"საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№9
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.130.016030
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110405016, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №9

2011 წლის 31 მარტი

ქ. საჩხერე

„საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:

მუხლი 1. ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებპორტალი, 010250020.35.130.016023 09/03/2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 4. „ქონების გადასახადი არ ვრცელდება საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საკარმიდამო, საბაღე, საბოსტნე და სააგარაკო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, აგრეთვე მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებზე, საცხოვრებელ სახლებსა და ავტოფარეხებზე.

 გადასახადისაგან გათავისუფლება ხდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესით, რომლის ადმინისტრირებასაც ახორციელებენ საგადასახადო ორგანოები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებულ დანართ 1-ში და დანართ 2-ში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                          ნ. აბჟანდაძე

 

დანართი 1

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე გადასახადის დიფერენცირებული ტერიტორიული კოეფიციენტი და მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ.-ზე

№

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა

მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის კოეფიციენტი

მიწის ნაკვეთის წლიური გადასახადი 1 კვ.მ-ზე

1

ქ. საჩხერის ტერიტორია

0,83

0,20

2

მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია

 

0,50

0,12

 

 

 დანართი 2

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახდის ზღვრული განაკვეთები ქონების ცალკეული სახეების მიხედვით

№

ქონების გადასახადის სახეები

გადასახადის განაკვეთები

1

2

3

1

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ქონების საშუალო საბალანსო წლიური ღირებულების 1%

2

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირთა ქონების გადასახადი.

ა) საგადასახდო წლის წინა წელს 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 0,1 %;

ბ) საგადასახადო წლის წინა წელს 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების 1 %;

3

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ქონების გადასახდი 1 ჰექტარზე.

 

ა) სათიბები 17,50 ლარი;

ბ) საძოვარი 12,50 ლარი;

გ) სახნავი 60 ლარი;

დ) ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწებზე –20 ლარი;

ე) ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწა –3 ლარი.

4

საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლით განსაზღვრულ, პირთა საკუთრებაში არსებული და კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტიურ მფლობელობაში მყოფი სახელმწიფო საკუთრების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის წლიური გადასახდი 1 კვ.მ.-ზე.

ა) ქ. საჩხერის ტერიტორია – 0,20 ლარი;

 

ბ) მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენი ტერიტორია–0,12 ლარი.

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.03.2011.
როდის იქნა მიღებული "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
"საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.03.2011. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №9. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.130.016030.
რამდენი მუხლისგან შედგება "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.03.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება "საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 25 თებერვლის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №9, 31.03.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.130.016030 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.03.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1270960/