"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.118.016033
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110404041, 06/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

   დადგენილება №19  

2011 წლის 1 აპრილი

ქ. ონი

,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 22 თებერვლის №06 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი 02/03/2011), კერძოდ:

ა)  დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. მოსაკრებლის ოდენობა მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის განისაზღვროს ახალ ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 3 ლარის ოდენობით.”.

ბ)  დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მოსაკრებლის ოდენობა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ქ. ონში ერთ სულ მოსახლეზე 0.5 ლარის ოდენობით თვეში;

  ბ) მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთა დაკავებული ფართობი არ აღემატება 20კვ.მ მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 5 ლარით, ხოლო 20 კვ.მ-ს ზემოთ ყოველ დაკავებულ კვ.მ-ზე 0.1 ლარის ოდენობით;

 გ) ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს დასაქმებული პერსონალის გათვალისწინებით, ყოველდასაქმებულ მუშაკზე 0.5 ლარის ოდენობით;

 დ) მოსაკრებლის ოდენობა ბაზრობის ტიპის ობიექტებისათვის განისაზღვროს 1 მ3 ნარჩენზე 0.85 ლარის ოდენობით.”.

გ) დადგენილების №1 დანართის მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების თ ვის გადახდილი უნდა იქნეს ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვისათვის, ხოლო გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა განისაზღვროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით.”.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე