"საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №17 7
2011 წლის1 აპრილი
ქ. თბილისი
,,საზღვარგარეთ საქარ თ ველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შ ესახებ� საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,საზღვარგარეთ საქ ა რთველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ნუსხის დამტკიცების შესახებ� საქ ა რთველოს პრეზიდენტის 2010 წლის 1 ივნისის №367 ბრძანებულებაში (სსმIII, 2010 წ., №63, მუხ. 928) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) ბრძანებულების:
ა.ა) 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,21. საზღვარგარეთ საქართველოს დ ი პლომატიური წარმომადგენლობის (გარდა საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობისა) ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს არასრული დასახელება � ,,საქართველოს საელჩო� და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის განთავსების ქალაქი.�;
ა.ბ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 22, 23 და 24 პუნქტები:
,, 22. განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე, შტამპზე და აბრაზე აღინიშნება საქართველოს საელჩოს სრული დასახელება.
23. საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკზე, ბეჭედზე და შტამპზე აღინიშნება საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაცია ს თან საქართველოს წარმომადგენლობის სრული დასახელება.
24. თუ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა წარმოადგენს როგორც საქართველოს საელჩოს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობას, ადგილსამყოფელ ქვეყანასთან მიმოწერისას იყ ე ნებს საქართველოს საელჩოს ოფიციალურ სატიტულო ბლანკს, ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მიმოწერისას � საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის/საერთაშორისო ორგანიზაციასთან საქართველოს წარმომადგენლობის ოფიციალურ სატიტულო ბლანკს.�;
ბ) ბრძანებულების პირველი პუნქტით დამტკიცებული ნუსხის:
ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში და საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში.�;
ბ.ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საქართველოს წარმომადგენლობა ევროკავშირში და საქართველოს საელჩო ბელგიის სამეფოში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში.
6. საქართველოს საელჩო ბრაზილიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე პერუს რესპუბლიკასა და ბოლივიის მრავალეროვნულ სახელმწიფოში.�;
ბ.გ) მე-19 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:
,,19. საქართველოს საელჩო ინდოეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ტაილანდის სამეფოსა და შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში.�;
ბ.დ) 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:
,,23. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) და საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე სან-მარინოსა და მალტის რესპუბლიკებში.�;
ბ.ე) 28-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:
,,28. საქართველოს წარმომადგენლობა ნატოსთან.�;
ბ.ვ) 36-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:
,,36. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა იუნესკოში და საქართველოს საელჩო საფრანგეთის რესპუბლიკაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე მონაკოს სამთავროში.�;
ბ.ზ) 46-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცი ი თ:
,,46. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში და საქართველოს საელჩო შვეიცარიის კონფედერაციაში, რომელიც აკრედიტებულია ასევე ლიხტენშტაინის სამთავროში.�;
2. ეს ბ რ ძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მ . სააკაშვილი