ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.03.2011
ძალის დაკარგვა 13.09.2011
გამომცემი ორგანო ახალქალაქის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.141.016031
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110401035, 08/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Cambria; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {mso-style-link:"Heading 2 Char"; margin-top:10.0pt; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; page-break-after:avoid; font-size:13.0pt; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {mso-style-link:"Plain Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} span.PlainTextChar {mso-style-name:"Plain Text Char"; mso-style-link:"Plain Text"; font-family:"Courier New";} p.a, li.a, div.a {mso-style-name:"Абзац списка"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} span.Heading2Char {mso-style-name:"Heading 2 Char"; mso-style-link:"Heading 2"; font-family:"Cambria","serif"; color:#4F81BD; font-weight:bold;} p.a0, li.a0, div.a0 {mso-style-name:"Без интервала"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:12.0pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.heading2, li.heading2, div.heading2 {mso-style-name:"heading 2"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.heading3, li.heading3, div.heading3 {mso-style-name:"heading 3"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:53.95pt 35.35pt 53.95pt 40.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2011 წლის 31 მარტი
ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა.
1.დამტკიცდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულება (დანართი №1).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15.08.2007 წლის № 50 დადგენილება.
3. დადგენილება ამოქმედდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ჰ. მოვსესიანი
დანართი №1
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულება
თავი І
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. სახანძრო - სამაშველო სამსახური
1. სახანძრო - სამაშველო სამსახური (შემდგომში - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის საზღვრებში სახანძრო - სამაშველო საქმიანობის განხორციელებას – ხანძრების, ავარიების, სტიქიური უბედურების და სხვა საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის № 153 დადგენილების „საგანგებო სიტუაციების რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ“ და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების შესაბამისად.
3. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება „სახანძრო-სამაშველო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
4. სამსახურს აქვს შტამპი და ბეჭედი სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. ახალქალაქი, თავისუფლების ქ. №2.
5. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტის ხარჯზე.
თავი ІІ
სამსახურის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2🔗. ამოცანები და ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ამოცანაა- ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის და ხანძრის ჩაქრობის განხორციელების ორგანიზება ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში.
მუხლი 3🔗. დაკისრებული ამოცანის უზრუნველყოფა
1. უზრუნველყოფს სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას - საგანმანათლებლო და სააღმზრდელო, სამედიცინო დაწასებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის, მეტროპოლიტენის, საჰაერო და საზღვაო პორტების (ნავსადგურების) შენობა - ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე.
2. უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეულების საზღვრებში.
3. მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოებში და დაგეგმილ სახანძრო - ტაქტიკურ სწავლებებში.
4. მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის იმ პირადი შემადგენლობის სამუშაო დროის ხანძლივობას, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ ხანძრების ჩაქრობას და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარებას განსაზღვრავენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კანონმდებლობის შესაბამისად.
5. უზრუნველყოფს სამსახურის ბალანსზე რიცხული (მიმაგრებული) სახანძრო-სამაშველო ტექნიკის და ტექნიკური შეიარაღების სწორ ექსპლუატაციას.
6. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელების სფეროში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასრულებს საქართველოს კანონის „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ მე-11 მუხლით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სახანძრო - სამაშველო სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ინიშნება დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის გამგეობის ბრძანებით. სამსახურის პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება ხორციელდება უშუალო ხელმძღვანელის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს სამსახურში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.
3. სამსახურის უფროსი:
ა. ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ. ანალიზებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მოადგილესა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის;
გ. დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლეგში, ნიშნავს და ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს;
დ. აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებსი, კანონმდებლობის შესაბამისად ახალისებს და/ან სჯის სამსახურის მოხელეებს;
ე. ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას;
ვ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების და მუშაობის ორგანიზაციის გაუმჯობესების შესახებ;
ზ. მუნიციპალიტეტს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;
თ. პერიოდულად ისმენს დანაყოფის პირადი შემადგენლობის ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ი. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებას.
კ. ორგანიზაციას უწევს სამსახურში შემოსული მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. აწარმოებს მათ პირად მიღებას;
ლ. აანალიზებს ხანძრებზე და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას სამსახურის მუშაობას, გეგმავს ღონისძიებებს პირადი შემადგენლობის პროფესიული მომზადების, ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების გასაუმჯობესებლად.
თავი ІV
სამსახურის სტრუქტურა და მათი ფუნქციები
მუხლი 5🔗. სამსახურის სტრუქტურა.
1. დებულების შესაბამისად დგინდება შემდეგ თანამდებობები:
ა) სამსახურის უფროსი - უფროსი საჯარო თანამდებობა;
ბ) მთავარი სპეციალისტი - უფროსის მოადგილე;
გ) უფროსი სპეციალისტი - მორიგე ცვლის უფროსი;
დ) სპეციალისტი - მეხანძრე - მაშველი , მძღოლი.
მუხლი 6🔗. სამსახური სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის ხაზით უზრუნველყოფს – ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის განხორციელებას. მათ შორის ხანძრების პროფილაქტიკას კანონით ნებადართულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ განსაკუთრებით მნიშვნელოვან და ხანძარსაშიშ ობიექტებზე; დადგენილი წესის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას აწვდის ინფორმაციას ორგანიზაცია - დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, ასევე რაიონში მომხდარი ხანძრების და ჩატარებული საავარიო - სამაშველო სამუშაოების სტატისტიკურ აღრიცხვას.
2. ხანძრის ჩაქრობის და საავარიო - სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხაზით უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მომხდარი ხანძრების ჩაქრობაში მონაწილეობას, საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარებას; დანაყოფში პირადი შემადგენლობის ფიზიკური და პროფესიონალური, ასევე დაწყებითი მომზადების დაგეგმვას და მის განხორციელებას.
თავი V
დასკვნითი დებულებები
მუხლი 7🔗
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.