⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.09.2006)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.04.2006
ძალის დაკარგვა 04.09.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 54, 19/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,066 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.04.2006 მიღება
04.09.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.65pt 56.7pt 45.0pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №267 2006 წლის 18 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობა: ზურაბ ადეიშვილი – საქართველოს გენერალური პროკურორი, კომისიის თავმჯდომარე მერაბ ანთაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი გიორგობიანი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარე­ბის მინისტრის პირველი მოადგილე ზურაბ მხეიძე – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ეკა ტყეშელაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბელა წიფურია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნონა წოწორია – საქართველოს გენერალური პროკუ­რორის მოადგილე, კომისიის მდივანი. 2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ შემდეგ პირებს: ჯოვანა ბარბერისს – გაეროს ბავშვთა ფონდის (unicef) წარმომად­გენელს ანდრო გიგაურს – აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის პროექტის სპეციალისტს ია დადუნაშვილს – ეუთოს მისიის წარმომადგენელს საქარ­თვე­ლოში, ადამიანური განზომილებების ოფისის თანაშემწეს დემოკრატიზაციის საკითხებში ანა დოლიძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს მარინა თაბუკაშვილს – ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს“ ქალთა პროგრამების ხელმძღვანელს წოვინარ ნაზაროვას – არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიან­თა ჰარმონიული განვითარების საზოგადოების“ თავმჯდომარეს ქრისტოფერ სმიტს – აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ოფიცერს სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს ლალი ფაფიაშვილს – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს მარკ ჰულსტს – საქართველოში მიგრაციის საერთაშო­რისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ხელმძღვა­ნელს. 3. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის თანდართული დებულება. 4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 1 თებერვლის №50 ბრძანებულება. მ. სააკაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და ამ დებულებით. 3. კომისიის სტრუქტურა, უფლებამოსილებანი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. II. კომისიის სტრუქტურა     მუხლი 2🔗 1. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 2. კომისიის საქმიანობას ხელმძღვანელობს და კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას კომისიის თავმჯდომარის დავალებით ახორციელებს კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სახელმწიფო უწყებათა ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. III. კომისიის ამოცანები     მუხლი 3🔗 1. კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის თაობაზე წინადადებების შემუშავება და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტისათვის წინადადებების წარდგენა; გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის წინადადებების შემუშავება; დ) ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებული საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სრული ნუსხის მომზადება, აღნიშნულ დოკუმენტებთან საქართველოს მიერთების მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების შემუშავება და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსათვის განსახილველად წარდგენა; ე) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოდან სამუშაოდ გასული მიგრანტებისა და, ზოგადად, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, აგრეთვე წინადადებების შემუშავება მისი გაუმჯობესების მიზნით; ვ) ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგის პრობლემებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან და ერთობლივი წინადადებების შემუშავება საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად; ზ) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნისა და გაძლიერების შესახებ საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარდგენა; თ) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი; ი) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის ინფორმაციის წარდგენა წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია     მუხლი 4🔗 1. კომისიის სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ. 2. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 3. კომისიის სხდომების მომზადებას უზრუნველყოფს კომისიის მდივანი. 4. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. 5. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ კომისიის თავმჯდომარეს და კომისიის წევრებს. 6. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი. 7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 8. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი.     მუხლი 5🔗 1. კომისია თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ქმნის მუშა ჯგუფს, რომელიც შედგება კოორდინატორისა და ექსპერტებისაგან. 2. მუშა ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 6🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.