"ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2011 წ ლის 25 მარტი
დაბა ხულო
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 იანვრის №1 დადგენილებაში (სსმ 16.02.2011 წ.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილები ს მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. დამტკიცდეს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ ინსტრუქცია თანახმად დანართისა 1.“
2. დადგენილები ს მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნა არ გავრცელდეს და მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ადგილობრივი სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან განთავისუფლდეს სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ინსტრუქცია მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ~.
4. ამოღებულ იქნას დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მშენებლობის(გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიღების კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად ნებართვაში მითითებულ ვადებში სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლებას“.
6. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-2 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო მოსაკრებლის გადამხდელი“.
7. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1-ის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სახელმწიფო და ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ობიექტების მშენებლობა“.
8. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, ორგანიზაციები და დაწესებულებები“.
9. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მოსაკრებლის გად ა ხდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ხულოს მუნიციპალიტეტ ის დაბა ხულოში ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტის შემდეგ ი თვის დასრულებასთან ერთად“.
10. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2-ის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. შეტყობინების სავალდებულო რეკვიზიტებია.
ა) საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის საიდენტიფიკაციო მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) გადახდის ადგილი“;
11. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული დანართი 3.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე