საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ

მიღების თარიღი 04.02.1996
ძალის დაკარგვა 14.01.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 010340000.05.002.000052
გამოქვეყნების წყარო საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და განკარგულებების კრებული, უნომრო, 29/02/1996
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,242 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.1996 მიღება
14.01.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №157 1996 წლის 4 თებერვალი  ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს შესახებ ქვეყნის ეკონომიკის მსოფლიო მეურნეობაში ადაპტირების სტრატეგიული კურსის განსაზღვრისა და განხორციელების, ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარების, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობის მიზნით: 1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო შემდეგი შემადგენლობით: ედუარდ შევარდნაძე – საქართველოს პრეზიდენტი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი – საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეიმურაზ ბასილია – საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში პეტრე ბაქრაძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსი, საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მდივანი თამაზ ბეჟანიშვილი – სააქციო საზოგადოება „თბილხელსაწყოს“ გენერალური დირექტორი ბაკურ გულუა – საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი კონსტანტინე ზალდასტანიშვილი – საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი დავით იაკობიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრი იაკობ მესხია – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსებისა და სტატისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი – თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი თევდორე ნინიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრი ვლადიმერ პაპავა – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ზურაბ ტყემალაძე – ფირმა ,,სამების“ გენერალური დირექტორი ივანე ჩხარტიშვილი – „გაერთიანებული ქართული ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თანათავმჯდომარე ნოდარ ჭითანავა – საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების ინსტიტუტის დირექტორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი თეიმურაზ ჭყონია – ფირმა „კოკა-კოლა-კავკასიონის“ პრეზიდენტი მამუკა ხაზარაძე – ფირმა „თბილისი-ბიზნეს-ცენტრის“ პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. 2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს თანდართული დროებითი დებულება. 3. დაევალოთ საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეს თ. ბასილიას, სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის უფროსს პ. ბაქრაძეს საბჭოს წევრებთან კონსულტაციების საფუძველზე უახლოესი სხდომისათვის განსახილველად და დასამტკიცებლად წარმოადგინონ საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს მუშაობის პერსპექტიული გეგმა. 4. გაუქმდეს „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან – სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საგანგებო ეკონომიკური საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის №127 განკარგულება, „საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთან არსებული საგანგებო ეკონომიკური საბჭოს შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1993 წლის 14 ივნისის №127 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1994 წლის 22 აგვისტოს №179 განკარგულება და „საქართველოს რესპუბლიკის ეკონომიკურ საკითხთა სამთავრობო კომისიის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 18 მაისის №320 დადგენილება. ე. შევარდნაძე საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭოს დროებითი დებულება 1. ზოგადი დებულებანი 1.1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული საკონსულტაციო ეკონომიკური საბჭო (შემდგომში – საბჭო) იქმნება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით და მიზნად ისახავს ქვეყნის პრეზიდენტისათვის წინადადებების შემუშავებას ეკონომიკური პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრისათვის საერთო-სახელმწიფოებრივი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და პროექტების შემუშავების, მათი განხორციელებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა (სამინისტროების, უწყებების, დეპარტამენტების და ა.შ.) საქმიანობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს. 1.2. საბჭოს უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს პრეზიდენტის სხვა აქტებით. 2. საბჭოს ძირითადი ამოცანებია 2.1.ქვეყნის პრეზიდენტისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავების, სტრუქტურული და სისტემური რეფორმების მიმართულებათა განსაზღვრის, ფინანსური სტაბილიზაციის, წარმოების გამოცოცხლებისა და ეკონომიკური ზრდისათვის ხელშეწყობის, სახელმწიფო საკუთრების ტრანსფორმაციის ოპტიმალური გზების შერჩევის, სამეურნეო განვითარების შიდა და საგარეო ფაქტორებზე, ეკონომიკური სიტუაციების ცვლილებებზე საჭირო რეაგირების შესახებ. 2.2.სამინისტროებთან და უწყებებთან ერთად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების კომპლექსური შეფასება საერთო-სახელმწიფოებრივი სტრატეგიული გეგმების ეტაპებისა და ვადების განსაზღვრის, უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო და სახელმწიფოთაშორისი პროგრამებისა და პროექტების შედგენისა და რეალიზაციის ღონისძიებათა შემუშავების გათვალისწინებით. 2.3.საქართველოს პრეზიდენტის დავალებათა შესრულება სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ეკონომიკური საფუძვლების შექმნისა და მესაკუთრეთა ფენის ჩამოყალიბებისათვის ხელშეწყობის, სამეურნეო ინიციატივის განვითარების, კერძო ბიზნესისა და მეწარმეობისათვის მხარდაჭერის და მათი ინტერესების საერთო-სახელმწიფოებრივ ამოცანებთან შეხამების მექანიზმის შექმნის დარგში. 2.4. ქვეყნის ეროვნული სიმდიდრის საზოგადოებრივი კეთილდღეობისათვის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის, მსოფლიო მეურნეობაში საქართველოს ეკონომიკის ადაპტაციისა და ინტეგრაციის, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ეკონომიკური კავშირის პოტენციალის რეალიზაციის, უცხოური კაპიტალის მოზიდვის, საზღვარგარეთული კრედიტებისა და ინვესტიციებისათვის ხელშემწყობი ეკონომიკური გარემოს შექმნის, ქვეყნის ეკონომიკის დარგობრივ სექტორებში რეფორმების განხორციელების კოორდინაციის, ეკონომიკის კომუნიკაციური და ენერგეტიკული უზრუნველყოფის პრობლემათა განხილვა, მათი გადაჭრის გზების შერჩევა და ამ საკითხებზე პრეზიდენტისათვის წინადადებათა შემუშავება. 2.5.წინადადებათა მომზადება ეკონომიკის მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფისა და ეფექტიანი ფუნქციონირების, ეკონომიკური თავისუფლებისა და მაკროეკონომიკური რეგულირების ღონისძიებათა შეთავსებადობის, საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის სტრატეგიის განსაზღვრის, ეკონომიკის განვითარებისა და რეფორმების სამართლებრივ-ნორმატიული ბაზის შექმნის, სახელმწიფო-საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების შესახებ, ინვესტორებთან თანამშრომლობის მიმართულებათა და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სტრატეგიის გაანალიზება, მათთან მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება პრეზიდენტისათვის წარსადგენად. 2.6.ადგილობრივი მმართველობისა და რეგიონალური პოლიტიკის საკოორდინაციო სამსახურთან ერთად მხარეების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავებისათვის ხელშეწყობა, ცენტრალური, სამხარეო, ადგილობრივი მმართველობის ორგანოთა საფინანსო და საბიუჯეტო საქმიანობის გაუმჯობესებისა და კოორდინაციის რეკომენდაციების შემუშავება, პრეზიდენტის სათანადო ბრძანებულებებისა და განკარგულებების პროექტების მომზადება. 2.7.მოსახლეობის სოციალური დაცვის პოლიტიკის, სოციალური დახმარებისა და სოციალურ სფეროში (განათლება, ჯანდაცვა, მეცნიერება) რეფორმების სტრატეგიის შემუშავებისათვის ხელშეწყობა, შრომის ბაზრის ფორმირების პროგნოზირება და პრეზიდენტისათვის შესაბამის წინადადებათა წარდგენა. 3. საბჭოს სტრუქტურა 3.1.საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ხელმძღვანელობს საბჭოს საქმიანობასა და სხდომებს. 3.2. პრეზიდენტის დავალებით საბჭოს საქმიანობის საკითხებს განიხილავს და პრეზიდენტს შესაბამის წინადადებებს წარუდგენს პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში. 3.3. საბჭოს სხდომების ორგანიზებასა და გადაწყვეტილებების შესრულების კონტროლს შესაბამისი სამსახურის მეშვეობით უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3.4. საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 3.5.საბჭოს მუშაობაში საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით მონაწილეობენ მთავრობის ის წევრები, უწყებებისა და სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები, რომლებიც არ არიან საბჭოს წევრები. 3.6.საბჭოს თავისი ფუნქციების შესრულების უზრუნველსაყოფად ჰყავს შესაბამისი სამსახური სახელმწიფო კანცელარიის ეკონომიკური სამსახურის ქვედანაყოფის სახით. 3.7. საბჭოს სხდომების გამართვის ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სახელმწიფო კანცელარია. 4. საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია 4.1. საბჭოს სხდომებს საჭიროებისამებრ იწვევს საქართველოს პრეზიდენტისაბჭოს თავმჯდომარე. 4.2. საბჭოს სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწის წარდგინებით. 4.3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: - საბჭოს თავმჯდომარეს; - საბჭოს წევრებს. საბჭოს სხდომაზე საინიციატივო წესით საკითხის დასმის უფლება აქვთ სამინისტროებს, დეპარტამენტებსა და უწყებებს, რომლებიც არ არიან საბჭოს შემადგენლობაში. 4.4. საბჭო, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტებიდან გამომდინარე, ამზადებს წინადადებებს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, განკარგულებების, მითითებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად. 4.5.საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი საბჭოს თავმჯდომარე. 4.6.საბჭო უფლებამოსილია რეგულარულად მიიღოს, ხოლო თუ საჭირო გახდა, გამოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებისაგან ნორმატიული აქტები და სხვა მასალები. 4.7. საბჭო საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მონაწილეობით განიხილავს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებათა, განკარგულებათა პროექტებს, პარლამენტში საინიციატივო წესით შესატან კანონპროექტებს და ამზადებს შესაბამის დასკვნებს საქართველოს პრეზიდენტისათვის. 4.8. საბჭო განიხილავს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტებს და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან ერთად ამზადებს დასკვნებს პრეზიდენტის მიერ მათი ხელმოწერის მიზანშეწონილობის შესახებ. 4.9.საბჭო მოისმენს სამინისტროთა, უწყებათა, სამხარეო და მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა ინფორმაციებს ეკონომიკური პოლიტიკის რეალიზაციის საკითხებზე და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს პრეზიდენტის ბრძანებულებათა და განკარგულებათა სახით. 4.10.საბჭოს უფლება აქვს სამინისტროთა, უწყებათა, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ორგანიზაციათა წარმომადგენლებისაგან, აგრეთვე სპეციალისტებისაგან შექმნას დროებითი კომისიები, სამუშაო ჯგუფები,კვლევითი ცენტრები ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული კანონების, ნორმატიული აქტების, კანონქვემდებარე აქტებისა და ცალკეულ პრობლემათა გადაჭრის ღონისძიებათა შესამუშავებლად.