მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ
მიღების თარიღი 18.07.2003
ძალის დაკარგვა 01.01.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2519
სარეგისტრაციო კოდი 440.010.000.05.001.001.336
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 08/08/2003
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონი 27.12.2005
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
კანონი (1)
🔗 ციტირება სხვა დოკუმენტებში (1)
- სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ საქართველოს კანონი „საქართველოს კანონით „მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ“"
დოკუმენტის ტექსტი
მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPParliament;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"SPParliament","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:26.95pt 56.7pt 45.1pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს კანონი
მეცნიერთა სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების შესახებ
მუხლი 1🔗. კანონის მიზანი
ამ კანონის მიზანია, სახელმწიფოს განვითარებისათვის მეცნიერების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მეცნიერთათვის ცხოვრებისა და საქმიანობის ღირსეული პირობებისა და გარანტიების შექმნა.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამეცნიერო დაწესებულება – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო დაწესებულება, სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, ასევე სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება;
ბ) მეცნიერი – ფიზიკური პირი, რომელიც სამეცნიერო დაწესებულებაში ეწევა სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას, უკავია შესაბამისი თანამდებობა და ატესტაციის შედეგების მიხედვით აქვს სათანადო კვალიფიკაცია;
გ) აკადემიის წევრი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და წევრ-კორესპონდენტი.
მუხლი 3🔗. შრომის ანაზღაურება და სტიმულირება
1. მეცნიერის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატებისაგან.
2. სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, მეცნიერის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:
ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით;
ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – ცხრა მინიმალური ხელფასის ოდენობით;
გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით;
დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ექვსი მინიმალური ხელფასის ოდენობით;
ე) ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – ოთხი მინიმალური ხელფასის ოდენობით.
3.(ამოღებულია).
4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ყოველთვიურად მიეცემა სამისდღეშიო ანაზღაურება ათი მინიმალური ხელფასის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტს – რვა მინიმალური ხელფასის ოდენობით.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2477-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.417
მუხლი 4🔗. დამატებითი სოციალური გარანტიები
1. მეცნიერს ასაკის გამო პენსია გაეზრდება, თუ:
ა) მამაკაცს აქვს მუშაობის არანაკლებ 25 წლის საერთო სტაჟი, რომლიდანაც სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ 20 წელს;
ბ) ქალს აქვს მუშაობის არანაკლებ 20 წლის საერთო სტაჟი, რომლიდანაც სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟი შეადგენს არანაკლებ 15 წელს.
2. მეცნიერს ასაკის გამო დანიშნული პენსია ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით გაეზრდება პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე.
3. მეცნიერს პენსიაში გასვლისას მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება 2 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
4. მეცნიერს, სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის მიუხედავად, საწარმოო ტრავმით ან პროფესიული დაავადებით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით:
ა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე;
ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე.
5. მეცნიერს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სტაჟი, საერთო დაავადებით ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით:
ა) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე;
ბ) ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხის მქონე პირს – პენსიაში გასვლის წინ მისი თვიური თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.
6. გარდაცვლილი მეცნიერის ოჯახის შრომისუუნარო წევრებს (შვილებს, მშობლებს და მეუღლეს) მარჩენლის დაკარგვის გამო დანიშნული პენსია გაეზრდება შემდეგი წესით:
ა) ოჯახის სამ და მეტ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 80 პროცენტამდე;
ბ) ოჯახის ორ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტამდე;
გ) ოჯახის ერთ შრომისუუნარო წევრს – პენსიაში გასვლის ან გარდაცვალების წინ მეცნიერის თვიური თანამდებობრივი სარგოს 40 პროცენტამდე.
მუხლი 5🔗. მუშაობის სტაჟის ჩათვლა
მეცნიერს, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, სამეცნიერო დაწესებულებიდან საჯარო სამსახურში გადასვლის შემთხვევაში სამეცნიერო დაწესებულებაში მუშაობის სტაჟი ჩაეთვლება საჯარო მოსამსახურის სტაჟში.
მუხლი 6🔗. ჯანმრთელობის დაზღვევა
აკადემიის წევრი ექვემდებარება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. დაფინანსება
1. ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური უზრუნველყოფის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან.
2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებს უფლება აქვთ თავიანთი გადაწყვეტილებებით განსაზღვრონ სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები შესაბამისი ბიუჯეტების ხარჯზე.
მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცდეს მის ამოქმედებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა გეგმა.
2. სამისდღეშიო ანაზღაურება საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრს, წევრ-კორესპონდენტს მიეცემა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრისათვის განსაზღვრული შესაბამისი ანაზღაურების 85%-ის ოდენობით.
3. 2005 წლის 1 ივლისამდე სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელსაც გავლილი აქვს სახელმწიფო ატესტაცია ან აკრედიტაცია, ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ატესტირებული, უმაღლესი კატეგორიის პედაგოგის თანამდებობრივი სარგოს 110%-ის ოდენობით. დანარჩენი კატეგორიის მეცნიერთა თანამდებობრივი სარგოები გამოიანგარიშება ასისტენტისა და უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობრივი სარგოდან კოეფიციენტური სისტემით და განისაზღვრება:
ა) პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,5 კოეფიციენტით;
ბ) წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლისა და მეცნიერ-კონსულტანტისათვის – 2,25 კოეფიციენტით;
გ) დოცენტისა და უფროსი მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 2 კოეფიციენტით;
დ) უფროსი მასწავლებლისა და მეცნიერ-თანამშრომლისათვის – 1,5 კოეფიციენტით.
4. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) სამისდღეშიო ანაზღაურება განისაზღვრება პროფესორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს 140%-ის ოდენობით, ხოლო წევრ-კორესპონდენტისა – მთავარი მეცნიერ- თანამშრომლისა და მთავარი მეცნიერ-კონსულტანტის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №951-სსმI,№6,19.01.2005წ.,მუხ.50
მუხლი 9🔗. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა მე-3 მუხლის მე-2–მე-4 პუნქტებისა, მე-4 მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებისა და მე-8 მუხლის მე-3–მე-4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 ივლისიდან.
3. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2007 წლის 1 იანვრიდან.
4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2005 წლის 1 იანვრიდან.
5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ამოქმედდეს 2004 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2477-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.417
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 18 ივლისი.
№2519–რს
შეტანილი ცვლილებები:
1. საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი №951-სსმI,№6,19.01.2005წ.,მუხ.50
2. საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2477-სსმI,№56,28.12.2005წ.,მუხ.417
3. ძალადაკარგულია- საქართველოს 2005 წლის 27 დეკემბრის კანონი №2549-სსმI,№56,28.12.2005წ.,
მუხ.433