"ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 1 აპრილი
ქ. ონი
,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილებები ,,ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადი ს შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში (სსმ ვებპორტალი 02/03/2011), კერძოდ
ა) დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. ქონების გადასახადის განაკვეთები მიწაზე
1. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 ჰა-ზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია:
ა) საკარმოდამო მიწის ნაკვეთებზე – 56 ლარი;
ბ) საძოვრებზე – 2.25 ლარი;
გ) სახნავი მიწებზე – 56 ლარი;
დ) სათიბებზე – 3.75 ლარი;
2. ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 25 ლარს.
3. ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილ მიწებზე ქონების გადასახადის განაკვეთი 1 ჰა-ზე შეადგენს – 3 ლარს.”.
ბ) დადგენილებით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 მუხლი.
,,მუხლი 6. გადასახადისგან გათავისუფლება
ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე.”.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნ. ბურდილაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 01.04.2011.
- როდის იქნა მიღებული "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 01.04.2011. მიმღები ორგანო — ონის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 200130000.35.118.016032.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 01.04.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღების შესახებ” ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 22 თებერვლის №05 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №18, 01.04.2011, სარეგისტრაციო კოდი 200130000.35.118.016032 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.04.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1268497/