"ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება№162
2011 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
„ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.„ნორმატიული აქტების შესახებ“საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად „ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი:
„31. ეთხოვოს ქ. თბილისის მთავრობას მიზნობრივი პროგრამის დამატებითი ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამას ,,ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 მუხლი:
„მუხლი 8. პროგრამის დამატებითი ეტაპი
1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია:
ა) ამ პროგრამით განსაზღვრული წესისა და პირობებისაგან განსხვავებით, ქ. თბილისში დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების ხელშეწყობის მიზნით, უზრუნველყოს პროგრამის დამატებითი ეტაპის ჩატარება;
ბ) დამატებითი ეტაპის განსახორციელებლად თავად, ან/და მის მიერ დაფუძნებული უფლებამოსილი იურიდიული პირის მეშვეობით გასცეს დაპირება პროგრამის ფარგლებში დასრულებულ შენობებში საცხოვრებელი ფართობების შესყიდვის თაობაზე.
2. პროგრამის დამატებითი ეტაპის გავრცელების არეალად შესაძლებელია განისაზღვროს ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორია სრულად.
3. პროგრამის დამატებითი ეტაპის მონაწილეებს, განხორციელების წესსა და პირობებს განსაზღვრავს ქ. თბილისის მთავრობა.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.03.2011.
- როდის იქნა მიღებული "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №162. სარეგისტრაციო კოდი — 330010040.10.003.016322.
- რამდენი მუხლისგან შედგება "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება "ძველი თბილისის რეაბილიტაციის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 6 ივლისის №121 დადგენილებაში დამატებების შეტანის თაობაზე, №162, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 330010040.10.003.016322 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1268046/