„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №193
2011 წლი ს 4 აპრილი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის:
ა) 31 და 32 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 31. ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ
1. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ინფორმაციას (დანართი №6) შემსყიდველი ორგანიზაცია წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ხელშეკრულებას თან უნდა ახლდეს საბიუჯეტო წლის ფარგლებში სახაზინო კოდების მიხედვით ყოველთვიური გადახდის გრაფიკი.
2. ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციაზე დანართი №6-ის შევსება ხდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის 07 ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის (CPV-კოდები) (შემდგომში – „CPV-კოდები“) შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში –სისტემა) ატვირთული ხელშეკრულების მონაცემების გადმოტვირთვის გზით.
3. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ შესყიდვებზე არ ვრცელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი ან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება არ არის ატვირთული სისტემაში, ხელშეკრულებაზე ინფორმაცია ივსება სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში.
4. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ორგანიზაცია დაზუსტებულ ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
5. ხელშეკრულებაზე ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა არ დაარეგისტრირებს შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.
6. ხელშეკრულებაზე ინფორმაციის ვადის დარღვევით წარდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების რეგისტრაცია შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით.
7. თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული გადახდის ან/და საქონლის მიწოდების ან/და მომსახურების/ სამუშაოს შესრულების გრაფიკი, ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს. ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები დანართი №6-ით წარდგენილ „გადახდის გრაფიკში“.
8. ორგანიზაცია ვალდებულია გადახდა განახორციელოს დანართი №6-ში გაწერილი „გადახდის გრაფიკის“შესაბამისად.
მუხლი 32. განსახორციელებელ გადახდებზე ხაზინაში წარსადგენი ინფორმაცია
1. ორგანიზაცია, საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე (გარდა გრიფით „საიდუმლო“) ინფორმაციას სახელმწიფო ხაზინაში საგადახდო მოთხოვნასთან ერთად წარადგენს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შემდეგ მუხლებზე:
ა) საქონელი და მომსახურება;
ბ) სუბსიდიები;
გ) სხვა ხარჯები;
დ) ძირითადი აქტივები;
ე) მატერიალური მარაგები;
ვ) ფასეულობები;
ზ) არაწარმოებული აქტივები;
თ) სესხები (ფინანსური ლიზინგის შემთხვევაში);
ი) სხვა კრედიტორული დავალიანებები (ამ პუნქტის „ა“-„თ“ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ გადახდებზე).
2. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელება CPV-კოდების დეტალური კოდის შესაბამისი შესყიდვის ობიექტის მიხედვით;
ბ) საქონლის/მომსახურების/სამუშაოს დასახელების შესაბამისი CPV-კოდის კატეგორიის/ ქვეკატეგორიის არარსებობის შემთხვევაში, მიეთითება შესაბამისი კლასის, ჯგუფის ან დანაყოფის CPV-კოდი, რის შესახებაც მიეთითება „შენიშვნის“ ველში;
გ) რაოდენობა (თუ შეუძლებელია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს ფიზიკური ზომის ერთეულის განსაზღვრა, ზომის ერთეულად ეთითება „0“);
დ) თანხა ლარებსა და თეთრებში.
3. მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის წარსადგენად, ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემაში ივსება შემდეგი რეკვიზიტები:
ა) მივლინების იდენტიფიკაციისთვის სისტემაში არსებული კოდი;
ბ) სამართლებრივი აქტის დასახელება, ნომერი და თარიღი;
გ) მივლინებული პირის სახელი და გვარი;
დ) მივლინების ადგილი (ქვეყანა, ქალაქი);
ე) მივლინების მიზანი;
ვ) მივლინების ხანგრძლივობა;
ზ) ხარჯის ტიპი შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
ზ.ა) მგზავრობის ხარჯი;
ზ.ბ) საცხოვრებელი ადგილის ხარჯი;
ზ.გ) დღიური ნორმის ხარჯი;
ზ.დ) მივლინების დროს წარმომადგენლობითი ხარჯი;
ზ.ე) მივლინებული მოსამსახურის სავალდებულო დაზღვევის ხარჯი;
ზ.ვ) პასპორტის ღირებულება;
ზ.ზ) სხვა დოკუმენტების, მ. შ. ვიზის ხარჯი;
ზ.თ) მივლინებასთან დაკავშირებული სხვა დანარჩენი ხარჯი;
თ) თანხა ლარებსა და თეთრებში ხარჯის თითოეული კატეგორიის მიხედვით.
4. მივლინების ხარჯებზე განსახორციელებელ გადახდებზე ორგანიზაციის მიერ სახელმწიფო ხაზინას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია, სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია წარედგინოს ჯამურად მთლიან ჯგუფზე, დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით ერთი და იმავე მიზნით და ერთი და იმავე დანიშნულების ადგილზე მოსამსახურეთა მივლინებისას.
5. მივლინების ხარჯებზე ინფორმაცია არ წარედგინება სამშვიდობო და სხვა სახის ოპერაციებში მონაწილეთა გრძელვადიანი მივლინების შემთხვევაში, ასევე ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მოთხოვნაზე სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობის შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით მოსამსახურეთა ჯგუფური ან/და ცალკეულ მოსამსახურეთა სისტემატური ხასიათის მივლინებების დროს.
6. საქონლის/მომსახურების/სამუშაოს შესყიდვის მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და მივლინების ხარჯებთან დაკავშირებით განსახორციელებელ გადახდებზე ინფორმაციის დადგენილი ფორმით წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო ხაზინა ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნით გადახდას არ განახორციელებს.“;
ბ) მე-4 მუხლის:
ბ.ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ბიუჯეტთან ანგარიშსწორების მიზნით განსახორციელებელ გადახდებზე და ბიუჯეტის სასარგებლოდ წინა წლებში დარიცხული გადასახდელების დასაფარად, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფუნქციის შესასრულებლად დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით, ასევე საზღვარგარეთ სწავლისა და მკურნალობის ხარჯებზე ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე.“;
ბ.ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განსახორციელებელ საკონტროლო და სხვა შესყიდვების ნაღდი ანგარიშსწორებისთვის, ინტერნეტით განსახორციელებელ შესყიდვებზე, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალის გასაზრდელად, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ექსტრადიციისა და ბადრაგირების, ძალოვანი სტრუქტურებისათვის როტაციის წესით საზღვარგარეთ მივლინებულ თანამშრომელთა გამგზავრებისა და მოწყობის ხარჯებისათვის, ნაღდი ანგარიშსწორებისათვის ანგარიშვალდებული პირის ანგარიშზე დარიცხული საბანკო პროცენტის ანაზღაურებისათვის, ასევე სხვა გადახდებზე, რომელიც ამ ინსტრუქციით არ რეგულირდება, ვალდებულების აღება შესაძლებელია ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.“;
ბ.გ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 მუხლის „ა“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ხელფასი ფულადი ფორმით, სოციალური შენატანები, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით (მათ შორის, სუბსიდიების ეკონომიკურ კატეგორიაში გათვალისწინებული ანალოგიური გადასახდელები);“;
დ) მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. ვალდებულების დოკუმენტის განხილვა და რეგისტრაცია
1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წარადგენს ამ ინსტრუქციის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.
2. სახელმწიფო ხაზინა განიხილავს წარმოდგენილი დოკუმენტაციის ამ ინსტრუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას და არეგისტრირებს მას ხაზინის საინფორმაციო ბაზაში. არასრულყოფილი დოკუმენტაცია უბრუნდება ორგანიზაციას.
3. დარეგისტრირებული ვალდებულების გადატანა სხვა მუხლში, ასევე ერთი ვალდებულებით გაცემული სახსრების სხვა ვალდებულების დასაფინანსებლად გამოყენება დაუშვებელია.
4. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის მიერ სრულად ან ნაწილობრივ გაუქმდეს რეგისტრირებული ვალდებულება.
5. ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე შესაძლებელია სახელმწიფო ხაზინის მიერ შეტანილი იქნეს შესაბამისი ცვლილება ორგანიზაციის კვარტალურ განაცხადში.“;
ე) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინას წარუდგენს საგადახდო მოთხოვნას, რომელსაც სახაზინო სამსახური დაარეგისტრირებს აღებული ვალდებულების ფარგლებში.“;
ვ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. დავალიანების დაფარვა
ორგანიზაციის მიერ ამ ინსტრუქციით აღებული ვალდებულების ფარგლებში, ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული ფინანსური ვალდებულების დაფარვა უნდა მოხდეს დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.“;
ზ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. სახსრების გადახდა
1. სახელმწიფო ხაზინა დარეგისტრირებულ საგადახდო მოთხოვნებს დაამუშავებს და გზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკში გასანაღდებლად.
2. განაღდებული საგადახდო მოთხოვნის შესახებ სახაზინო ამონაწერს ორგანიზაცია იღებს სახელმწიფო ხაზინაში.“;
თ) მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14. დონორთა მიერ გამოყოფილი კრედიტებითა და გრანტებით განხორციელებული გადახდების ანგარიშგებაში ასახვა
1. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრების შესახებ (რომელთა ათვისება ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ანგარიშების გაუვლელად) ინფორმაციას დადგენილი ფორმით (დანართი №5) ორგანიზაცია წარუდგენს სახელმწიფო ხაზინას საანგარიშო პერიოდის დასრულებიდან 7 დღის ვადაში.
2. უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების ფარგლებში ათვისებული სახსრები (რომელთა ათვისება ხორციელდება სახაზინო ანგარიშების გაუვლელად) სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში (ვალდებულება, საგადახდო მოთხოვნა და საკასო ხარჯი) აისახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო ხაზინაში წერილობით წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე.
3. მიზნობრივი ფულადი (მათ შორის მონეტიზებული სასაქონლო) გრანტების, რომელთა ხარჯვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, სახსრებით განხორციელებული გადახდების სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგებაში გატარება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით, შესაბამისი ვალდებულების ასახვით.“;
ი) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. ვალდებულებათა კონტროლის მექანიზმის გავრცელებამდე წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვა
ვალდებულებათა კონტროლის მექანიზმის გავრცელებამდე წარმოქმნილი და ორგანიზაციის ბუღალტრული ანგარიშგების (ბუღალტრული ბალანსის) მონაცემებით რიცხული დავალიანებების დასაფარავად ვალდებულების აღება და გადახდების განხორციელება, დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით, შესაძლებელია სახაზინო სამსახურის უფროსის თანხმობით.“.
2. ბრძანებით დამტკიცებული №1, №2, №3 და №6 დანართები ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 4 აპრილიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი
დანართი №1
ვალდებულების დოკუმენტი
დ ანართი №2
კვარტალური განაცხადი
20.......... წლის …...... კვარტალი
ვალდებულება № --------
სახაზინო კოდი და დასახელება ––––––––
საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება ––––––––––––––––––––––
დაფარვის წყარო ––––––––––––––––––––––
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი | ...… კვარტალი | |
| 1 | 2 | |
| 1 | შრომის ანაზღაურება |
|
| ხელფასი ფულადი ფორმით – თანამდებობრივი სარგო |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – წოდებრივი სარგო |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – პრემია |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – დანამატი |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – ჰონორარი |
| |
| ხელფასი ფულადი ფორმით – კომპენსაცია |
| |
| სოციალური შენატანები |
| |
| 2 | საქონელი და მომსახურება |
|
| შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება ფულადი ფორმით |
| |
| წარმომადგენლობითი ხარჯები |
| |
| მივლინება ქვეყნის გარეთ |
| |
| მივლინება ქვეყნის შიგნით |
| |
| სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება |
| |
| დიპლომატიური დაწესებულებების შენახვისა და ატაშატის ხარჯი |
| |
| სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული დანარჩენი ხარჯი |
| |
| 3 | სუბსიდიები |
|
| 4 | გრანტები |
|
| უცხო სახელმწიფოთა მთავრობებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კაპიტალური |
| |
| საერთაშორისო ორგანიზაციებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კაპიტალური |
| |
| სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს |
| |
| მიმდინარე |
| |
| კაპიტალური |
| |
| 5 | სოციალური უზრუნველყოფა |
|
| სოციალური დაზღვევა |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| სოციალური დახმარება |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| დამქირავებლის მიერ გაწეული სოციალური დახმარება |
| |
| ფულადი ფორმით |
| |
| სასაქონლო ფორმით |
| |
| 6 | სხვა ხარჯები |
|
| სხვადასხვა ხარჯები – მიმდინარე |
| |
| 7 | ვალდებულებები |
|
| საშინაო - სხვა კრედიტორული დავალიანებები |
| |
| სულ |
| |
შენიშვნა --------------------------------------------------------------------------------
შემსრულებელი
პასუხისმგებელი პირი შემმოწმებელი
თარიღი/---/------/------/ თარიღი /---/------/------/
დანართი №3
საგადახდო მოთხოვნა №
| სახაზინო კოდი |
| დასახელება |
| ||||||||||
| ვალდებულების № |
| მოთხოვნის საფუძველი |
|
| |||||||||
| საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლი |
| თანხა ლარებში
| თანხა სიტყვით
| ||||||||||
| განმკარგავი საბიუჯეტო ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდი |
| ||||||||||||
| დასახელება |
| ||||||||||||
| მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი |
| ||||||||||||
| დასახელება |
| ||||||||||||
| მიმღების ბანკის კოდი |
| ||||||||||||
| დასახელება |
| ||||||||||||
| ანგარიშის ნომერი |
| ბიუჯეტის შემოსულობის სახაზინო კოდი |
| ||||||||||
| გადახდის დანიშნულება |
| ||||||||||||
|
|
|
|
|
|
|
| |||||||
| პასუხისმგებელი პირი |
|
| შემსრულებელი |
|
| ||||||||
|
|
|
|
| ||||||||||
| შემმოწმებელი | |||||||||||||
|
| |||||||||||||
| თარიღი ---------- |
|
|
| თარიღი ------------- |
|
| |||||||
|
|
|
|
|
|
| ||||||||
დანართი №6
ხელშეკრულების შესახებ ინფორმაცია