⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.10.2009)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 18.05.2006
ძალის დაკარგვა 23.10.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №313
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,267 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
18.05.2006 მიღება
23.10.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა
აპარატის უფროსი 1
მრჩეველი 2
სპეციალისტი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:56.7pt 56.7pt 49.65pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №313 2006 წლის 18 მაისი ქ. თბილისი საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე: 1. დამტკიცდეს: ა) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტი (დანართი №1); ბ) საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 7 სექტემბრის №374 ბრძანებულება.  მ. სააკაშვილი  დანართი №1 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეს რეგლამენტი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის (შემდგომში – სადისციპლინო კოლეგია) ორგანიზაციული მუშაობის წესს, სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარისა და აპარატის კომპეტენციასა და საქმიანობის ფორმებს. 2. რეგლამენტი ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონს და სხვა ნორმატიულ აქტებს. თავი II სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობა, ფორმირების წესი, საქმიანობის პრინციპები     მუხლი 2🔗 1. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა მიმართ დისციპლინურ საქმეებს განიხილავს სადისციპლინო კოლეგია. 2. სადისციპლინო კოლეგია საქმიანობას ახორციელებს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ რეგლამენტისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.     მუხლი 3🔗 სადისციპლინო კოლეგია შედგება 6 წევრისაგან, რომელთაგან 3 არის საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლე. სადისციპლინო კოლეგიის წევრებს თავისი შემადგენლობიდან 2 წლის ვადით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.     მუხლი 4🔗 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს: ა) საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე; ბ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი; გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელიც თანამდებობრივად შედის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში; დ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომელსაც არა აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება. 2. მოსამართლე არ შეიძლება იყოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, თუ მას ბოლო 5 წლის განმავლობაში დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი. 3. სადისციპლინო კოლეგიის წევრად ზედიზედ განმეორებით არჩევა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.     მუხლი 5🔗 1. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველია: ა) პირადი სურვილი; ბ) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობისაგან გათავისუფლება; გ) დისციპლინური საქმის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება; დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენა; ე) უფლებამოსილების ვადის გასვლა. 2. სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს სამოსამართლო ეთიკის სხვა ნორმების დარღვევა. 3. გადაწყვეტილებას სადისციპლინო კოლეგიის წევრობისაგან გათავისუფლების შესახებ იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც ვალდებულია შეამოწმოს სადისციპლინო კოლეგიის წევრის გათავისუფლების საფუძველი. ის უფლებამოსილია სხდომაზე მიიწვიოს შესაბამისი წევრი და მოისმინოს მისი მოსაზრება. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრის დისციპლინურ საქმეს სადისციპლინო კოლეგია განიხილავს ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.     მუხლი 6🔗 1. სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის ადგილია საქართველოს უზენაესი სასამართლო. 2. სადისციპლინო კოლეგიას აქვს ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით.     მუხლი 7🔗 1. სადისციპლინო კოლეგიაში დისციპლინური საქმე განიხილება კოლეგიურად. სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 4 წევრი. 2. სადისციპლინო კოლეგიის სხდომები დახურულია, ხოლო დისციპლინური საქმის განხილვასთან დაკავშირებული ინფორმაცია – კონფიდენციალური. სადისციპლინო კოლეგიის წევრი და დისციპლინური ბრალდების წარმდგენი პირი ვალდებული არიან დაიცვან ამ ინფორმაციის კონფიდენციალურობა.     მუხლი 8🔗 1. სადისციპლინო კოლეგია გადაწყვეტილებას იღებს სათათბირო ოთახში. 2. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს კოლეგიის დამსწრე წევრთა უმრავლესობა. 3. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება ფორმდება წერილობით და მას ხელს აწერენ კოლეგიის წევრები. 4. სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელიც არ ეთანხმება დისციპლინური საქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, წერილობით აყალიბებს თავის აზრს, რომელიც თან ერთვის საქმეს. 5. სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება სადისციპლინო კოლეგიაში საჩივრის შეტანით. თავი III სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე     მუხლი 9🔗 1. სადისციპლინო კოლეგია სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს ირჩევს თავისი შემადგენლობიდან. 2. სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე: ა) თავმჯდომარეობს სადისციპლინო კოლეგიის სხდომებს; ბ) ანაწილებს დისციპლინურ საქმეებს საქმეთა რიგითობის გათვალისწინებით; გ) ავალებს სადისციპლინო კოლეგიის წევრს საქმის განსახილველად მომზადებას, მოხსენებას; დ) აწვდის საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ინფორმაციას სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის შესახებ; ე) წარმართავს სადისციპლინო კოლეგიის აპარატის მუშაობას. თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის მოსამსახურეებს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ზ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.     მუხლი 10🔗 სადისციპლინო კოლეგიის წევრი შესაბამისი მოვალეობების შესრულებისათვის არ იღებს დამატებით ანაზღაურებას ან ხელფასის დანამატს. თავი IV სადისციპლინო კოლეგიის აპარატი     მუხლი 11🔗 1. სადისციპლინო კოლეგიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით იქმნება სადისციპლინო კოლეგიის აპარატი (შემდგომში – აპარატი). 2. აპარატის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარე. 3. აპარატის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე და მასზე ვრცელდება შესაბამისი კანონმდებლობა.     მუხლი 12🔗 1. აპარატის შემადგენლობაში შედიან აპარატის უფროსი, აპარატის მრჩევლები და სპეციალისტები. 2. აპარატის უფროსი: ა) ორგანიზაციას უწევს აპარატის საქმიანობას; ბ) ახორციელებს სადისციპლინო კოლეგიაში შემოსული კორესპონდენციის დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფას; გ) ანაწილებს საქმეებს აპარატის მოსამსახურეებს შორის და აკონტროლებს მათ შესრულებას; დ) სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე; ე) უზრუნველყოფს სადისციპლინო კოლეგიის თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ვ) განაზოგადებს დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკას; ზ) ახორციელებს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. აპარატის მრჩეველი: ა) აპარატის უფროსის დავალებით ამზადებს გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) აწარმოებს ნორმატიული აქტების საკონტროლო ეგზემპლარებს; გ) აწარმოებს სტატისტიკურ ინფორმაციას სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობისა და განხილული საქმეების შესახებ; დ) ასრულებს აპარატის უფროსის სხვა დავალებებს. 4. აპარატის სპეციალისტი: ა) რეგისტრაციაში ატარებს სადისციპლინო კოლეგიისათვის გადაცემულ საქმეებს; ბ) აპარატის უფროსთან შეთანხმებით განსახილველად ამზადებს დისციპლინურ საქმეს, საქმის მონაწილე მხარეებს აცნობებს საქმის განხილვის დროსა და ადგილს, იწვევს შესაბამის პირებს სხდომაზე დასასწრებად და მასში მონაწილეობის მისაღებად; გ) აწარმოებს სადისციპლინო კოლეგიის სხდომის ოქმს; დ) აპარატის უფროსთან შეთანხმებით გადაწყვეტილების ასლებს უგზავნის უფლებამოსილ ორგანოებსა და პირებს; ე) აკონტროლებს დროებით შეჩერებულ დისციპლინურ საქმეებს, მოიძიებს და გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და აპარატის უფროსს დროულად აცნობებს საქმის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის შესახებ; ვ) ზრუნავს დისციპლინური საქმეებისა და სხვა მასალების სათანადოდ შენახვისა და დაცვისათვის; ზ) ასრულებს აპარატის უფროსის სხვა დავალებებს. 5. აპარატის მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას დისციპლინურ საქმეებთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომლის გამჟღავნებაც თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია.     მუხლი 13🔗 1. აპარატის მოსამსახურეთა ნამსახურობის ნუსხის და შრომის წიგნაკების წარმოებას, აგრეთვე საკადრო აღრიცხვასთან დაკავშირებული სხვა საკითხების უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, ხოლო საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფას – საერთო სასამართლოების დეპარტამენტი. 2. აპარატის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, ასევე საქმიანობის სხვა ხარჯი გათვალისწინებულია და გაიცემა საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის გამოყოფილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში. დანართი №2 საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის აპარატის საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები თანამდებობის დასახელება საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო აპარატის უფროსი 1 1 200 მრჩეველი 2  650 სპეციალისტი 2  600