საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 21.04.2006
ძალის დაკარგვა 21.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №277
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 56, 25/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 21 აპრილის №277 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 18.04.2008
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-family:LitNusx;} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 56.7pt 49.65pt 49.65pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №277
2006 წლის 21 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ა” ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის წესდება.
მ. სააკაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იუსტიციის უმაღლესი სკოლის
წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. სკოლის სტატუსი
1. იუსტიციის უმაღლესი სკოლა (შემდგომში – სკოლა) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონისა და ამ წესდების საფუძველზე.
2. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იუსტიციის უმაღლესი სკოლა”.
3. სკოლის დანიშნულებაა, საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტების მიზნით მოსამართლედ გასამწესებელი პირის – იუსტიციის მსმენლის პროფესიული მომზადების უზრუნველყოფა, ასევე, მოქმედი მოსამართლის პროფესიული სრულყოფის მიზნით მისი გადამზადება.
4. სკოლა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, კანონით და ამ წესდებით დადგენილი მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
6. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ბულაჩაურის ქუჩა, №7ა.
თავი II
სკოლის მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
მუხლი 2🔗. სკოლის მიზნები
სკოლის მიზნებია:
ა) საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით აღიარებული სასამართლო დაცვის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) საქართველოს საერთო სასამართლოებში საქმეთა სამართლიანად და საჯაროდ გარჩევის, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა;
გ) საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტება;
დ) მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული სრულყოფა.
მუხლი 3🔗. სკოლის ფუნქციები და საქმიანობა
1. სკოლის ფუნქციებია:
ა) იუსტიციის მსმენლის თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავება;
ბ) იუსტიციის მსმენლის მიერ მომავალი პასუხისმგებლობისა და კანონით დადგენილ ფარგლებში მოქმედების თავისუფლების შეცნობაში ხელშეწყობა;
გ) იუსტიციის მსმენლის თანდათანობით ინტეგრირება იმ სოციალურ გარემოში, რომელშიც მას, როგორც მოსამართლეს, მომავალში მოუწევს საქმიანობა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სკოლა:
ა) იუსტიციის მსმენლის სტატუსის მინიჭების შემდგომ გასცემს იუსტიციის მსმენლის დამადასტურებელ მოწმობას;
ბ) იუსტიციის მსმენელზე გასცემს სტიპენდიას;
გ) სავალდებულო ან ალტერნატიულ სტაჟირებაზე ამწესებს მსმენელს;
დ) იუსტიციის მსმენლის მიერ დისციპლინის დარღვევის შემთხვევაში, მის მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) ატარებს გამოცდებს და ადგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიებს;
ვ) ქმნის ბიბლიოთეკას სკოლის მსმენელთა და მოქმედი მოსამართლეებისათვის;
ზ) ახორციელებს „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით, ამ წესდებით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
თავი III
სკოლაში მიღება
მუხლი 4🔗. სკოლაში მიღების პირობები
1. სკოლაში მიღება ხორციელდება კონკურსის წესით, რომელსაც ატარებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში – იუსტიციის საბჭო).
2. იუსტიციის საბჭო ყოველი წლის ოქტომბრის დადგომამდე არა უმეტეს ერთი თვით და არანაკლებ ორი კვირით ადრე აცხადებს კონკურსს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანოს მეშვეობით.
3. იუსტიციის საბჭო კონკურსის გამოცხადებიდან სამი კვირის განმავლობაში აწარმოებს იუსტიციის მსმენელთა კანდიდატების რეგისტრაციას.
4. სარეგისტრაციო ვადის დაწყებამდე სამი დღით ადრე იუსტიციის საბჭო ქმნის კონკურსის მომზადების სამდივნოს.
5. სამდივნო იქმნება იუსტიციის საბჭოს აპარატის თანამშრომლებისაგან და მის მუშაობას ხელმძღვანელობს იუსტიციის საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
6. სამდივნოს ევალება კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველთა განცხადებების მიღება და მათი საბუთების დადგენილ წესებთან შესაბამისობის შემოწმება.
მუხლი 5🔗. რეგისტრაციის დროს წარმოსადგენი საბუთები
სკოლაში მიღების მსურველმა კანდიდატმა კონკურსის მომზადების სამდივნოში რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) განცხადება სკოლაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი;
გ) ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
დ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ორი ფოტოსურათი ზომით 3x4 (ფერადი).
მუხლი 6🔗. კანდიდატთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ვადები
1. იუსტიციის საბჭო რეგისტრაციის დამთავრებიდან სამ დღეში აქვეყნებს მისაღებ კანდიდატთა სიას საკონკურსო ადგილების რაოდენობის მითითებით.
2. რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უადრეს შვიდ და არა უგვიანეს თხუთმეტ დღეში იუსტიციის საბჭო ატარებს კონკურსს.
მუხლი 7🔗. გარემოებები, რომლებიც კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება
1. კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება კანდიდატის პროფესიული და ზოგადი უნარჩვევები, ანალიტიკური აზროვნება, საქმიანი და მორალური რეპუტაცია, პროფესიული გამოცდილება.
2. პროფესიული გამოცდილების ნიშნით კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება:
ა) საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური;
ბ) პროკურატურის ორგანოებში სამსახური;
გ) საგამოძიებო ორგანოებში სამსახური;
დ) საადვოკატო საქმიანობა;
ე) იმ თანამდებობებზე სამსახური, რომელთა დასაკავებლად აუცილებელია უმაღლესი იურიდიული განათლება.
მუხლი 8🔗. იუსტიციის მსმენლის მოწმობა
კონკურსის გავლის შედეგად საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით კანდიდატი ირიცხება სკოლაში და ეძლევა იუსტიციის მსმენლის დამადასტურებელი მოწმობა.
თავი IV
სკოლის სტრუქტურული ერთეულები, მასწავლებელთა საბჭო და მათი საქმიანობა
მუხლი 9🔗. სკოლის სტრუქტურული ერთეულები
1. სკოლის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები, მათ შორის:
ა.ა) საერთო სასამართლოებში საქმეთა განხილვის სასწავლო ცენტრი;
ა.ბ) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში კვალიფიკაციის განსაზღვრის სასწავლო ცენტრი;
ა.გ) სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტების (გადაწყვეტილებების) მომზადების სასწავლო ცენტრი;
ა.დ) ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე, საერთაშორისო პრაქტიკის სასწავლო ცენტრი;
ა.ე) მოსამართლეთა გადამზადების ცენტრი;
ბ) პროფესიული ეთიკის კათედრა;
გ) უცხო ენათა კათედრა;
დ) სამეცნიერო ბიბლიოთეკა;
ე) ბუღალტერია;
ვ) არქივი;
ზ) კანცელარია.
მუხლი 10🔗. სკოლის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობა
სასწავლო-სამეცნიერო ცენტრები ახორციელებენ:
ა) რაიონულ (საქალაქო), სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში საქმეთა განხილვის სწავლებას;
ბ) სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობის, აგრეთვე, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი კვალიფიკაციის განსაზღვრისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის საფუძვლების სწავლებას;
გ) საპროცესო ნორმების პრაქტიკაში გამოყენებისა და სასამართლო განხილვისას საპროცესო დოკუმენტების (გადაწყვეტილებების) მომზადების სწავლებას;
დ) თითოეული პირის სამართლებრივი დაცვის უფლების, კომპეტენტური სასამართლოსათვის მიმართვის, სასამართლო დაცვის განვითარების შესაძლებლობების, საერთაშორისო სასამართლოს და ტრიბუნალის ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე, საერთაშორისო პრაქტიკის სწავლებას;
ე) მოქმედ მოსამართლეთა პროფესიული სრულყოფისა და მართლმსაჯულების ეფექტიანად და კანონიერად განხორციელების მიზნით ახალი უნარ-ჩვევების, სასამართლო პრაქტიკის ერთგვაროვანი გაგების, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა და საქმეთა განხილვის სწავლებას;
ვ) ლექციების, დისკუსიებისა და სპეციალური თემატური სემინარების ჩატარებას;
ზ) სასამართლო პროცესის სიმულაციების მოწყობას;
თ) კაზუსთა გარჩევის მოწყობას, რომელთა თაობაზე მსმენელებს გამოაქვთ თავიანთი დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილებები;
ი) სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის პერიოდულ და საბოლოო შეფასებას.
2. პროფესიული ეთიკის კათედრა ახორციელებს სამოსამართლო და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამსახურეთა ეთიკის სწავლებას.
3. უცხო ენათა კათედრა ახორციელებს სკოლის მსმენელთათვის უცხო ენის სწავლებას და შესაბამისი ლიტერატურის გამოყენების უნარების ჩამოყალიბების უზრუნველყოფას.
4. სამეცნიერო ბიბლიოთეკა სკოლის მსმენელებს უზრუნველყოფს ქართული და უცხოური წიგნებით.
5. ბუღალტერია:
ა) ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სფეროში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფს სკოლის მოსამსახურეთა ხელფასების და მსმენელთა სტიპენდიების დარიცხვასა და დროულ გაცემას;
გ) ახორციელებს სკოლის ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების მიზანშეწონილად და კანონიერად გამოყენებას;
დ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარებაში, ასახავს ინვენტარიზაციის შედეგებს, ადგენს ბუღალტრულ ანგარიშებს, აწარმოებს ბუღალტრული დოკუმენტების აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთა ნუსხების, მათი გაანგარიშებებისა და სხვა საბუთების შენახვას.
6. არქივი:
ა) უზრუნველყოფს სკოლის ერთიანი საარქივო ფონდის კანონმდებლობით დადგენილი ვადით შენახვას, ცენტრალიზებულ აღრიცხვა-აღწერას, დაცვასა და დადგენილი წესით გამოყენებას;
ბ) საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საარქივო საქმისწარმოებასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობით.
7. კანცელარია ახორციელებს სკოლის სახელზე შემოსული კორესპონდენციის აღრიცხვა-დამუშავებას, მათ დანიშნულებისამებრ გადაცემას, აგრეთვე, სხვა საკანცელარიო საქმიანობას.
8. სკოლის სტრუქტურული ერთეულების სხვა საქმიანობა, ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის გარდა, განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულების დებულებებით, რომელსაც სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო.
მუხლი 11🔗. მასწავლებელთა საბჭო
სკოლის მასწავლებლები ქმნიან მასწავლებელთა საბჭოს, რომელიც:
ა) სკოლის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს სკოლის მუშაობის შესახებ;
ბ) შეიმუშავებს სკოლის შინაგანაწესს;
გ) შეიმუშავებს და სკოლის დირექტორს წარუდგენს სკოლის სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს სასწავლო პროგრამების სრულყოფის მიზნით;
ე) ახორციელებს სკოლის დამოუკიდებელი საბჭოსა და დირექციის ცალკეულ გადაწყვეტილებებს.
თავი V
სასწავლო პროცესი
მუხლი 12🔗. სწავლის ხანგრძლივობა
1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობა არის თოთხმეტი თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.
2. თეორიული კურსის ხანგრძლივობაა ცხრა თვე, სტაჟირების – სამი თვე, სემინარული მუშაობისა – ორი თვე.
3. მსმენელი თეორიული კურსისა და სკოლაში სწავლების დასასრულს აბარებს გამოცდებს.
მუხლი 13🔗. იუსტიციის მსმენლის დისციპლინა
1. იუსტიციის მსმენელი ვალდებულია სკოლაში სწავლის დროს დაიცვას დისციპლინის ნორმები, რომლის დარღვევა იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. იუსტიციის მსმენლისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხს განიხილავს და წყვეტს სადისციპლინო კომისია, რომელსაც სკოლის მასწავლებელთა შემადგენლობიდან ქმნის სკოლის დირექტორი.
3. სადისციპლინო კომისია შედგება არანაკლებ სამი წევრისა და კომისიის თავმჯდომარისაგან.
4. დისციპლინური დევნის განხორციელებისა და სადისციპლინო კომისიის მუშაობის წესები განისაზღვრება „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონითა და სკოლის შინაგანაწესით.
მუხლი 14🔗. თეორიული გამოცდის საგამოცდო კომისია
1. თეორიულ გამოცდას ატარებს საგამოცდო კომისია, რომლის შემადგენლობას სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
2. საგამოცდო კომისია შედგება არანაკლებ სამი წევრისა და კომისიის თავმჯდომარისაგან.
3. კომისიის თავმჯდომარე, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია მოიწვიოს ექსპერტები.
მუხლი 15🔗. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარებისა და შეფასების წესი
1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩატარების მიზანია სწავლის პერიოდში მიღებული თეორიული ცოდნის შეფასება.
2. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდა ტარდება ტესტური ფორმით.
3. საგამოცდო ტესტი შედგება სამართლის იმ დარგებიდან აღებული ასი საკითხისაგან, რომლებშიც მსმენელმა თეორიული მომზადება გაიარა.
4. საგამოცდო ტესტის ყოველი საკითხი შედგება ორი ნაწილისაგან: პირველი, აღწერილობითი ნაწილი, შეიცავს პროცესუალური შემთხვევის აღწერას, ხოლო მეორე ნაწილი – პროცესუალური შემთხვევის სამართლებრივი გადაწყვეტის ოთხ შესაძლო ვარიანტს (პასუხს). გამოსაცდელის ამოცანაა ამოიცნოს სწორი პასუხი და შემოხაზოს ამ პასუხის აღმნიშვნელი ანბანის ასო თვითონ ტექსტში და საგამოცდო ტესტის წინსართში, რომელიც ტესტს უძღვის წინ.
5. ტესტის ოთხი პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. გამოსაცდელმა უნდა შემოხაზოს მხოლოდ ერთი პასუხი. თუ შემოხაზულია ერთზე მეტი პასუხი, მაშინ ტესტის ამოხსნა შეფასდება ნული ქულით. თუ არ არის შემოხაზული არც ერთი პასუხი, ასეთი ამოხსნასაც შეფასდება ნული ქულით.
6. საგამოცდო კომისიის წევრი, რომელიც ტესტის გასწორებისას აღმოაჩენს შემოუხაზავ პასუხს, ვალდებულია ტესტის ამ საკითხის გასწვრივ წითელი ფერის ფანქრით ან ბურთულიანი კალმით გააკეთოს შესაბამისი აღნიშვნა, რომ პასუხი ბათილია და იმსახურებს ნულ ქულას. ნულ ქულას დაიმსახურებს ტესტის ის ამოხსნაც, რომლის შემთხვევაშიც პასუხი გადასწორებული იქნება ან შემოხაზული პასუხები წინასართსა და ტესტში ერთმანეთს არ დაემთხვევა.
7. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – ნული ქულით.
8. ტესტური გამოცდის მინიმალური შეფასება არის ნული ქულა, ხოლო მაქსიმალური შეფასება – 100 ქულა.
9. ტესტური გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 80 ქულას, სხვა შემთხვევაში თეორიული გამოცდა ითვლება ჩაუბარებლად.
10. თუ მსმენელმა მოაგროვა, სულ ცოტა, 60 ქულა მაინც, საგამოცდო კომისია დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს მსმენლის მორიგ თეორიულ გამოცდაზე დაშვების შესახებ. დამოუკიდებელი საბჭო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) მსმენლის სკოლიდან გარიცხვის შესახებ;
ბ) მსმენლის მიერ თეორიული კურსის ხელახლა გავლისა და მორიგ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ.
11. 60-ზე დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში, ასევე, დამოუკიდებელი საბჭოს მიერ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, მსმენელი უპირობოდ ირიცხება სკოლიდან, ამასთან, მას არ აქვს უფლება სკოლაში მისაღებ კონკურსში ხელახლა მიიღოს მონაწილეობა მომდევნო სამი წლის განმავლობაში.
12. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ოთხი ასტრონომიული საათი. დროის გადაცილების შემთხვევაში საგამოცდო კომისიისათვის გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და გამოსაცდელს დაეწერება შეფასება: ნული ქულა.
13. გამოსაცდელები გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ მიიღებენ ორჯერ – 30 და 15 წუთით ადრე. ოცდაათწუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო ოთახი საგამოცდო ტესტის ჩაბარების გარეშე.
მუხლი 16🔗. სტაჟირება
1. თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარების შემდეგ იუსტიციის მსმენელი “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადის სავალდებულო ან ალტერნატიულ სტაჟირებას.
2. სკოლის დირექტორი სტაჟირების ხელმძღვანელის წარდგინებით შესაბამის ორგანოებში ნიშნავს სტაჟირების კოორდინატორებს.
3. სტაჟირების კოორდინატორი:
ა) წარმართავს და ზედამხედველობს იუსტიციის მსმენლის სტაჟირებას;
ბ) სტაჟირების დასასრულს მასთან მიმაგრებულ თითოეულ იუსტიციის მსმენელს ანიჭებს საკვალიფიკაციო ქულას და აძლევს წერილობით რეკომენდაციას;
გ) სტაჟირების ხელმძღვანელს სტაჟირების დასასრულს წარუდგენს ანგარიშს სტაჟირების პროგრამის შესრულების შესახებ.
4. სტაჟირების კოორდინატორი ყოველდღიურად აფასებს იუსტიციის მსმენლის მიერ შესრულებულ სამუშაოს და აწარმოებს შეფასების ჟურნალს. სამუშაო დღის დასასრულს სტაჟირების კოორდინატორი ჟურნალში აღნიშნავს მსმენლის მიერ დამსახურებულ შეფასებას. დადებითი შეფასება აღინიშნება 1 ქულით, ხოლო უარყოფითი – ნული ქულით. სტაჟირება იუსტიციის მსმენლის მიერ ითვლება წარმატებით გავლილად სტაჟირების მაქსიმალური ქულის 2/3-ის დაგროვების შემთხვევაში.
მუხლი 17🔗. სემინარული მუშაობა
1. სტაჟირების დასასრულს სკოლა იუსტიციის მსმენელთათვის აწყობს ორთვიან სემინარებს, რომელთა მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, ასევე, სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის იუსტიციის მსმენლის მომზადება.
2. სემინარებს ატარებენ სკოლის მასწავლებლები ან მოწვეული სპეციალისტები.
მუხლი 18🔗. სკოლის დამამთავრებელი გამოცდა
1. სკოლაში სწავლების დასასრულს იუსტიციის მსმენელი აბარებს გამოცდას, რომლის დანიშნულებაა იუსტიციის მსმენლის მიერ მიღებული თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების შეფასება. დამამთავრებელი გამოცდა უნდა ჩატარდეს სწავლის დასრულებიდან არა უადრეს 15 და არა უგვიანეს 30 დღეში. გამოცდის თარიღის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო.
2. დამამთავრებელი გამოცდა ტარდება წერილობითი ფორმით. მსმენელს სასამართლო პრაქტიკიდან ეძლევა კონკრეტული საქმე და ევალება მასზე საპროცესო დოკუმენტების პროექტების შედგენა.
3. დამამთავრებელი გამოცდა ფასდება: საპროცესო დოკუმეტების შედგენის საპროცესო ნორმებთან შესაბამისობის, ფაქტობრივი გარემოებების შეფასების, დასაბუთებულობის, კანონიერი გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისა და სამართლის ნორმის ინტერპრეტაციის თვალსაზრისით.
4. წერითი გამოცდის შეფასება:
ა) საპროცესო დოკუმენტების საპროცესო ნორმებთან შესაბამისობისათვის: მინიმალური ქულა – ნული, მაქსიმალური ქულა – 20;
ბ) ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებისათვის: მინიმალური ქულა – ნული, მაქსიმალური ქულა – 30;
გ) საპროცესო დოკუმენტების დასაბუთებულობისათვის: მინიმალური ქულა – ნული, მაქსიმალური ქულა – 20;
დ) კანონიერი გადაწყვეტილების ჩამოყალიბებისა და სამართლის ნორმის ინტერპრეტაციისათვის: მინიმალური ქულა – ნული, მაქსიმალური ქულა – 30.
5. წერითი გამოცდის ჩასაბარებლად გამოსაცდელს ეძლევა ექვსი ასტრონომიული საათი.
6. გამოსაცდელები მიიღებენ გაფრთხილებას საგამოცდო დროის ამოწურვის შესახებ ორჯერ – 30 და 15 წუთით ადრე. ოცდაათწუთიანი გაფრთხილების შემდეგ არავის აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო ოთახი წერითი ნამუშევრის ჩაბარების გარეშე.
7. წერით გამოცდაზე აკრძალულია კანონთა კომენტარების გამოყენება.
8. დამამთავრებელი გამოცდა ითვლება ჩაბარებულად, თუ მსმენელი მოაგროვებს, სულ მცირე, 85 ქულას.
9. თუ მსმენელმა მოაგროვა, სულ ცოტა, 70 ქულა მაინც, საგამოცდო კომისია დამოუკიდებელი საბჭოს წინაშე აყენებს საკითხს მსმენლის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე დაშვების თაობაზე. მსმენლის მორიგ დამამთავრებელ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო.
10. დამოუკიდებელი საბჭოს მიერ საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე 70 ქულაზე დაბალი ქულის მიღებისას, მსმენელს არა აქვს უფლება სკოლაში მისაღებ კონკურსში ხელახლა მიიღოს მონაწილეობა მომდევნო 3 წლის განმავლობაში.
მუხლი 19🔗. იუსტიცის მსმენელთა საკვალიფიკაციო სია
1. სკოლაში სწავლების დამამთავრებელი გამოცდის დასრულებიდან ერთ თვეში სკოლის დირექტორი დამოუკიდებელ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიას.
2. საკვალიფიკაციო სიის შედგენის დროს კოეფიციენტით ჯამდება იუსტიციის მსმენლის:
ა) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში მიღებული ქულები, რომლის კოეფიციენტია 2;
ბ) სკოლაში თეორიული კურსის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები, რომლის კოეფიციენტია 3;
გ) სტაჟირების გავლისას მიღებული ქულები, რომლის კოეფიციენტია 1;
დ) სკოლის დამამთავრებელი გამოცდის ჩაბარებისას მიღებული ქულები, რომლის კოეფიციენტია 4.
მუხლი 20🔗. ჯამური ქულის გამოყვანა
1. მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა:
ა) Y არის მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ქულა.
კომენტარი:
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდები ორსაფეხურიანია:
1. ტესტები, სადაც მინიმალური ქულაა ნული, ხოლო მაქსიმალური – 100, გამსვლელი ქულაა 75.
2. წერითი გამოცდა, სადაც მინიმალური ქულაა ნული, ხოლო მაქსიმალური – 25, გამსვლელი ქულაა 15;
ბ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მაქსიმალური ქულა, ტესტებისა და წერითი გამოცდის გათვალისწინებით, არის 100, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: YMAX = (ტესტური გამოცდის მაქსიმალური ქულის 1/4 + წერითი გამოცდის მაქსიმალური ქულა) x 2 = 100;
გ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის მინიმალური ქულა, ტესტებისა და წერითი გამოცდის გათვალისწინებით, არის 67,5, რაც გამოითვლება შემდეგნაირად: YMin = (ტესტური გამოცდის გამსვლელი ქულის 1/4 + წერითი გამოცდის გამსვლელი ქულა) x 2 = 67,5;
დ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ქულის გამოთვლის წესი: Y = (ტესტებში მიღებული ქულის 1/4 + წერით გამოცდაში მიღებული ქულა) x 2.
მაგალითი: თუ მსმენელმა ტესტებში მიიღო 87 ქულა, ხოლო წერით გამოცდაში 20 ქულა: Y = (87-ის 1/4 + 20) x 2 = 83,5;
დ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის კოეფიციენტია – 2.
2. თეორიული გამოცდა:
ა) Z არის თეორიულ გამოცდაში მიღებული ქულა. თეორიული გამოცდის მინიმალური ქულაა ნული, ხოლო მაქსიმალური – 100, გამსვლელი ქულაა 80;
ბ) თეორიული გამოცდის კოეფიციენტია 3.
3. სტაჟირება:
ა) X არის სტაჟირებაში მიღებული ქულა. სტაჟირების მინიმალური ქულაა ნული, ხოლო მაქსიმალური – 66-68 (სამ თვეზე, ხუთდღიანი სამუშაო კვირის გათვლით). სტაჟირება დამაკმაყოფილებელია, თუ მსმენლის მიერ სტაჟირებაში დაგროვილ ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალური ქულების 2/3-ს, ანუ 44-46 ქულას;
ბ) სტაჟირების საერთო ქულის გამოთვლის წესი: X = მიღებული ქულა x 100 / მაქსიმალურ ქულაზე.
მაგალითი: თუ მსმენელმა სტაჟირებისას მიიღო 55 ქულა, სტაჟირების ქულა გამოითვლება: X = 55 x 100 / 66 = 83,3333 ან X = 55 x 100 / 68 = 80,8823;
გ) სტაჟირების მინიმალური ქულის გამოთვლა: Xmin = დამაკმაყოფილებელი ქულა x 100/ მაქსიმალურ ქულაზე.
მაგალითი:
X min = [44 x 100 /66] = 66,66 (66-დღიანი სტაჟირების შემთხვევაში)
X min = [46 x 100 /68] = 67,64 (68-დღიანი სტაჟირების შემთხვევაში);
დ) სტაჟირების კოეფიციენტია 1.
4. დამამთავრებელი გამოცდა:
ა) K არის დამამთავრებელ გამოცდაში მიღებული ქულა. დამამთავრებელი გამოცდის მინიმალური ქულაა ნული, ხოლო მაქსიმალური – 100, გამსვლელი ქულაა 85;
ბ) დამამთავრებელი გამოცდის კოეფიციენტია 4.
5. ჯამური ქულის გამოყვანა:
ა) N არის ჯამური ქულა. N= (1X + 2Y + 3Z + 4 K)/100;
ბ) ჯამური ქულის მინიმალური ზღვარი: Nmin = (1*66,66/67,64+2*67,5+3*80+4*85)/100 = 7,8166 ან 7,8264;
გ) ჯამური ქულის მაქსიმალური ზღვარი: NmAX = (1 x 100 + 2 x 100 +3 x 100 + 4 x 100)100 = 10
6. საკვალიფიკაციო სიაში მსმენელთა ადგილი განისაზღვრება მათ მიერ მიღებული ჯამური ქულის სიდიდის მიხედვით. მსმენელთა მიერ თანაბარი ქულების მიღების შემთხვევაში, სიაში მსმენელთა რიგითობა განისაზღვრება შემდეგი პრინციპით:
ა) უპირატესობა ენიჭება მსმენელს, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო დამამთავრებელ გამოცდაში;
ბ) დამამთავრებელ გამოცდაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მსმენელს, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო თეორიულ გამოცდაში;
გ) თეორიულ გამოცდაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მსმენელს, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში;
დ) მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ან სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება მსმენელს, რომელმაც ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო სტაჟირებაში.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ყველა კომპონენტში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი საბჭო.
მუხლი 21🔗. მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება
1. მოქმედ მოსამართლეთა გადამზადება ხორციელდება სხვადასხვა სახის სემინარის, სასწავლო კურსისა და კონფერენციის, თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების, აგრეთვე, დისკუსიის მოწყობის გზით.
2. გადამზადების მიზნით სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მოიწვიოს სხვადასხვა დარგის ექსპერტები და სპეციალისტები.
3. მოწვეული ექსპერტები და სპეციალისტები გადამზადებას ახორციელებენ დამოუკიდებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში.
4. მოწვეული ექსპერტებისა და სპეციალისტების შრომის ანაზღაურება ხორციელდება შრომითი ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში.
თავი VI
პროკურორთა და ადვოკატთა მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში
მუხლი 22🔗. პროკურორთა და ადვოკატთა მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში
გადამზადების კურსების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება დაშვებულ იქნენ:
ა) პროკურორები – საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წინასწარ შედგენილი სიისა და საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე;
ბ) ადვოკატები – ადვოკატთა ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი სიისა და აღმასრულებელი საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე.
მუხლი 23🔗. მოსამართლეთა თანაშემწეების და სხდომის მდივნების მონაწილეობა გადამზადების ღონისძიებაში
1. გადამზადების კურსების ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება დაშვებულ იქნენ მოსამართლეთა თანაშემწეები და სხდომის მდივნები შესაბამისი სასამართლოს თავმჯდომარის შუამდგომლობის საფუძველზე.
2. დასაშვებ კანდიდატთა რაოდენობას, ასევე, თანაშემწეებისა და სხდომის მდივნების გადამზადების პროგრამებს ამტკიცებს დამოუკიდებელი საბჭო.
თავი VII
სკოლის მართვა და წარმომადგენლობა
მუხლი 24🔗. სკოლის მართვის ორგანოები
სკოლის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი საბჭო და დირექცია.
მუხლი 25🔗. დამოუკიდებელი საბჭო
1. სკოლის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს სკოლის დამოუკიდებელი საბჭო.
2. დამოუკიდებელი საბჭო, „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების გარდა:
ა) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს სკოლაში სასწავლო პროცესის სრულყოფის ღონისძიებების თაობაზე;
ბ) განსაზღვრავს სასწავლო პროცესის მიმართულებებს;
გ) განსაზღვრავს გამოცდების ჩატარების მეთოდიკას;
დ) იღებს გადაწყვეტილებებს სკოლის ფუნქციონირების საკითხებზე, თუ მათი გადაწყვეტა არ განეკუთვნება სკოლის დირექციის უშუალო კომპეტენციას.
3. დამოუკიდებელი საბჭო თავისი შემადგენლობიდან ირჩევს საბჭოს თავმჯდომარეს და მოადგილეს.
მუხლი 26🔗. სკოლის დირექცია
1. სკოლის დირექცია იქმნება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის და სტაჟირების ხელმძღვანელის შემადგენლობით.
2. სკოლის დირექტორს ირჩევს დამოუკიდებელი საბჭო 5 წლით. გადაწყვეტილება მიიღება დამოუკიდებელი საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარეს ენიჭება უპირატესი ხმის უფლება.
3. სკოლის დირექტორი:
ა) წარმოადგენს სკოლას სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას და ასრულებს ამ წესდებით დადგენილ ფუნქციებს;
ბ) უზრუნველყოფს სკოლის ფუნქციონირებას, იუსტიციის მსმენელთა სასწავლო და გადამზადების კურსების წარმართვას;
გ) უზრუნველყოფს დამოუკიდებელი საბჭოს გადაწყვეტილებების აღსრულებას;
დ) დამოუკიდებელ საბჭოს, სკოლის დირექციასა და მასწავლებელთა საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს სასწავლო, სტაჟირებისა და გადამზადების პროგრამებს;
ე) განსაზღვრავს სკოლის საშტატო ნუსხას და დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს;
ვ) განსაზღვრავს სადისციპლინო კომისიისა და საგამოცდო კომისიის შემადგენლობას, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი;
ზ) განსაზღვრავს სკოლის ბიუჯეტს და დასამტკიცებლად წარუდგენს დამოუკიდებელ საბჭოს, ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს;
თ) სკოლის საწესდებო ფუნქციების განხორციელების მიზნით მართავს სკოლის ფინანსურ სახსრებსა და სხვა მატერიალურ ქონებას და პასუხისმგებელია მათი მართებული გამოყენებისათვის;
ი) განსაზღვრავს სკოლის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს და უფლება-მოვალეობებს;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურში იღებს და სამსახურიდან ათავისუფლებს სკოლის თანამშრომლებს;
ლ) დებს შრომით ხელშეკრულებებს სკოლის მასწავლებლებთან და მოწვეულ სპეციალისტებთან;
მ) იღებს გადაწყვეტილებებს შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე;
ნ) გამოსცემს ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს, ანაწილებს ფუნქციებსა და მოვალეობებს სკოლის მასწავლებლებსა და დამხმარე მოსამსახურეებს შორის, ამტკიცებს მასწავლებლებისა და დამხმარე მოსამსახურეების ფუნქციებს, ხელს აწერს სკოლის დოკუმენტაციას;
ო) ასრულებს ამ წესდებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
4. სკოლის დირექტორის მოადგილე ასრულებს დირექტორის მოვალეობებს მისი დროებით არყოფნის შემთხვევაში. დირექტორის მოადგილის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება ამ წესდებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
თავი VIII
სკოლის ქონება და დაფინანსება
მუხლი 27🔗. სკოლის ქონება
1. სკოლა შექმნილია ლიკვიდირებული სამოსამართლო ცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზაზე.
2. ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 28🔗. სკოლის დაფინანსება
1. სკოლა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც საერთო სასამართლოების ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე სტრიქონით.
2. “იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სკოლას დამოუკიდებელი საბჭოს თანხმობით შეუძლია მიიღოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ფინანსური ან სხვა მატერიალური დახმარებები სახელმწიფო ან/და კერძო დაწესებულებებისაგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა, სკოლის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები.
მუხლი 29🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
სკოლა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას აწარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
წესდებაში ცვლილებების შეტანა, სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 30🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.