წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 24.03.2011
ძალის დაკარგვა 07.02.2012
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016057
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110401043, 05/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 27.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.9pt 28.1pt 56.9pt 45.35pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №10
2011 წლის 24 მარტი
ქ. წალენჯიხა
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის და „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 30 დეკემბრის №54 დადგენილების შესაბამისად,
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი” თანახმად დანართისა (დანართი 2 ფურცელზე).
2.დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამებით გათვალისწინებული თანხების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“
3. დადგენილება ძალაშია კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე კ. ციმინტია
დანართი
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი
მუხლი 1🔗
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით სოციალური სფეროსათვის სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებით (გაჭირვებულ (დაბალშემოსავლიანი) და მრავალშვილიან ოჯახთა ერთჯერადი დახმარებების, გარდაცვლილ ვეტერანთა და ლტოლვილთა დაკრძალვის ხარჯების, ვეტერანთა და საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის, ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამით გათვალისწინებული ხარჯები.) განსაზღვრული დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ _ კომისია).
2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით.
3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია .
მუხლი 2🔗
საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა.
მუხლი 3🔗
1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია.
2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულების შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით.
3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას გარდა ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტებისა თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიისა და/ან სპეციალისტების დასკვნა კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში.
მუხლი 4🔗
1.სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების ოდენობა განისაზღვროს არანაკლებ 50 (ორმოცდაათი) და არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, განსაკუთრებულ (ექსტრემალურ) შემთხვევაში სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა გამგეობის რწმუნებულის ან /და საკრებულოს წევრის შუამდგომლობის საფუძველზე, არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 500 ლარს ზემოთ ფულადი დახმარების გაცემაზე გადაწყვეტილებას, კომისიის შუამდგომლობის საფუძველზე, ღებულობს საკრებულო.
2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარით, ხოლო გარდაცვლილ ლტოლვილთა ოჯახებზე ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მეომრების (ვეტერანთა) ოჯახების და ომის შედეგად დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს არანაკლებ 500 (ხუთასი) და არა უმეტეს 1 500 (ათას ხუთასი) ლარისა.
4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, ყოველ არასრულწლოვან შვილზე უფლება აქვთ ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მიიღონ თანხა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
5. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში:
ა) ურგენტული სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების(საავადმყოფო,პოლიკლინიკა,ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების(საავადმყოფო,პოლიკლინიკა, ამბულატორია) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 500 ლარის ოდენობით;
ბ) მშობიარობის დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად, არა უმეტეს 300 ლარის ოდენობით;
გ) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე, С ჰეპატიტზე და სიფილისზე (ათაშანგი) RW გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე,ამ დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად;
დ)მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის დამატებითი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად;
ე) ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯები განისაზღვროს წელიწადში 3000 (სამი ათასი) ლარით.
6. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით.
მუხლი 5🔗
ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საცხოვრებლით /განსაკუთრებულ შემთხვევაში/ ან საშენი მასალით უზრუნველყოფა ხდება ყოველი კონკრეტული შემთხვევის ინდივიდუალური შესწავლით.
მუხლი 6🔗
1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც.
2. კომისია საჭიროებისამებრ შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას და ბენეფიციართა კატეგორიის შესაბამისობას არსებულ კანონმდებლობასთან.
3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ.
მუხლი 7🔗
1.კომისია საქმისწარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის № 414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“.
2.კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა.
3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.