⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (14.07.2009)
გაუქმებულია:

„ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 28.06.2006
ძალის დაკარგვა 14.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №398
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 88, 30/06/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,287 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.06.2006 მიღება
14.07.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 52.15pt 35.45pt 49.6pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №398 2006 წლის 28 ივნისი ქ. თბილისი „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე 1. „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 123-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს: ა) „ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ“ დებულება (დანართი №1); ბ) აპოსტილის ნიმუში (დანართი №2). 2. „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 აბზაცის თანახმად, ამ დებულების დამტკიცების თაობაზე ეცნობოს ნიდერლანდის საგარეო საქმეთა სამინისტროს. მ. სააკაშვილი  დანართი №1 ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესახებ დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 1. ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ სპეციალური შტამპის – „აპოსტილის“ დასმისა და გამოყენების წესს. 2. ამ დებულების შესაბამისად, აპოსტილით დამოწმებული ოფიციალური დოკუმენტი ექვემდებარება იმ სახელმწიფოებში გამოყენებას, რომლებიც მიერთებული არიან „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას.     მუხლი 2🔗 აპოსტილის გამოყენებისას დასტურდება საქართველოს ტერიტორიაზე შედგენილ ოფიციალურ დოკუმენტებზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობა, ხელმომწერი პირის უფლებამოსილება, ბეჭდის ან შტამპის აუთენტურობა. თავი II საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება და დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოები     მუხლი 3🔗 აპოსტილით მოწმდება შემდეგი ოფიციალური დოკუმენტები (შემდეგში – დოკუმენტები): ა) იუსტიციის ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები და საქართველოს ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული ნორმატიული აქტები; ბ) განათლების და განათლების ხარისხის აღმნიშვნელი, ასევე სასწავლო ხასიათის სხვა დოკუმენტები; გ) სასამართლო ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები; დ) ნოტარიუსის მიერ შედგენილი დოკუმენტები; ე) ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის, შრომითი ურთიერთობის აღმნიშვნელი დოკუმენტები; ვ) საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტები.     მუხლი 4🔗 აპოსტილით დამოწმებას არ ექვემდებარება: ა) საზღვარგარეთ აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი; ბ) კომერციული ან საბანკო დოკუმენტი; გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, მისი ასლები და ფოტოპირი; დ) სამხედრო ბილეთი; ე) იარაღის ტარების ნებართვა; ვ) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო დოკუმენტი (ტექნიკური პასპორტი).     მუხლი 5🔗 საქართველოში დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების განმახორციელებელი კომპეტენტური ორგანოები არიან: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტრო – აპოსტილით დამოწმებას დაქვემდებარებულ ყველა დოკუმენტზე, რომლებიც არ განეკუთვნება სხვა ორგანოს კომპეტენციას; ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – განათლების და განათლების ხარისხის აღმნიშვნელ, ასევე სასწავლო ხასიათის სხვა დოკუმენტებზე; გ) საქართველოს უზენაესი სასამართლო – სასამართლო ორგანოების მიერ გაცემულ დოკუმენტებზე; დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის, შრომითი ურთიერთობის აღმნიშვნელ დოკუმენტებზე. თავი III დოკუმენტების აპოსტილით დამოწმების შესრულების წესი     მუხლი 6🔗 1. აპოსტილით დამოწმება ხორციელდება დოკუმენტების მფლობელის მომართვის ან სხვა ნებისმიერი პირის მიერ მოთხოვნის საფუძველზე. 2. აპოსტილი უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ენაზე. 3. აპოსტილი დოკუმენტზე დაისმევა შტამპის სახით. აპოსტილდასმული დოკუმენტის ასლის გამოყენება დაუშვებელია.     მუხლი 7🔗 1. კომპეტენტური ორგანოები ამოწმებენ ექვემდებარება თუ არა დოკუმენტი აპოსტილით დამოწმებას. 2. თუ დადგინდება, რომ იგი ექვემდებარება აპოსტილით დამოწმებას, შესაბამისი ორგანოები ადგენენ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას, ხელმომწერის უფლებამოსილებას და დოკუმენტზე დასმული ბეჭდის ან შტამპის აუთენტურობას.     მუხლი 8🔗 დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებაზე უარი შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ: ა) დოკუმენტი ექვემდებარება იმ ქვეყანაში გამოყენებას, რომელიც არ არის მიერთებული „უცხოურ ოფიციალურ დოკუმენტებზე ლეგალიზაციის მოთხოვნათა გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას; ბ) დოკუმენტზე ტექსტის ამოუკითხველობის (ძნელად გარკვევის) შემთხვევაში; გ) დოკუმენტები, რომლებიც ხელმოწერილია ფანქრით ან მიღებულია ფაქსის მეშვეობით ნებისმიერი ფორმით; დ) დოკუმენტებში დაფიქსირებულია შესწორებები, რომლებიც არ არის დამოწმებული; ე) კომპეტენტური ორგანოების მიერ ვერ ხერხდება საჭირო ხელმოწერის, ბეჭდის ან შტამპის ნიმუშის მოძიება.     მუხლი 9🔗 დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისათვის აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს: ა) დოკუმენტი, რომელზედაც უნდა დაისვას აპოსტილი; ბ) ბანკში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარი.     მუხლი 10🔗 კომპეტენტური ორგანოების პასუხისმგებელი პირები ვალდებული არიან იქონიონ დოკუმენტზე უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერის ნიმუშები, ასევე იმ ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებიც, რომლებიც შეიძლება დასმულ იქნეს მათთან წარდგენილ დოკუმენტზე.     მუხლი 11🔗 1. კომპეტენტური ორგანოების აპოსტილის დასმაზე პასუხისმგებელი პირები ადარებენ დოკუმენტებზე შესრულებულ ხელმოწერას და ამ დოკუმენტზე არსებულ ბეჭედს ან შტამპს მათთან არსებული ბეჭდების, შტამპებისა და ხელმოწერების ნიმუშებთან. 2. იმ შემთხვევაში, თუ კომპეტენტურ ორგანოებს არ აღმოაჩნდებათ შესაბამისი ბეჭდის, შტამპისა და ხელმოწერის ნიმუში, აპოსტილი შეიძლება დასმულ იქნეს დოკუმენტზე მხოლოდ სათანადო ნიმუშების მიღების შემდეგ.     მუხლი 12🔗 აპოსტილის ტექსტში ცვლილების შეტანა და შესწორება დაუშვებელია.     მუხლი 13🔗 1. აპოსტილის დასმა რეგისტრირდება ჟურნალში, სადაც აღინიშნება: ა) რიგითი ნომერი, რომელსაც პასუხობს აპოსტილის შტამპი; ბ) აპოსტილის შემსრულებელი ორგანოს დასახელება და აპოსტილის დასმის თარიღი; გ) შედგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პირის ვინაობა და თანამდებობა. 2. აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალი უნდა იყოს აკინძული, დანომრილი, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული. 3. ნებისმიერი დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელი პირი ვალდებულია გადაამოწმოს შესაბამება თუ არა აპოსტილში აღნიშნული მონაცემები სარეგისტრაციო ჟურნალში არსებულ მონაცემებს.     მუხლი 14🔗 აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესს თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავენ ამ დებულების მე-5 მუხლში განსაზღვრული ორგანოები. თავი IV აპოსტილის ფორმა და მისი დასმის წესი     მუხლი 15🔗 1. კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 (ხუთი) დღისა. 2. თუ დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებისათვის აუცილებელია დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, კომპეტენტური ორგანოები ვალდებული არიან დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განახორციელონ განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) დღისა.     მუხლი 16🔗 აპოსტილი წარმოადგენს შტამპს ზომით 10x10 სმ, რომელშიც განთავსებულია შესაბამისი ტექსტი (დანართი №2).     მუხლი 17🔗 1. აპოსტილი დაისმება დოკუმენტზე არსებულ თავისუფალ ადგილზე, ან მის მეორე გვერდზე, ან მასზე დამაგრებულ ჩანართზე. 2. აპოსტილდასმული ჩანართი მიკერებული უნდა იქნეს დოკუმენტზე ლენტით, რომელთა დაცალკევება დაზიანების გარეშე შეუძლებელი იქნება. აპოსტილდასმული ჩანართი უნდა იყოს მიმაგრებული დოკუმენტზე არსებული წესის შესაბამისად, მაშინაც კი, როდესაც დოკუმენტის გარეკანი არის მყარი მატერია. 3. ჩანართზე აპოსტილი დაისმება ისე, რომ შტამპის ერთი ნაწილი იყოს თვით დოკუმენტზე, ხოლო მეორე ჩანართზე. თავი V. დასკვნითი დებულებები     მუხლი 18🔗 1. აპოსტილის შემსრულებელი პასუხისმგებელია აპოსტილის არასწორად შესრულების ან ამ წესის რაიმე ფორმით დარღვევისათვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ დებულების მოთხოვნათა დარღვევით აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს იურიდიული ძალა არ გააჩნია. 3. იმ სახელმწიფოებთან დაკავშირებით, რომლებიც არ არიან მიერთებული „უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ“ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციას, ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ლეგალიზაციის წესები. 4. ამ დებულების მე-5 მუხლში განსაზღვრულმა ორგანოებმა 3 თვის ვადაში უზრუნველყონ აპოსტილის სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოებისა და შენახვის წესის განსაზღვრა.  დანართი №2 აპოსტილის ნიმუში APOSTILLE (Convertion de la Haye Du 5 octobre 1961) 1. ქვეყანა: საქართველო  Country : Georgia მოცემული ოფიციალური დოკუმენტი 2. ხელმოწერილია -------------------------------------- მიერ                                                          (სახელი, გვარი) 3. რომლის თანამდებობაა ------------------------------------- ----------------------------------------------------------------------- 4. დამტკიცებულია --------------------------------------------- ------------------------------------------------- ბეჭდით/შტამპით           (დაწესებულების სახელწოდება) დამოწმებულია 5. --------------------------------- 6. -----------------------------                    (ადგილი)                                           (თარიღი) 7. ---------------------------------------------------------------------------------------------------- (დამოწმებული ორგანოს სახელწოდება) 8. № -------------------------- 9. ბეჭდის/ ------------------ 10. ხელმოწერა ----------------- შტამპის ადგილი