რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №472
2009 წლის 31 ივლისი
ქ. თბილისი
რ. კემულარიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსს რუსუდან კემულარიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და ესპანეთის სამეფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მ. დაიაურისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 4 მაისის №225 ბრძანებულება.
მ. სააკაშვილი