`საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-52
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.032.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404001, 04/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება№2-52

2011 წლის1 აპრილი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის  2006  წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივნისის №2-96 ბრძანებით (სსმ III, 14.06.06, №80, მუხ. 1045) დამტკიცებულ სსიპ საქართველოს სოფლის  მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის დებულებაში  შეტანილ იქნეს  ცვლილებები და დებულების:

ა) პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-2 მუხლის  „ე“   ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“  ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) მცენარეთა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის განყოფილება, რომლის ძირითადი ფუნქციაა მცენარეთა საშიში მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკა.“;

დ)  მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ლაბორატორიის დირექტორის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ლაბორატორიის დირექტორის მოვალეობებს ასრულებს ლაბორატორიის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ   განსაზღვრული უფლებამოსილი  პირი.“;

ე) მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლი

1. ლაბორატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2. ლაბორატორია ვალდებულია კონტროლის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობის მინისტრს მოთხოვნისთანავე წარმოუდგინოს შესაბამისი ინფორმაცია და მასალები.

3. ლაბორატორიას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია:

ა) უძრავი ქონების შეძენა, ლაბორატორიის საკუთრებაში არსებული ქონების   გასხვისება და დატვირთვა;

ბ) თავდებობა;

გ) სესხის აღება; 

დ) საშტატო განრიგისა  და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;

ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

4. ამ მუხლის მესამე პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.

5. ლაბორატორია მისთვის გადაცემული სახელმწიფო ქონების განკარგვას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ლაბორატორია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს“.

ვ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. ლაბორატორიის ქონება

1. ლაბორატორიის ქონება შედგება:

ა) დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაცემული ქონებისაგან;

ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული სხვა ქონებისაგან.

2. ლაბორატორიის ქონებას შეადგენს ძირითადი და საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები, რომლებიც აისახება  ლაბორატორიის დამოუკიდებელ ბალანსზე“.

2 . ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი