⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.12.2004)
გაუქმებულია:

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2004
ძალის დაკარგვა 27.12.2004
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №74
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 01/03/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,440 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2004 მიღება
27.12.2004 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoABC;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif";} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:283.2pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:35.4pt; text-autospace:none; font-size:15.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif"; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"GeoABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.45pt 841.7pt; margin:1.0in 55.45pt 62.9pt 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №74 2004 წლის 1 მარტი ქ. თბილისი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ 1. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამი­ნის­ტროს თანდართული დებულება. 2.    ძალადაკარგულად ჩაითვალოს „საქართველოს სახელმწიფო უში­შ­როების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართვე­ლოს პრეზიდენტის 2002 წლის 12 იანვრის №14 ბრძანებულება. 3.    ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მ. სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო (შემდგომ­ში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სპეციალური დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოს უშიშროებას საშინაო და საგარეო წყაროებისაგან მომდი­ნარე საფრთხისაგან. 2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოად­გენს სახელმწიფოს. 3. საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად და საქართვე­ლოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საერთაშორისო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტრო თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ნარკობიზნესის, ტერორიზმისა და სხვა საერთაშორისო ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში. 4. სამინისტროს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამინისტროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, თავისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამინისტროს შეიძლება ჰქონდეს სიმბოლიკა (ემბლემა, დროშა), რომელიც რეგისტრირდება დადგენილი წესით. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქუჩა №4. 5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 6. სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქარ­თველოს კონსტიტუცია, საერთაშორისო სამართლებრივი აქტები, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ", „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ", „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ", საქარ­თველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო აქტები, საქართველოს პრეზიდენტის ბრძა­ნე­ბულებები და განკარგულებები, საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტები, ეს დებულება და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტები. 7. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინის­ტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების სამინისტროები, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო სამართლის იურიდიული პირი. II. სამინისტროს საქმიანობის სფერო და ამოცანები 8. სამინისტროს საქმიანობის სფეროა სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფა, საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით. 9. სამინისტროს ამოცანებია: ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, ქვეყნის სუვე­რენი­ტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამეცნიერო-ეკონომიკური და სამხედ­რო პოტენციალის დაცვა სხვა ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებისაგან; ბ) სახელმწიფოს უშიშროებისათვის არსებითი საფრთხის შემქმნე­ლი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ორ­გა­ნი­ზებული ხასიათის დანაშაულების გამოვლენა და თავიდან აცილება, საქართველოს კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება, მოკვლევა და წინასწარი გამოძიება; გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა – სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება სახელმწიფო და არასახელმწიფო სტრუქტურებში და ამ საქმიანობის კოორდინაცია; დ) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო-ტექნიკური, სამხედრო-სტრატეგიული) ინფორმაციების მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის, საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობისთვის მიწოდება; ე) საქართველოს სახელმწიფოსათვის მოსალოდნელი საფრთხის პროგნოზირება და ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის სათა­ნადო რეკომენდაციების მიწოდება; ვ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო-სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 10. მისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტროს კომპეტენცი­ას განეკუთვნება: ა) კონტრსადაზვერვო საქმიანობა უცხოეთის სპეცსამსახურებისა და ორგანიზაციების მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სადაზვერ­ვო და მტრული საქმიანობის გამოვლენის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ბ) სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნით კონტრსადა­ზვერვო საქმიანობა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სასაზღვრო ჯარებში, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით შექმნილ სხვა შეიარა­ღებულ ფორმირებებში; გ) კანონით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიე­ბათა განხორციელება, მათ შორის ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, კინო- და ფოტოგადაღება, ელექტრონული კონტროლი, კავშირგაბმუ­ლობის ტექნიკური არხებიდან (ტელეფონი, ტელეგრაფი, ფაქსი, ტელექსი, რადიოკავშირი და სხვ.) ინფორმაციის მოპოვება, გარე მეთვალყურეობა, იმ საქმეების მოკვლევა და წინასწარი გამოძიება, რომლებიც კანონმდებ­ლობით მის კომპეტენციას განეკუთვნება, დანაშაულში ეჭვმიტანილ ან დამნაშავე პირთა ძებნა და დაკავება; დ) პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინის­ტროსა და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ერთად ორგანიზებულ დანაშაულობასთან, კორუფციასთან და ნარკობიზნესთან, აგრეთვე საერთაშორისო დანა­შაულთან ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავება და განხორციელება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იმ დანაშაულთა პროფილაქტიკა, რომლებიც კანონმდებლობის თანახმად სამინისტროს ქვემდებარეა; ვ) სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დროებითი ყოფნის იზოლატორის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროს თანამშრომელთათვის იმ სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სპეცსაშუალებების შენახვისა და ტარების ნებართვის მიცემა, რომელთა გამოყენება მოწესრიგებულია საქართველოს კანონმდებლო­ბით დადგენილი წესის თანახმად; თ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავე­ბასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება, ორგანიზაციებსა და საწარმოებში მისი დაცვის კონტროლი, მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა; ი) დადგენილი წესით იმ პირების შემოწმება, რომლებიც დაიშვებიან სახელმწიფო საიდუმლოებასთან; კ) პირთა ნებაყოფლობითი დახმარების გამოყენება ღია ან ფარული ფორმით; ლ) სათანადო უწყებებთან ერთად შესაბამის ღონისძიებათა განხორ­ციელება საქართველოს საზღვრების, ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრატეგიული დანიშნულების, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარე ობიექტების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საშუალებათა უშიშროების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე სახელმწიფო ორგანოების, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების გაფრთხილება იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს უშიშროებას; მ) საქართველოს პრეზიდენტის, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღ­ლესი ორგანოებისა და დაინტერესებული უწყებების ინფორმირება სახელ­მწიფო უშიშროებისათვის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ; ნ) დადგენილი წესით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა უმაღ­ლესი თანამდებობის პირებისა და სტრატეგიული ობიექტების დაცვის ოპერატიული უზრუნველყოფა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურ­თან თანამშრომლობით; ო) დადგენილი წესით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურთან და სხვა სათანადო უწყებებთან თანამშრომლობით თანამდებობის პირების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სატელეფონო, სატე­ლეგ­რაფო, რადიო და სხვა კავშირებით უზრუნველყოფა; პ) სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე, შესაბამის უწყებებთან ერთად, კონტრსადაზვერვო საქმია­ნობით საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის წარმომადგენლობების, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საზღვრებს გარეთ საქართველოს დაწესებულებებისა და მოქალაქეების უშიშროების უზრუნ­ველყოფა; ჟ) საქართველოს პრეზიდენტის ან პარლამენტის გადაწყვეტილებით საერთაშორისო ხასიათის ღონისძიებათა უშიშროების უზრუნველყოფა; რ) სახელმწიფო უშიშროების ორგანოების სრული სამობილიზაციო მზადყოფნის უზრუნველყოფა; ს) სახელმწიფო ხელისუფლების საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებთან ურთიერთობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ტ) საკუთარი უშიშროების უზრუნველყოფა; უ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და ორგანიზებული დამნაშავეობის გამოვლენის ღონისძიებებში მონაწილეობა; ფ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმო­მადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დამტკიცებული რიცხოვ­ნობის ფარგლებში დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენელთა დანიშვნა; ქ) სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნისა და დანერგვის კოორდინაცია; ღ) საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება. III. სახელმწიფო უშიშროების მინისტრი 11. სამინისტროს ხელმძღვანელობს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი (შემდგომში –მინისტრი), რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მინისტრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 12. მინისტრი: ა) აწესრიგებს სამინისტროს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს; ბ) წარმოადგენს სამინისტროს ან უფლებას ანიჭებს სამინისტროს წარმომადგენლობაზე, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვა­ლისწინებული; გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქარ­თვე­ლოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის სამართლებრივი აქტების სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება; დ) ხელმძღვანელობს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას; ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სა­მი­ნისტროს ქვედანაყოფების ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს; ვ) განსაზღვრავს სამინისტროს ქვედანაყოფების უფროსთა უფლება­მოსილებას; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წაახალისებს და დის­ცი­პ­ლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამინისტროს თანამშრომ­ლებს; თ) სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, აჯილდოებს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით კანონმდებლობით დადგენილი წესით, უწყებრივი ჯილდოებით, სიგელებით, ფულით, ფასიანი საჩუქრებით; ი) სამინისტროს თანამშრომლების, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში, დაჯილდოების მიზნით აწესებს უწყებრივ ჯილდოებს (მედლებს და სამკერდე ნიშნებს), აგრეთვე სიგელებს; ამტკიცებს დებულებებს ასეთი ჯილდოების, სიგელების და მათი აღწერილობის შესახებ; ქმნის ჯილდოების და ფასიანი საჩუქრების (მათ შორის ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის) ფონდს; კ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან შეაქვს წარდგინებები სამინისტროს თანამშრომლების დაჯილდოების თაობაზე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს სახელმწიფო უშიშროების განმტკიცების საქმეში; ლ) ანიჭებს სამხედრო წოდებებს კანონმდებლობით დადგენილი წე­სით; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სამინის­ტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების რეორგანიზაციას; ნ) მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვის მიზნით, კონტ­რაქ­ტის საფუძველზე, ცალკეულ შემთხვევებში ადგენს პერსონალურ თა­ნამ­დე­ბობრივ განაკვეთებს; ო) კანონით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის სრულყოფისათვის საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს საკანონმდებლო აქტების პროექტებსა და წინადადებებს სახელმწიფო უშიშროების საკითხებზე; პ) საგანგებო ან საომარი მდგომარეობისას უზრუნველყოფს სამი­ნის­ტროს პირადი შემადგენლობის გადაყვანას მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე: ჟ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცემს ბრძანებებს; რ) თავისი მმართველობის სფეროში, თავისივე ბრძანებით, ქმნის სათათბირო ორგანოს – კოლეგიას, განსაზღვრავს მის მოვალეობას და საქმიანობის წესს, ხელმძღვანელობს მის მუშაობას; ს) ამტკიცებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებუ­ლებებს; ტ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავისივე ბრძანე­ბით ქმნის კომისიებს სათათბირო ხმის უფლებით; უ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს თანამშრომ­ლებს აძლევს პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, სამსახუ­რებრივ-საშტატო იარაღის, სპეციალური საშუალებების შენახვისა და ტარების უფლებას; ფ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას ეროვნული უშიშროების საბჭოში სამინისტროს იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის ვადის გაგრძელების შესახებ წარდგენის თაობაზე, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს; ქ) სათანადო უფლებამოსილებით წარმოადგენს სამინისტროს საერ­თა­შორისო ორგანიზაციებში; ღ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს; ყ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატე­რიალურ ფასეულობებს; შ) ახორციელებს კანონით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. IV. მინისტრის მოადგილეები 13. მინისტრს ჰყავს ოთხი მოადგილე, მათ შორის ერთი – პირველი. 14. მინისტრის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 15. მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლებამო­სი­ლება განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 16. მინისტრის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს სამინისტროს საქმიანობას და კოორდინაციას უწევს სამსახურების ურთიერთობას მი­ნის­ტრის არყოფნისას. 17. მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე, მინისტრის დავალებით, ახორ­ცი­ელებს საპარლამენტო მდივნის ფუნქციას. V. სამინისტროს სტრუქტურა, ტერიტორიული ორგანოები, მათი ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია 18. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი; ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტი; გ) საგამოძიებო დეპარტამენტი; დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და ანალიზის დეპარტამენტი; ე) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი; ვ) სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი); ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტი; თ) საკადრო საკითხთა და უზრუნველყოფის დეპარტამენტი; ი) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი; კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრი (მთავარი სამმართველო); ლ) დადგენისა და ძებნის ცენტრი (მთავარი სამმართველო); მ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრი (მთავარი სამმართველო). 19. სამინისტროს ტერიტორიტული ორგანოები არიან: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო; გ) ქალაქ თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველო; დ) დასავლეთ რეგიონის მთავარი სამმართველო; ე) შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველო; ვ) ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველო; ზ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველო; თ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური სამმართველო; ი) კახეთის რეგიონალური სამმართველო. 20. სამინისტროს მმართველობის სფეროში შედის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაზვერვის დეპარტამენტი, რომლის დებულებას ამტკიცებს მინისტრი. დაზვერვის დეპარტამენტის თავმჯდომარეს თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით ან პრემიერ-მინისტრი მინისტრის წარდგინებით. 21. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია: ა) კონტრშპიონაჟის დეპარტამენტი ახორციელებს კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხოეთის წარმო­მადგენლობებისა და ორგანიზაციების საფარქვეშ მოქმედი სადაზვერვო საქმიანობის თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით; ბ) კონტრტერორისტული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა ტერო­რიზმის, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების, საერთაშორისო ნარკო­ბიზნესის, იარაღით, კერძოდ, მასობრივი მოსპობის იარაღითა და მისი კომპონენტებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა, თავისი კომპე­ტენციის ფარგლებში საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინა­აღმდეგ მიმართულ ცალკეულ დანაშაულთა გამოვლენა, თავიდან აცილება და აღკვეთა; გ) საგამოძიებო დეპარტამენტი ახორციელებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით სამინისტროს ქვემდებარე დანაშაულთა წინასწარ გამოძიებას და უზრუნველყოფს დროებითი ყოფნის იზო­ლა­ტორის ფუნქციონირებას; დ) კონსტიტუციური წყობილების დაცვისა და ანალიზის დეპარ­ტამენტის ძირითადი ამოცანაა სახელმწიფოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა დაწესებულებათა ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შემშლელი გარემოებების, უცხოეთის სპეცსამსახურების ინტერესების, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური საფრთხეების პროგნოზირება, გამოვლენა-აღკვე­თა და ნეიტრალიზება, ამ მიზნით ინფორმაციის მოპოვება და ანალიტიკური დამუშავება; სპეცსამ­სახურის საქმიანობის ფორმებითა და მეთოდებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფოს კონსტიტუციური სისტემის და ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლისაგან დაცვის უზრუნველყოფა. დეპარტამენტი აგრეთვე ახორციელებს „სახელმწიფო უშიშროების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო უშიშრო­ებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელმწიფო ორგა­ნოებსა და დაწესებულებებში დანიშნული უშიშროების საკითხთა ოფიცრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალიტიკურ დამუშავებას. იმ უწყებათა და დაწესებულებათა ჩამონათვალი, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში, განისაზღვრება ამ დებულებით (იხ. დანართი), ცალკეულ შემთხვევებში ოფიცრები უშიშროების საკითხებში შეიძლება დაინიშნონ სახელმწიფო უშიშროების მინისტრისა და შესაბა­მისი უწყებისა და დაწესებულების (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) ხელმძღვანელთან შეთანხმებით; ე) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი ახორციელებს სამ­ხედ­რო ძალებისა და სხვა შეიარაღებული ფორმირებების კონტრდა­ზვერ­ვით უზრუნველყოფას; ვ) სამინისტროს ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს საინფორმაციო ბანკის შევსება, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი, სამი­ნისტროს ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაცია, საზოგადოებასთან და საერთაშორისო ურთიერთობების ორგანიზება, ოპერატიული აღრიცხვის, საკანცელარიო და საარქივო საქმიანობის წარმოება; ზ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ოპერატიული სამსახურების საქმიანობა სპეციალურ ოპე­რატიულ-ტექნიკურ ღონისძიებათა განხორციელებით, აგრეთვე საექსპერ­ტო-კრიმინალისტიკური ლაბორატორიის ფუნქციონირება; თ) საკადრო საკითხთა და უზრუნველყოფის დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და­კომპ­ლექტება მაღალკვალიფიციური კადრებით, თანამშრომელთა სწავ­ლე­ბის, სამხედრო სამსახურის გავლის, კვალიფიკაციის ამაღლების, საბრძოლო-ფიზიკური მომზადებისა და სამობილიზაციო მზადყოფნის, ოპერატი­ული ქვედანაყოფების საქმიანობის სამეცნიერო, მეთოდოლო­გიური უზრუნველყოფა, აგრეთვე სპეციალური საშუალებების შექმნა და მოდერ­ნიზაცია; სამინისტროს ქვედანაყოფების სამართლებრივი უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურება; სამინისტროს სამეურნეო, საფინანსო, სამედიცინო და სატელეკომუნიკაციო (ღია თუ დახურული) მომსახურება, მათ შორის უმაღლესი სახელმწიფო ორგა­ნოებისა და თანამდებობის პირების, აგრეთვე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების განცალკევებული დახურული საქალაქთაშორისო სატე­ლე­ფონო „მაღალი სიხშირის“კავშირით უზრუნველყოფა; ი) ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტი უზრუნ­ველყოფს სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის ინსპექტირებასა და შიდა კონტრდაზვერვის უშიშროებას; კ) სპეციალური ოპერაციების ცენტრის დანიშნულებაა სამინისტროს ოპერატიული საქმიანობის საბრძოლო ძალით უზრუნველყოფა; ლ) დადგენისა და ძებნის ცენტრი კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს გარე მეთვალყურეობას, პიროვნების იდენტი­ფიკაციისა და ძებნის ფუნქციას; მ) რადიოკონტრდაზვერვის ცენტრის დანიშნულებაა კანონმდებ­ლობის შესაბამისად რადიოეთერის კონტრდაზვერვითი კონტროლი. 22.„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სამინისტროს ცალკეულ ქვედანაყოფთა დასახელება, შინაგანი სისტემა და კომპეტენცია წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას. მათ დებულებებს ამტკიცებს მინისტრი. 23. სამინისტროს საიდუმლო ნორმატიული აქტები კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაქვთ სპეციალურ სახელმწიფო რეესტრში. თავი VI დასკვნითი დებულებები 24. წინამდებარე დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 25. სამინისტროს რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დანართი: იმ უწყებათა და დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ინიშნებიან ოფიცრები უშიშროების საკითხებში 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 2. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო 3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო 4. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და განვითარების სამინისტრო 5. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო 6. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 9. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 10. საქართველოს კონტროლის პალატა 11. საქართველოს ეროვნული ბანკი 12. სს „თბილგაზი” 13. თბილისის მერია 14. სს „მეტროპოლიტენი” 15. სს „საქნავთობი” 16. სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტი 17. სს „თბილსრესი” 18. „საქაერონავიგაცია” 19. სს „აეროპორტი თბილისი” 20. კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი 21. საავიაციო გაერთიანება „ავიამშენი” 22. სს „საქართველოს რკინიგზა” 23. ქუთაისის აეროპორტი 24. სენაკის აეროპორტი 25. ფოთის ნავსადგური * შენიშვნა: უშიშროების საკითხებში ოფიცერთა რაოდენობა და სტატუსი განისაზღვრება უწყების ან ორგანიზაციის ხელმძღვანელთან შეთანხმებით.