⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (12.03.2012)
გაუქმებულია:

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2011
ძალის დაკარგვა 12.03.2012
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010080000.35.158.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110406005, 08/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,076 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2011 მიღება
12.03.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 59.15pt 56.7pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2011 წლის 5 აპრილი ქ. ბოლნისი ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ     ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:     მუხლი 1🔗. სოფელ დისველის ტერიტორიული  ორგანო 1. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო იქმნება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2. ბოლნისის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს ფუნქციაა განამტკიცოს  ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების კავშირი მოსახლეობასთან, ორგანიზაციულად უზრუნველყოს და გააკონტროლოს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების და გამგებლის გადაწყვეტილებათა შესრულება, ორგანიზება გაუწიოს და გააკონტროლოს მოსახლეობისათვის კომუნალური და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების მიწოდება, განახორციელოს ამ დებულებით დაკისრებული უფლებამოსილებანი.       მუხლი 2🔗. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ”საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოში მოქმედი საკანონმდებლო, ნორმატიული, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და ეს დებულება. 2. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანო ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე. 3. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.                                               მუხლი 3🔗. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის უფლებები და მოვალეობები 1. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას; ბ) უზრუნველყოფს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის კავშირს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და გამგეობასთან; გ)ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, მუნიციპალიტეტში მიღებული სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოში დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისათვის მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს; კ) მონაწილეობს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგნოზების, საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით სხვა დოკუმენტების მომზადებაში; ლ) შეიმუშავებს წინადადებებს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; მ) კოორდინაციას უწევს სოფელ დისველის ტერიტორიულ ორგანოში მუნიციპალიტეტის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ნ) შეიმუშავებს წინადადებებს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; ო) მონაწილეობს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის განერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; პ) თვალყურს ადევნებს სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; ჟ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; რ) ასრულებს ,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს: რ.ა) ადასტურებს ანდერძს; რ.ბ) იღებს ზომებს სამემკვიდრო ქონების დასაცავად; რ.გ) ამოწმებს დოკუმენტების პირებისა და ამონაწერების სისწორეს დედნებთან; რ.დ) გადასცემს პირთა განცხადებებს და ცნობებს სხვა პირებს; რ.ე) ადასტურებს მოქალაქის ცოცხლად ყოფნის ფაქტს; რ.ვ) ადასტურებს მოქალაქის განსაზღვრულ ადგილას ყოფნის ფაქტს; რ.ზ) შესანახად იღებს დოკუმენტებს; რ.თ) ადასტურებს მოქალაქის იდენტურობას ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან; რ.ი) ასრულებს კანონით განსაზღვრულ სხვა სანოტარო ფუნქციებს; ს)  გამგეობის (მერიის) რწმუნებულს ამ მუხლის პირველ პუნქტის „რ“ ქვეპუნქტში ჩამოთვლილი სანოტარო მოქმედებების შესრულების უფლებამოსილება ენიჭება მხოლოდ ელექტრონული სანოტარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „რ.თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ სანოტარო მოქმედებაზე, თუ მოქალაქის იგივეობის დადასტურება ფოტოსურათზე გამოსახულ პირთან ხდება შემდგომ მასზე მოქალაქის პირადობის მოწმობის გაცემის მიზნით; ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია: ა)მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ)პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ)უძრავ ნივთებზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ)დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე)იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან; ვ)ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ)მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ)სოციალური(ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების(გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 3. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს აქვს ბეჭედი მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, რომლებსაც იყენებს ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. 4.რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.     მუხლი 4🔗. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები              1. სოფელ დისველის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.       მუხლი 5🔗. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარე              ნ. საბიაშვილი