დებულება საბოლოო სახით. 2. სახელმწიფო ორგანოებმა და ორგანიზაციებმა, კომისიებმა და მიზნობრივმა პროგრამებმა მიაწოდონ ინფორმაცია და შეათანხმონ საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტთან ინფორმატიზაციის სფეროში მიმდინარე საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სამუშაოები და გეგმები, ხოლო საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ სამუშაოების და გეგმების შესრულება-დანერგვის ხარისხისა და ინფორმატიზაციის კონცეფცია-პროგრამებთან შესაბამისობის კონტროლი. 3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (მ.უკლება), თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) და სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი.ანდრიაძე) საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი უზრუნველყონ სათანადო ფართობით. 4. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ს.ესაკია) სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურთან ერთად შესაბამისი ანაზღაურების შემდეგ უზრუნველყოს აღნიშნული სახელმწიფო დეპარტამენტი ადგილობრივი, საერთაშორისო და სამთავრობო სატელეფონო კავშირებით. 5. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა შეძლებისდაგვარად აღმოუჩინოს დახმარება ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტს. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) 2000 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გაითვალისწინოს კომპიუტერული მთარგმნელი სისტემისა და ფართო მოხმარების კომპიუტერული პროგრამების ქართული ვერსიების შესაქმნელად საჭირო თანხები, ხოლო ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ პროექტების განხორციელება. 7. საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი დაკომპლექტდეს თანდართული საშტატო ნუსხისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრების ფარგლებში. ე. შევარდნაძე საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის დროებითი დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი (შემდგომში _ დეპარტამენტი) არის აღმასრულებელ ხელისუფლებაში დამოუკიდებლად მოქმედი სამთავრობო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ინფორმატიზაციის სფეროში და უზრუნველყოფს ამ სფეროში სახელმწიფო მიზნების, ამოცანებისა და გადაწყვეტილებების განხრციელებას. 2. დეპარტამენტი ხელს უწყობს და სახელმწიფო ზედამხედველობას უწევს საქართველოს საყოველთაო და სრულ ინფორმატიზაციას, ინფორმატიზაციის უახლესი ტექნოლოგიებისა და მოწინავე გამოცდილების დანერგვას და უზრუნველყოფს მათი სრული მოცულობით გამოყენებას სახელმწიფო აღმშენებლობის ყველა სფეროში. 3. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო მმართველობის სრულ ინფორმატიზაციასა და სახელმწიფოს ინტეგრაციას მსოფლიოს ელექტრონულ საინფორმაციო სივრცეში და ამით ხელს უწყობს საქართველოს შესვლას მაღალი ტექნოლოგიების მქონე ქვეყნების რიგებში. 4. დეპარტამენტის სრული დასახელებაა: საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტი. 5. დეპარტამენტის დროებითი იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ.თბილისი, კოსტავას ქ.№77. 6. დეპარტამენტს აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიშსწორების ანგარიში ხაზინაში, საკუთარი ბლანკი და ბეჭედი საქართველოს გერბის გამოსახულებითა და დეპარტამენტის სრული სახელწოდების აღნიშვნით. 7. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 8. დეპარტამენტი მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. II. დეპარტამენტის მიზნები 9. დეპარტამენტის ძირითადი მიზნებია: ა) ინფორმაციის კომპიუტერული თავმოყრისა და სისტემატიზაციის გზით სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოების ინფორმაციული მოთხოვნილებების დაკმაყოფილება; ბ) ლოკალური და გლობალური კომპიუტერული ქსელების საინფორმაციო, ლინგვისტური და სხვა უზრუნველყოფის (გარდა აპარატურულ-ტექნიკური და ქსელის სპეციალიზებული პროგრამულ-მათემატიკური უზრუნველყოფისა) შექმნა-დანერგვის ხელშეწყობის გზით სახელმწიფოსა და მთელი საზოგადოებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ინფორმაციის დამუშავების სპეციალიზებული კომპიუტერული სისტემების შექმნა-დანერგვის გზით ინფორმაციის სწორი აღქმის, გადამუშავებისა (ანალიზი, სინთეზირება-გენერირება, გარდაქმნა და სხვ.) და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა, აგრეთვე ინფორმაციის როლისა და გამოყენების ეფექტიანობის ამაღლება სახელმწიფო მმართველობაში, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებასა და მეწარმეობაში; დ) ქვეყნის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო სივრცის ფორმირება და მისი ინტეგრაცია მსოფლიოს ელექტრონულ საინფორმაციო სივრცეში. III. დეპარტამენტის ამოცანები 10. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია: ა) ინფორმაციზაციის სფეროში საკანონმდებლო აქტებისა და სტანდარტების პროექტების, აგრეთვე საერთო-სახელმწიფოებრივი, რეგიონალური, ტერიტორიული, ადგილობრივი, დარგობრივი და უწყებრივი მასშტაბის ინფორმატიზაციის კონცეფციებისა და პროგრამების შემუშავების უზრუნველყოფა შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან შეთანხმებით; ბ)საერთო-სახელმწიფოებრივი, არგობრივი, უწყებრივი, ადგილობრივი, ტერიტორიული და რეგიონალური საინფორმაციო სისტემისა და ბანკების, აგრეთვე ელექტრონული საინფორმაციო სივრცის შექმნა-ფორმირების, დანერგვის, თანხლებისა და ექსპლუატაციის პროცესების ხელშეწყობა და კოორდინირება; გ) დარგობრივი, უწყებრივი, ადგილობრივი, ტერიტორიული, რეგიონალური და მთელი ქვეყნის მასშტაბის კომპიუტერული ქსელების, საინფორმაციო, ლინგვისტური და სხვა უზრუნველყოფის (გარდა აპარატურულ-ტექნიკური და ქსელის სპეციალიზებული პროგრამულ-მათემატიკური უზრუნველყოფისა) შექმნა-ფორმირების, დანერგვის, თანხლებისა და ექსპლუატაციის პროცესების ხელშეწყობა; დ) სახელმწიფო აღმშენებლობის სხვადასხვა სფეროში ექსპერტული, მოდელირებისა და სიტუაციის პროგნოზირების სისტემებისა და ყველა დონის მართვის ავტომატიზებული სისტემების, აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ტექნიკური, მათემატიკური, პროგრამული, ინფორმაციული, ლინგვისტური, ორგანიზაციული და სხვა სახის უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვის, თანხლებისა და ექსპლუატაციის ხელშეწყობა, კოორდინირება; ე) ინფორმატიზაციის ტექნოლოგიებთან (მათ შორის საერთო მოხმარების პროდუქტებთან Windows, Ms Office, Internet Explorer და სხვ.) ქართულ ენაზე ურთიერთობის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ინფორმატიზაციის სფეროში ქართული ტერმინოლოგიისა და კომპიუტერული მთარგმნელი სისტემების შემუშავება-დანერგვის ხელშეწყობა და კოორდინირება; ვ) ინფორმატიზაციის სფეროში კადრების მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა, აგრეთვე ინფორმატიზაციის პოპულარიზაცია, კერძოდ კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და გამოფენების ორგანიზაციის გზით. 11. დეპარტამენტის ამოცანას არ წარმოადგენს საკომუნიკაციო ქსელების აპარატურულ-ტექნიკური და სპეციალიზებული პროგრამულ-მათემატიკური უზრუნველყოფის შექმნა-დანერგვა, თანხლება-ექსპლუატაცია და დაცვა. IV. დეპარტამენტის კომპეტენცია 12. დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები ინფორმატიზაციის სფეროში, აგრეთვე კოორდინაცია გაუწიოს და უზრუნველყოს ინფორმატიზაციის სფეროში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებათა შესრულება; ბ) იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის შეიმუშაოს რეკომენდაციები ინფორმატიზაციის სფეროში, აგრეთვე მიიღოს ამ სფეროში სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციების შესაბამისი ქვედანაყოფებისათვის სავალდებულო გადაწყვეტილებები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან შიდაუწყებრივ ინტერესებს; გ) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად შეიმუშაოს წინადადებები ინფორმატიზაციის სფეროში უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მოსაზიდად და ხელი შეუწყოს ამ წინადადებების რეალიზაციას, აგრეთვე კოორდინაცია გაუწიოს ინფორმატიზაციისათვის გამოყოფილი უცხოური ინვესტიციებისა და კრედიტების მიზნობრივ გამოყენებას; დ) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად უზრუნველყოს ინფორმატიზაციისათვის გამოყოფილი უცხოური ინვესტიციებითა და კრედიტებით გათვალისწინებული გეგმების, პროგრამების, პროექტების, ამოცანებისა და სამუშაოების შესაბამისობა ინფორმატიზაციის სფეროში დასახულ სახელმწიფო პოლიტიკასთან, რომელსაც კოორდინაციას უწევს და ახორციელებს დეპარტამენტი; ე) შესაბამის სამთავრობო დაწესებულებებთან ერთად განსაზღვროს ინფორმაციის შემადგენლობა და წარმოდგენის ფორმა და მოითხოვოს მისი მიღება სახელმწიფო ორგანოებისა და ორგანიზაციებისაგან - საინფორმაციო ბანკებისა და სისტემების შექმნა-თანხლებისა და ექსპლუატაცია-დაცვისათვის, აგრეთვე დეპარტამენტისათვის დაკისრებული სხვა ამოცანების გადასაწყვეტად; ვ) ინფორმატიზაციის სფეროში წინადადებების შემუშავებისა და განხორციელებისათვის შექმნას კომისიები და ექსპერტთა ჯგუფები, აგრეთვე მოიზიდოს საქართველოსა და უცხოეთის ორგანიზაციები და ფიზიკური პირები შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) განახორციელოს სხვა უფლებამოსილებანი დეპარტამენტის მიზნების მისაღწევად და მისთვის დაკისრებული ამოცანების გადასაწყვეტად საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ ფარგლებში. V. დეპარტამენტის თავმჯდომარე და მისი კომპეტენცია 13. დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 14. დეპარტამენტის თავმჯდომარე: ა) მოქმედებს დეპარტამენტის სახელით და წარმოადგენს მის ინტერესებს, ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს, წარმართავს და კოორდინირებას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას, გამოსცემს ბრძანებებს, იძლევა მითითებებსა და დავალებებს სამსახურებრივ საკითხებზე, უზრუნველყოფს დეპარტამენტის ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებას; ბ) ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ფარგლებში განსაზღვრავს დეპარტამენტის საშტატო ნუსხას, ამტკიცებს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებსა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს საშტატო ნუსხის შესაბამისად, წყვეტს დეპარტამენტში კადრების შერჩევა-მომზადების საკითხს და თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ საჯარო მოსამსახურეებს; გ) ხელმძღვანელობს ინფორმატიზაციის სფეროში ნორმატიული აქტების, კონცეფციების, სტანდარტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავებას და ამ სფეროში სამუშაოების შესრულებასა და ამოცანების გადაწყვეტას, საჭიროების შემთხვევაში ქმნის დროებით კომისიებს დეპარტამენტის თანამშრომლების, საბჭოს წევრებისა და საჭიროებისამებრ მოწვეული პირებისაგან; დ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობით სამუშაოთა ტენდერული წესით შესრულების შემთხვევაში დეპარტამენტის თანამშრომლების, საბჭოს წევრებისა და საჭიროებისამებრ მოწვეული პირებისაგან ქმნის სატენდერო კომისიას და ამტკიცებს ტენდერის გამოცხადებისა და გამართვის წესს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 15. თავმჯდომარეს შეუძლია თავის კომპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხები გადასცეს თავის მოადგილეებს, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიკუთვნებულია თავმჯდომარის განსაკუთრებულ კომპეტენციას. 16. დეპარტამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის საქმიანობისათვის საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. VI. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები და მათი კომპეტენცია 17. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა მოადგილეები. 18. დეპარტამენტის თავმჯდომარის ყველა მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 19. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დეპარტამენტის მუშაობას, აკონტროლებს და კოორდინირებას უწევს თავმჯდომარის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას, აგრეთვე ასრულებს დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არყოფნის შემთხვევაში; ბ) აკონტროლებს წლიური გეგმით გათვალისწინებული ამოცანებისა და სამუშაოების, აგრეთვე სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებას, უზრუნველყოფს შრომის დაცვის, უსაფრთხოების ტექნიკის, საწარმოო სანიტარიის, სახანძრო უსაფრთხოებისა და სხვა მოთხოვნების დაცვას; გ) აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ შრომითი დისციპლინის დაცვას და წარუდგენს თავმჯდომარეს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური სასჯელის დადების შესახებ; დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 20. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები: ა) უზრუნველყოფენ ინფორმატიზაციის კონცეფციების, პროგრამების, გეგმების, სამუშაოებისა და ამოცანების, ტექნიკური დავალებების, პროექტებისა და სპეციფიკაციების შემუშავებასა და დასაბუთებას და წარუდგენენ მათ განსახილველად საბჭოს და დასამტკიცებლად თავმჯდომარეს; ბ) უზრუნველყოფენ წლიური გეგმის რეალიზაციას, ხელმძღვანელობენ სამუშაოების შესრულების ყველა სტადიას და აკონტროლებენ მათ შესაბამისობას საწყის მოთხოვნებთან და მოქმედ სტანდარტებთან; გ) აკონტროლებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაოების მიღება-ჩაბარებას, დანერგვა-ექსპლუატაციასა და თანხლებას, უზრუნველყოფენ ტექნიკური აღწერის, გამოცდისა და საექსპულატაციო მეთოდიკებისა და სხვა დოკუმენტაციის შემუშავებას; დ) ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. 21. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეების კომპეტენცია განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით. VII. დეპარტამენტის საბჭო და მისი კომპეტენცია 22. დეპარტამენტის საბჭოს წევრები არიან: დეპარტამენტის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილეები, დეპარტამენტის სხვა თანამდებობის პირები, აგრეთვე საბჭოს მოწვეული წევრები. საბჭოს მოწვეული წევრები არიან საბჭოს მიერ კალენდარული წლის ბოლომდე საბჭოს წევრად არჩეული გარეშე პირები. 23. საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მის სხდომებზე, რომლებიც იმართება: ა) ყოველთვიურად საბჭოს მიერ დადგენილ ვადებში; ბ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მოთხოვნის საფუძველზე. 24. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს დეპარტამენტის თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე – თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში. სხდომის თავმჯდომარე უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას. 25. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება მისი წევრების ნახევარზე მეტი, საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მისი წევრების ხმების უბრალო უმრავლესობით. საბჭოს ნებისმიერ წევრს შეუძლია მოითხოვოს სხდომაზე მის მიერ დასმული საკითხის განხილვა. 26. იმ შემთხვევაში, როდესაც საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხება საბჭოს რომელიმე წევრს (მაგალითად, მისი რომელიმე კომისიაში არჩევის შემთხვევაში) იგი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. 27. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს მის მიერ მიღებული დებულების შესაბამისად. 28. დეპარტამენტის საბჭო: ა) განიხილავს ინფორმატიზაციის სფეროში შემუშავებულ კონცეფციებს, პროგრამებს, გეგმებს, სამუშაოებსა და ამოცანებს, აგრეთვე წლიური გეგმის პროექტს და საჭიროებისამებრ იძლევა რეკომენდაციებს მათ შესასწავლად და განსახილველად დროებითი კომისიების შექმნის შესახებ; ბ) აძლევს რჩევებსა და რეკომენდაციებს დეპარტამენტის თანამდებობის პირებს წლიური გეგმისა და სხვა სამუშაოების რეალიზაციის პროცესში; გ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობით მიმდინარე სამუშაოთა ტენდერული წესით შესრულების შემთხვევაში იძლევა რეკომენდაციებს სატენდერო კომისიის შემადგენლობის შესახებ, აგრეთვე განიხილავს და იწონებს ტენდერის გამოცხადებისა და გამართვის წესებს; დ) განიხილავს და იწონებს ინფორმატიზაციის სფეროში დეპარტამენტის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო აქტებისა და სტანდარტების პროექტებს და საჭიროებისამებრ იძლევა რეკომენდაციებს მათ შესასწავლად და განსახილველად დროებითი კომისიების შექმნის შესახებ. VIII. დეპარტამენტის სტრუქტურა 29. საქართველოს ინფორმატიზაციის სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სისტემოტექნიკის სამმართველო; ბ) ადმინისტრირების სამმართველო; გ) რეგიონალური და საგარეო ურთიერთობათა სამმართველო; დ) შიდა უზრუნველყოფის სამმართველო. 30. სისტემოტექნიკის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება ინფორმატიზაციის კონცეფციების, პროგრამების, პროექტებისა და ამოცანების შემუშავების უზრუნველყოფა, აგრეთვე პოლიტიკის შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს კომპიუტერული სისტემებისა და ბანკების შემუშავება-რეალიზაციას, დანერგვა-ექსპლუატაციასა და თანხლებას. 31. ადმინისტრირების სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება ინფორმატიზაციის სფეროში კანონების, ნორმატიული აქტებისა და სტანდარტების პროექტების შემუშავება და ექსპერტიზა-შეთანხმება, აგრეთვე ინფორმატიზაციის პროდუქტების ფონდირება და სერტიფიცირება. 32. რეგიონალური და საგარეო ურთიერთობათა სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება ინფორმატიზაციის სფეროში უცხოური კრედიტების, გრანტებისა და ინვესტიციების მოზიდვა და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა, აგრთვე მიმდინარე საერთაშორისო პროექტების, პროგრამებისა და სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა ინფორმატიზაციის სახელმწიფო პოლიტიკასთან. 33. შიდა უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითად ამოცანებსა და კომპეტენციას განეკუთვნება ინფორმატიზაციის პროდუქციის შექმნა-დანერგვისა და თანხლება-ექსპლუატაციის შრომის ნორმატივებისა და ფასწარმოქმნის პრინციპების შემუშავება, აგრეთვე დეპარტამენტის კანცელარიისა და ბუღალტერიის მუშაობის უზრუნველყოფა.