მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 05.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №55
სარეგისტრაციო კოდი 100040000.22.038.016040
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110406012, 11/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2011 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 45.0pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული
დახმარების საკითხთა მინისტრის
ბრძანება №55
2011 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
მუხლი
1🔗. დამტკიცდეს მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ხ. კალმახელიძე
მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულებები) ადმინისტრაციების მეშვეობით უზრუნველყოფს ვიდეოპაემნის უფლებით მოსარგებლე მსჯავრდებულებისათვის შესაბამისი საკომუნიკაციო და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი პუნქტების მოწყობას დაწესებულებებში.
2. მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემნის მსურველი პირების რეგისტრაციას, შესაბამისი გრაფიკის შედგენას, განსაზღვრული დაწესებულებების შესაბამის ინფორმირებას, ვიდეოპაემნის გამართვის პროცესის კოორდინაციასა და მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემნის მსურველ პირთა მიღება-დაკავშირებას უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მისი ტერიტორიული ორგანოების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში – პრობაციის ბიურო) მატერიალურ-ტექნიკური და საკადრო რესურსების გამოყენებით.
მუხლი 2🔗. ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა და ღირებულება
1. მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
2. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს, რომლის საფასური შეადგენს 15 ლარს და ირიცხება პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე.
3
. ვიდეოპაემანი შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს:
ა) მსჯავრდებულის სურვილის საფუძველზე;
ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
4. ვიდეოპაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება.
5. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის საფასურს ანაზღაურებს ამგვარი პაემნის მსურველი პირი
.
მუხლი 3🔗. ვიდეოპაემნის ორგანიზება
1. მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემნის მსურველი პირის რეგისტრაცია წარმოებს ამ პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე დანართი №1-ის შესაბამისად.
2. მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემანის მსურველი პირის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ამ პირის და მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, მამის სახელი და განმცხადებლის პირადი ნომერი);
ბ) განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემებს;
გ) მითითებას იმ დაწესებულების შესახებ, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული;
დ) მითითებას ამ პირის კავშირის შესახებ მსჯავრდებულთან;
ე) მითითებას ვიდეოპაემნის გამართვის განხორციელების სასურველი თარიღის შესახებ.
3. განცხადება პრობაციის ბიუროს უნდა წარედგინოს ვიდეოპაემნის გამართვამდე არანაკლებ 7 სამუშაო დღით ადრე.
4. განცხადებას თან უნდა ერთოდეს განმცხადებლისა და ვიდეოპაემანში შესაძლო მონაწილე პირების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები.
5. განცხადების რეგისტრაციიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, პრობაციის ბიურო ვიდეოპაემნის გამართვის თაობაზე ატყობინებს შესაბამის
დაწესებულებას და უგზავნის ამ ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ასლს.
6. დაწესებულება ამ მუხლის მე-
5 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს
4 სამუშაო დღის ვადაში, ვიდეოპაემნის გამართვაზე მსჯავრდებულის პასუხს აცნობებს პრობაციის ბიუროს.
7. პრობაციის ბიურო ვიდეოპაემნის გამართვას უზრუნველყოფს ამ მუხლის მე-
6 პუნქტით გათვალისწინებული პასუხის მიღებიდან მომდევნო სამუშაო დღეს.
8. მსჯავრდებულ
თან ვიდეოპაემანი დაიშვება წინასწარ განსაზღვრულ დროს და
მხოლოდ მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში, რასაც მსჯავრდებული ადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების ასლზე ხელმოწერით.
9. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანზე ერთდროულად შესაძლებელია დაიშვას არა უმეტეს 3 პირი ახლო ნათესავთა წრიდან
(შვილი, მეუღლე, მშობელი (მშვილებელი), ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი და მამიდაშვილი, აგრეთვე ის პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და ეწეოდა საერთო მეურნეობას დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში). ვიდეოპაემანზე ერთდროულად დასაშვებ პირთა დადგენილი ლიმიტი არ ვრცელდება 10 წლამდე ბავშვებზე, რომლებიც არიან მსჯავრდებულის ახლო ნათესავები.
10. ამ ბრძანების მე-3 მუხლის მე-
9 პუნქტში გათვალისწინებულ პირთა წრის გარდა მსჯავრდებულთან ვიდეოპაემანზე დაიშვება მხოლოდ ერთი პირი.
1
1. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის გამართვისას არასრულწლოვანს სავალდებულოა თან ახლდეს სრულწლოვანი პირი.
1
2. ვიდეოპაემნის მსურველი პირი, ამ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საფასურის გადახდისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ, პრობაციის ბიუროში საამისოდ გამოყოფილი ადგილიდან ამყარებს პირდაპირ, ვიზუალურ და ხმოვან კავშირს მსჯავრდებულთან.
მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებები
1. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზება ხორციელდება შემდეგ დაწესებულებებში:
ა) №11 არასრულწლოვანთა სპეციალური დაწესებულება;
ბ) №1
5 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
2. დაწესებულებებში
, გარდა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დაწესებულებებისა
, ვიდეოპაემნის ორგანიზება განხორციელდეს ეტაპობრივად.
(დანართი №1)
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(არასაპატიმრო სასაჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი)
1.განმცხადებლის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
__________________________________________________________________________________
(ტელეფონის ნომერი, მისამართი რეგისტრაციის მიხედვით/ფაქტობრივი)
__________________________________________________________________________________
(მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი)
__________________________________________________________________________________
(დაწესებულება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული)
__________________________________________________________________________________
(ვიდეოპაემნის განხორციელების თარიღი: რიცხვი, თვე, წელი)
__________________________________________________________________________________
(განმცხადებლის კავშირი მსჯავრდებულთან)
2. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)
3. ვიდეოპაემანში მონაწილე პირის მონაცემები: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
პირადი № ––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ვიდეოპაემანში მონაწილე პირის კავშირი მსჯავრდებულთან)