საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის შესახებ

მიღების თარიღი 14.08.2004
ძალის დაკარგვა 04.08.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №333
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 87, 17/08/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 865 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.08.2004 მიღება
04.08.2008 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
მამუკა გონგაძე _
მირიან კიკნაძე _
თორნიკე  ასათიანი _
მალხაზ აფრიდონიძე _
იოსებ ბიჭიკაშვილი _
ციცინო ზაქაიძე _
ზაქარია კიკნაძე _
იური ჩიქოვანი _
მამუკა წურწუმია _
ნიკოლოზ ჯავახიშვილი _
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 59.15pt 1.0in 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №333 2004 წლის 14 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის შესახებ ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარების, სახელმწიფოში ერთიანი ჰერალდიკური საქმიანობის წარმართვისა და სახელმწიფო სიმბოლოების შემუშავებისათვის სათანადო ღონისძიებების განხორციელების მიზნით: 1. შეიქმნას საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისია. 2. დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის თანდართული დებულება და შემადგენლობა. 3. გაუქმდეს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 17 აგვისტოს  №518 ბრძანებულება და „საქართველოს სახელმწიფო ატრიბუტიკის პრობლემათა შემსწავლელი და წინადადებათა შემმუშავებელი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 2 მარტის №76 ბრძანებულება. მ. სააკაშვილი დანართი №1 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის დებულება I. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისია (შემდგომში – ჰერალდიკური კომისია) არის პრეზიდენტთან არსებული მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს ხელს უწყობს ჰერალდიკის საკითხებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვაში. 2. ჰერალდიკური კომისია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების და ამ დებულების შესაბამისად. II. ჰერალდიკური კომისიის ძირითადი ამოცანები 3. ჰერალდიკური კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფოში ჰერალდიკისა და სიმბოლიკის სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო სიმბოლოების და განმასხვავებელი ნიშნების შექმნისა და გამოყენების შესახებ წინადადებების შემუშავება; გ) სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების ნიმუშების ჰერალდიკური ექსპერტიზა, მათი შექმნისა და გამოყენების შესახებ შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) ახალი სახელმწიფო სიმბოლოებისა და განმასხვავებელი ნიშნების შემოღების შესახებ საქართველოს ნორმატიული აქტებისა და ნორმატიული აქტების პროექტების  განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება. III. ჰერალდიკური კომისიის უფლებამოსილებანი 4. ჰერალდიკური კომისია უფლებამოსილია: ა) შეიმუშაოს წინადადებები ჰერალდიკის საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების ან არსებულ სამართლებრივ აქტებში ცვლილების შეტანის შესახებ; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს დასკვნები ჰერალდიკის საკითხებზე; გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოებიდან, ორგანიზაციებიდან და თანამდებობის პირებისაგან გამოითხოვოს თავისი საქმიანობისათვის საჭირო ინფორმაცია; დ) მოიწვიოს მეცნიერები და სპეციალისტები კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. 5. ჰერალდიკური კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს და ამზადებს წინადადებებს: ა) სახელმწიფო დროშის, საპრეზიდენტო სტანდარტის, ტერიტორიული ერთეულების სამხედრო დროშების და საზღვაო-სავაჭრო (სამოქალაქო ფლოტი) დროშების ნიმუშების თაობაზე; ბ) საქართველოს სახელმწიფო გერბის (დიდი და მცირე სახელმწიფო გერბი), ტერიტორიული ერთეულების გერბების ნიმუშების თაობაზე; გ) საქართველოს სახელმწიფო ორგანოების ემბლემების ნიმუშების თაობაზე; დ) საქართველოს სახელმწიფოს სამხედრო ძალების უნიფორმებისა და განმასხვავებელი ნიშნების (სამხედრო წოდებების, სამხედრო სახეობებისა და სამხედრო ქვედანაყოფების აღნიშვნები) ნიმუშების თაობაზე; ე) საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების ნიმუშების თაობაზე; ვ) საქართველოს სახელმწიფო ფულის ნიშნების ნიმუშების თაობაზე; ზ) საქართველოს სახელმწიფო დოკუმენტების (პასპორტი,  პირადობის მოწმობა და სხვა), გერბიანი ქაღალდებისა და ბლანკების ნიმუშების თაობაზე. IV. ჰერალდიკური კომისიის შემადგენლობა 6. ჰერალდიკური კომისიის შემადგენლობაში შედიან: ა) ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარე; ბ) ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) პასუხისმგებელი მდივანი; დ) წევრები. 7. ჰერალდიკური კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 8. ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს ჰერალდიკური კომისიის საქმიანობას; ბ) ამტკიცებს ჰერალდიკური კომისიის სამუშაო განრიგს; გ) იწვევს და წარმართავს ჰერალდიკური კომისიის სხდომებს; დ) უზრუნველყოფს კომისიის მიერ ცერემონიების გამართვას ჰერალდიკის საკითხებში; ე) წარმოადგენს ჰერალდიკის კომისიას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა პირებთან ურთიერთობისას. 9. ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის მოადგილე: ა) თვალყურს ადევნებს კომისიის გადაწყვეტილებების შესრულებას; ბ) ასრულებს ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის მოვალეობებს მისი არ ყოფნისას; გ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულებიდან გამომდინარე სხვა უფლებამოსილებებს. V. გადაწყვეტილების მიღების წესი 10. ჰერალდიკური კომისია იკრიბება არანაკლებ კვირაში ერთხელ. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ხდება  ჰერალდიკური კომისიის თავმჯდომარის, ან წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ. 11. ჰერალდიკური კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 12. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია თავად მოიწვიოს კომისიის  სხდომა და უხელმძღვანელოს მას. 13. გადაწყვეტილება მიიღება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა 2/3 მაინც, მაგრამ არანაკლებ ჰერალდიკური კომისიის შემადგენლობის 1/3-ისა. VI. ჰერალდიკური კომისიის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა 14. ჰერალდიკური კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. VII. ჰერალდიკური კომისიის საქმიანობის შეწყვეტა 15. ჰერალდიკური კომისია საქმიანობას წყვეტს პრეზიდენტის ბრძანებულებით. დანართი №2 საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ჰერალდიკური კომისიის შემადგენლობა: მამუკა გონგაძე _ მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე მირიან კიკნაძე _ მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი, კომისიის თავმჯდო-მარის მოადგილე თორნიკე  ასათიანი _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი მალხაზ აფრიდონიძე _ ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი იოსებ ბიჭიკაშვილი _ ისტორიკოსი, ჰერალდიკის სპეციალისტი ციცინო ზაქაიძე _ პასუხისმგებელი მდივანი ზაქარია კიკნაძე _ მხატვარი, ჰერალდიკის სპეციალისტი იური ჩიქოვანი _ გენეალოგი მამუკა წურწუმია _ ჰერალდიკის სპეციალისტი ნიკოლოზ ჯავახიშვილი _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი