,,პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის N38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №51
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა /მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის№38 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 10 მარტის№38 ბრძანებაში (სსმ, 11/03/2011) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესის დამტკიცების შესახებ.”.
1. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. დამტკიცდეს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი თანდართული რედაქციით.”.
2. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან საერთო პროფილის საავადმყოფოში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვანის წესი”.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება ში დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გადაყვან ა
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – სასაჯელაღსრულების დეპარტამენტი) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებიდან (შემდგომში – დაწესებულება) დაავადებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სადიაგნოსტიკო გამოკვლევების ან/და მკურნალობის მიზნით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება სა და ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება ში (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) გეგმური ან გადაუდებელი გადაყვანა ხორციელდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – სამედიცინო დეპარტამენტი) რეკომენდაციის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაცია მიიღება დაწესებულების ექიმის შუამდგომლობის საფუძველზე, რომლის ერთ ეგზემპლარს ექიმი წარუდგენს დაწესებულების დირექტორს.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული რეკომენდაცია და შუამდგომლობა გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.
4. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება წერილობით, ხოლო მწვავე დაავადების შემთხვევაში გადაუდებელი გადაყვანისას საკომუნიკაციო საშუალებით, დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს (მისი არყოფნის შემთხვევაში ერთ-ერთ მოადგილეს), საბადრაგო სამსახურს ა და სამედიცინო დეპარტამენტს.
5. დაწესებულების დირექტორის წერილობითი უარი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ს ამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ უნდა იყოს არგუმენტირებული და დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სასჯეალაღსრულების დეპარტამენტსა და სამედიცინო დეპარტამენტს.”
4. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის პირველი და მე- 2 პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაცია, შუამდგომლობა და ინფორმაცია გადაუდებელი სახის გადაყვანისას ადრესატის მიერ შეიძლება მიღებულ იქნეს ტელეფონოგრამის ან ფაქსის, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში კი სხვა საკომუნიკაციო საშუალებით.”
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე