📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.11.2004
ძალის დაკარგვა 01.10.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №529
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 135, 24/11/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,113 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.11.2004 მიღება
01.10.2005 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 დეპარტამენტის დირექტორი
2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
3 მთავარი მრჩეველი
4 მთავარი მრჩეველი
5 განყოფილების უფროსი
6 მთავარი მრჩეველი
8 განყოფილების უფროსი
9 მთავარი მრჩეველი
10 განყოფილების უფროსი
11 მთავარი მრჩეველი
13 მთავარი სპეციალისტი
14 სპეციალისტი
15 განყოფილების უფროსი
16 წამყვანი სპეციალისტი
17 ოპერატიული მორიგე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:LitNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal; text-decoration:underline;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal; font-style:italic;} h5 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:20.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoSubtitle, li.MsoSubtitle, div.MsoSubtitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-38.3pt; margin-bottom:0in; margin-left:-42.55pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:42.55pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt .5in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებულება №529 2004 წლის 22 ნოემბერი ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანდართული დებულება და საშტატო განრიგი. 2. საშტატო განრიგის შესაბამისად განისაზღვროს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობების დასახელება და თანამდებობრივი სარგოები. 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მოხელეთა საერთო რიცხოვნობა განისაზღვროს 75 (სამოცდათხუთმეტი) საშტატო ერთეულით. 4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ (ი. ჩუბინიშვილი) უზრუნველყოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის კომუნალური, საკანცელარიო, კავშირგაბმულობისა და სატრანსპორტო მომსახურება. 5. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულებისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 25 ივნისის №235 ბრძანებულება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №64, 25.06.2004 წ., მუხლი 557🔗). 6. ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  მ. სააკაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) არის საქართველოს კონსტიტუციის, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად შექმნილი დაწესებულება, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს ინფორმაციულ-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ საქმიანობას. 2. აპარატი არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციაზე მომუშავე განსაკუთრებული მნიშვნელობის რეჟიმის დაწესებულება და თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. აპარატს უშუალოდ ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. 4. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონები, კონსტიტუციური შეთანხმება, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები და განკარგულებები, წინამდებარე დებულება და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის სამართლებრივი აქტები. 5. აპარატში სამსახური არის საჯარო სამსახური, რომელიც რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობით. 6. აპარატის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 7. აპარატს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიშსწორების ანგარიში, სათანადო ხარჯთა ნუსხა, ემბლემა, ბეჭედი და ტიტულოვანი ფურცელი თავისი დასახელებითა და საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. 8. აპარატის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ.№7.     მუხლი 2🔗. აპარატის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. აპარატის ძირითადი ამოცანაა „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად ხელი შეუწყოს საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობასა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობას, აგრეთვე ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში უმაღლესი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესის კოორდინაციასა და მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლს. 2. აპარატი კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებას თავდაცვის, უშიშროების, სამართალდაცვის, კორუფციასთან ბრძოლის, საგარეო პოლიტიკისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სხვა სფეროებში, რისთვისაც იგი: ა) ახორციელებს ქვეყნის უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის, შიდა და გარე საფრთხეების ძირითადი მიმართულებებისა და გამოწვევების შეფასებასა და პროგნოზირებას; ბ) შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ; გ) ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციულ და ანალიტიკურ უზრუნველყოფას ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების, დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში შესაბამისი სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას; ე) საქართველოს პრეზიდენტის დავალების შესაბამისად უზრუნველყოფს ქვეყანაში საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვის კოორდინაციას; ვ) ახორციელებს ქვეყნის თავდაცვის, სამართალდამცავი და სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი აქტებისა და დავალებების საერთო კონტროლს; ზ) ახორციელებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და მიღებას, საჭიროების შემთხევევაში მათ წარდგენას საქართველოს პრეზიდენტისათვის; თ) ამზადებს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებს; ი) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხთა შესახებ წინადადებებსა და რეკომენდაციებს; კ) საქართველოს პრეზიდენტის დავალების, ეროვნული უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს და ეროვნული უშიშროების საბჭოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე განახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებათა აღსრულების მდგომარეობის შეფასებასა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავებას; ლ) ამზადებს საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების პროექტებს თავდაცვის, უშიშროებისა და სამართალდაცვის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული თანამდებობის პირთა დანიშვნის, მათთვის სამხედრო და სპეციალური წოდებების მინიჭების შესახებ; მ) საქართველოს პრეზიდენტისათვის მოსახსენებლად განიხილავს სამხედრო, სპეციალური სამსახურებისა და სამართალდაცვის ორგანოების მიმართვებსა და წერილებს; ნ) საქართველოს პრეზიდენტის დავალებით წარმართავს და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივი და დროებითი საუწყებათაშორისო კომისიების საქმიანობას; ო) ორგანიზებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურების უწყებათაშორის თანამშრომლობას. 3. აპარატი, დაკისრებულ ამოცანათა შესრულებისას, სამსახურებრივად ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის წინაშე.     მუხლი 3🔗. ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელობა 1. აპარატს ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 2. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი: ა) უზრუნველყოფს ეროვნული უშიშროების საბჭოს მუშაობის ორგანიზებას; ბ) ხელმძღვანელობს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს; გ) ახორციელებს ორგანიზაციულ ღონისძიებებს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; დ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების შესასრულებლად; ე) წარმართავს აპარატის საქმიანობას, ახორციელებს აპარატის თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ვ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და აწესებს კონტროლს მათ შესრულებაზე. ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ზ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების და აპარატის დეპარტამენტის დირექტორების კანდიდატურებს; თ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აპარატის სხვა მოხელეებს, დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეებს; ი) უფლებამოსილია გასცეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებულ ინფორმაციაზე მუშაობის ნებართვა; კ) უფლებამოსილია შექმნას საკონკურსო-საატესტაციო კომისია; ლ) დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას აპარატის მოხელეთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის შესახებ; მ) ამტკიცებს აპარატის შინაგანაწესს; ნ) დადგენილი წესით ანიჭებს აპარატში მომუშავე საჯარო მოხელეებს საჯარო სამსახურის შესაბამის საკლასო ჩინებს; ო) განსაკუთრებული დამსახურებისათვის წარადგენს აპარატის თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე; პ) წარადგენს წინადადებებს აპარატის წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითხების შესახებ და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტის თაობაზე; ჟ) იღებს გადაწყვეტილებას აპარატის საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ; რ) საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს აპარატის დებულებასა და საშტატო განრიგს; ს) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს მუდმივ ან დროებით საუწყებათაშორისო კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ; ტ) კოორდინაციას უწევს მუდმივი ან დროებითი კომისიების საქმიანობას. უფლება აქვს ცალკეულ დავალებათა შესრულების ვადით კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად სახელშეკრულებო საფუძველზე მოიწვიოს სპეციალისტები, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები; უ) აბარებს ანგარიშს საქართველოს პრეზიდენტს აპარატის საქმიანობის შესახებ; ფ) დადგენილი წესით ასრულებს საქართველოს პრეზიდენტის ცალკეულ დავალებებს. 3. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით. 4. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეების უფლებამოსილებასა და კომპეტენციებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. 5. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით, ახორციელებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.     მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფები და მათი ძირითადი ამოცანები 1. აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას, რისთვისაც ახორციელებს დამნაშავეობასთან ბრძოლის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და სპეციალური სამსახურების საქმიანობის კოორდინაციას. დეპარტამენტი მონაწილეობს სამართალდაცვის სისტემის რეფორმირების სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში. დეპარტამენტი ახორციელებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სფეროში ქვეყანაში არსებული მდგომარეობის მონიტორინგს. დეპარტამენტი მონაწილეობს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოწესრიგების სტრატეგიის შემუშავებაში. დეპარტამენტის ამოცანაა მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფოს ერთიანი ანტიკორუფციული პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და სხვადასხვა სფეროში კონკრეტული ანტიკორუფციული პროგრამების შემუშავებაში, განახორციელოს მათი აღსრულების მონიტორინგი, შეიმუშაოს რეკომენდაციები ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემების დახვეწის, ეფექტურობის ამაღლებისა და ერთიანი გამართული მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით; ბ) თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა ხელი შეუწყოს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებას, რისთვისაც ახორციელებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობისა და ქვეყ-ნის თავდაცვის განმტკიცების ეროვნული და საერთაშორისო პროგრამების კოორდინაციას, სამხედრო და თავდაცვითი დანიშნულების სამეცნიერო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული სამხედროტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი საუწყებათაშორისო კომისიის საქმიანობის ხელშეწყობას, თავდაცვის სფეროში მიმდინარე მოვლენების ანალიზსა და მისი განვითარებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას; გ) საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საგარეო-პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრის ხელშეწყობა, რეკომენდაციების შემუშავება და ამ სფეროში სახელმწიფო სტრუქტურების ურთიერთქმედების ორგანიზება და მისი განხორციელების კოორდინაცია. დეპარტამენტი ასევე კოორდინაციას უწევს ევროპის გაერთიანებასა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობას (როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ); აგრეთვე ახორციელებს საერთაშორისო დახმარებებისა და ქვეყანაში მიმდინარე ყველა იმ პროგრამის, საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის, ქვეყნის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების მონიტორინგს, რაც დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთან; დ) ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს ეკონომიკური, ენერგეტიკული და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კოორდინაცია გაუწიოს შესაბამისი უწყებების საქმიანობას. დეპარტამენტი მონაწილეობს აღნიშნულ სფეროებში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და შესაბამის უწყებათა რეფორმირების პროცესში. დეპარტამენტი ახორციელებს სახელმწიფოს საერთაშორისო და შიდა ეკონომიკური პროგრამებითა და პროექტებით განპირობებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს; ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანაა აპარატის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს საფინანსო-სამეურნეო, საკადრო, იურიდიულ, ტექნიკურ და საქმისწარმოების ფუნქციებს. დეპარტამენტი ახორციელებს აპარატში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის კონტროლს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომების ორგანიზებას, საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი საიდუმლო გრიფის მქონე დოკუმენტების რეგისტრაციას, საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის საკონტროლო დავალებათა შესრულებასა და ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საიდუმლო და კონფიდენციალური ინფორმაციის უსაფრთხოებაზე კონტროლის დაწესებას. დეპარტამენტის ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყანაში მომხდარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის ოპერატიულად მიღება, მათი გადამოწმება, დამუშავება და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირებისათვის მოხსენება. 2. აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ დეპარტამენტის დირექტორები. დეპარტამენტის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწის ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის წარდგინებით.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის საშტატო განრიგი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობ რივი სარგო 1 საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 1 700.00 2 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 3 650.00 3 ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე 2 450.00 4 უფროსი სპეციალისტი 1 380.00 5 სპეციალისტი 3 220.00 სულ: 10 სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1 დეპარტამენტის დირექტორი 1 615.00 2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1 605.00 სამართალდაცვისა და სპეციალურ სამსახურებთან ურთიერთობის განყოფილება 3 განყოფილების უფროსი 1 580.00 4 მთავარი მრჩეველი 5 450.00 შიდა კონფლიქტების მოწესრიგების განყოფილება 5 განყოფილების უფროსი 1 580.00 6 მთავარი მრჩეველი 2 450.00 ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილება 8 განყოფილების უფროსი 1 580.00 9 მთავარი მრჩეველი 2 450.00 ანტიკორუფციული პოლიტიკის განყოფილება 10 განყოფილების უფროსი 1 580.00 11 მთავარი მრჩეველი 3 450.00 სულ დეპარტამენტში: 18 თავდაცვის განვითარების დეპარტამენტი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1 დეპარტამენტის დირექტორი 1 615.00 2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1 605.00 თავდაცვის საკითხთა განყოფილება 3 განყოფილების უფროსი 1 580.00 4 მთავარი მრჩეველი 3 450.00 სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა განყოფილება 5 განყოფილების უფროსი 1 580.00 6 მთავარი მრჩეველი 2 450.00 სულ დეპარტამენტში: 9 საერთაშორისო უსაფრთხოების დეპარტამენტი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1 დეპარტამენტის დირექტორი 1 615.00 2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1 605.00 3 მთავარი მრჩეველი 5 450.00 სულ დეპარტამენტში: 7 ეკონომიკური უსაფრთხოების დეპარტამენტი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო 1 დეპარტამენტის დირექტორი 1 615.00 2 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1 605.00 3 მთავარი მრჩეველი 4 450.00 სულ დეპარტამენტში: 6 ადმინისტრაციული დეპარტამენტი N თანამდებობა საშტატო ერთეულის რაოდენობა თანამდებობრივი სარგო დეპარტამენტის დირექტორი 1 615.00 დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე 1 605.00 საორგანიზაციო, იურიდიულ საკითხთა და კადრების განყოფილება განყოფილების უფროსი 1 580.00 მთავარი მრჩეველი 1 450.00 წამყვანი სპეციალისტი 1 390.00 სპეციალისტი 2 220.00 საფინანსო-სამეურნეო განყოფილება განყოფილების უფროსი 1 580.00 მთავარი სპეციალისტი 1 400.00 წამყვანი სპეციალისტი 1 390.00 ბუღალტერი 1 350.00 მოლარე 1 300.00 საქმისწარმოებისა და საიდუმლოების დაცვის განყოფილება განყოფილების უფროსი 1 580.00 13 მთავარი სპეციალისტი 2 400.00 14 სპეციალისტი 3 220.00 ოპერატიული ინფორმაციის განყოფილება 15 განყოფილების უფროსი 1 580.00 16 წამყვანი სპეციალისტი 2 390.00 17 ოპერატიული მორიგე 4 300.00 სულ დეპარტამენტში: 25 სულ აპარატში: 75