ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 06.04.2011
ძალის დაკარგვა 01.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №თევზსა -ჭერი ბადე იარაღის და სახელება
სარეგისტრაციო კოდი 410080000.22.025.016008
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110406013, 07/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,200 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2011 მიღება
01.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 Anser anser
2 Anas strepera
3 Anas crecca
4 Anas platyrhynchos
5 Anas querquedula
6 Anas clypeata
7 Fulica atra
8 Scolopax rusticola
9 Gallinago gallinago
10 Coturnix coturnix
11 Columba palumbus
12 Columba livia
13 Columba oenas
14 Streptopelia turtur
15 ქამბალა-კალკანი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.5pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } span.PlainTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;} span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;} @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 49.6pt 49.6pt 63.8pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №07 2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე  „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,პ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება – ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 7 დეკემბრის №512 ბრძანება „ ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ხეთაგური დებულება ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების საგანი წინამდებარე დებულება არეგულირებს ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესებს, ვადებსა და განსაზღვრავს მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალს.     მუხლი 2🔗. ძირითადი ცნებების განმარტებანი 1. თევზი – წყლის ხერხემლიანი ცხოველები, რომელთაც არა აქვთ სხეულის მუდმივი ტემპერატურა, აგრეთვე კიბოსნაირები და მოლუსკები. 2. სამრეწველო თევზჭერა – წარმოადგენს სარეწაო მიზნით შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმცირეს სამასი მეტრის დაშორებით თევზის მოპოვებას შემდგომი გადამუშავების (საქართველოს კანონმდებლობთ დადგენილ შემთხვევებში ყოველთვიურად მოპოვებული რესურსის 2/3- ის) და/ ან რეალიზციის მიზნით. 3. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა – არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხოლიხი ბადით, ჩოგანბადით და ეკრანით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე. 4. სანაპირო თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას შავ ზღვაში ნაპირიდან არა უმეტეს სამასი მეტრის დაშორებით. სანაპირო თევზჭერა ნებადართულია მხოლოდ 8 მეტრამდე სიგრძის წყლის მცურავი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ან უამისოდ. 5. შიდა წყალსატევებში თევზჭერა _ წარმოადგენს სარეწაო თევზის მოპოვებას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ და გამავალ მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებში, სხვა ბუნებრივ და ხელოვნურ ზედაპირულ წყალსატევებში. 6. თანჭერილი – თევზჭერის ლიცენზიით გათვალისწინებულ თევზის სახეობებთან ერთად თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრილი არასარეწი ზომის და სხვა სახეობის თევზები ( სხვა ჰიდრობიონტები). 7. ქისა ბადე – ბადისერბური წყალგამწურავი იარაღი, რომელის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღებს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება- შეგროვება წარმოებს თევზსარეწ სატრანსპორტო საშუალებაზე ქვემო კიდიდან ,, ქისისებური ფორმით.” 8. მოსასმელი ბადე – ბადისებური წყალგამწურავი სარეწი იარაღი, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება გარკვეული წყლის მოცულობებიდან ჰიდრობიონტების მოპოვებას წყალგაწურვის პრინციპით. წარმოადგენს აქტიურ თევზსაჭერ იარაღს. კონსტრუქციული თავისებურება – ბადის შეკრება- შეგროვება წარმოებს წყალსატევის ნაპირზე ზემო და ქვემო კიდეებიდან თანაბრად. 9. თევზსარეწი ტრალები – გუდისებური ფორმის აქტიური თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება წყლის სატრანსპორტო საშუალებების მეშვეობით გაქაჩვით ( ბუქსირებით) გარკვეული მოცულობის წყალგაწურვას. თევზჭერის პრინციპითა და კონსტრუქციული თავისებურებების მიხედვით ტრალები შეიძლება იყოს: ა) ფსკერული ვარიანტი – გამოიყენება ფსკერული თევზებისა და სხვა ჰიდრობიონიტების საჭერად; ბ) პელაგიური ვარიანტი – გამოიყენება ტიპური პელაგიური თევზების დასაჭერად. 10. კონუსური ბადეები – აქტიური ბადისებური ან სხვა მასალისაგან დამზადებული თევზსარეწი იარაღები, რომელთაც აქვთ კონუსისებური ფორმა და გამოიყენება თევზსაჭერად სარეწაო გემიდან ვერტიკალური წყალგაწურვის პრინციპით. 11. სახლართი ტიპის ბადეები – ბადისებური თევზსარეწი იარაღები, რომელთა მეკშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა წყლის ჰიდრობიონიტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. 12. თევზმახეები – ბადისებური ან სხვა მასალისაგან კონსტრუირებული სტაციონარული თევზსაჭერი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება, იარაღის კონსტრუქციული თავისებურებიდან გამომდინარე, თევზების მასში მოხვედრასა და დაგროვებას; აღჭურვილია „ ძაბრისებური”, „ კონუსისებური” ან სხვა ტიპის შესასვლელებითა და თევზის სამიგრაციო გზების გადამკეტი და მიმმართველი ბადისებუროი კედლებით. 13. ჩასადგმელი იარუსები – სტაციონარული ტიპის სხვადასხვა ზომის ნემსკავებით აღჭურვილი თევზსარეწი იარაღები. 14. პარაშუტისებრი ( გუმბათის ტიპის) ბადეები – აქტიური მოქმედების თევსაჭერი იარაღები, რომლებითაც თევზჭერა ემყარება წყლის სივრცეში ვერტიკალური დაფარვის წყალგაწურვის პრინციპებს. 15. ფაცერი ( ე. წ. ობობა ბადე) – სტაციონარული თევზსარეწი იარაღები, რომელთა ჭერის პრინციპი ემყარება გარკვეული მოცულობის ვერტიკალურ წყალგაწურვას ზემო მიმართულებით ( სპეციალური ბადის ამწევი მექანიზმით). 16. ნემსკავები – რკინის ან სხვა მასალისაგან დამზადებული, მომრგვალებული ფორმის წამახვილებული დაბოლოებებით, თევზსაჭერი იარაღის კონსტრუქციული ელემენტი. 17. ანკესი – სხვადასხვა სახის პოლიმერული ან ბოჭკოვანი მასალისაგან დამზადებულ გრძივ ძაფზე, დამონტაჟებული ნემსკავებით აღჭურვილი თევზსაჭერი მოწყობილობა ( სამანიპულაციო ჯოხით ან მის გარეშე). 18. სპინინგი – გასაშლელი და დასახვევი მოწყობილობით აღჭურვილი ანკესი. 19. ხოლიხი – მცირე ზომის თევზმახე, რომლის ჭერის პრინციპი ემყარება „ ჩიხის პრინციპს. 20. ეკრანი – 5 მეტრამდე სიგრძის ერთკედლიანი სახლართი ტიპის ბადე, რომლის მეშვეობით ჭერა ემყარება, თევზის ან სხვა ჰიდრობიონტების აგებულებისა და ბიოლოგიური სპეციფიკიდან გამომდინარე, გახლართვის და შებოჭვის პრინციპებს. 21. სასროლი ბადე _ სასროლი ბაგირით აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; 22. ჩოგანბადე _ სათანადო ჩარჩოთი აღჭურვილი ხელით საჭერი ბადე; 23. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. თავი II ნადირობის საშუალებები და წესები     მუხლი 3🔗. ნადირობის წესები 1. პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ( დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2. პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ გადამფრენ ფრინველებზე ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის გაცემის წლის აგვისტოს მესამე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე. 3. ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე ( გარდა გადამფრენი ფრინველებისა) – კანონით დადგენილ შემთხვევებში. 4. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები განისაზღვრება ამ დებულების მე-4 დანართით. 5. სანიტარიულ- ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო- სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობისათვის ზიანის აცილების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ხორციელდება ცალკეულ სახეობათა გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირება. 6. ნადირობა აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში იმ სახეობებზე, რომლებიც არ არიან შეტანილნი ,, ნადირობის ობიექტებს მიკუთვნებული ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჩამონათვალში”. 7. აკრძალულია ნადირობა დაცული ტერიტორიების გარშემო 500- მეტრიან ზონაში. 8. აკრძალულია ნადირობა საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე, გარდა გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას. 9. აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში ნადირობის დროს გამოყენებულ იქნეს შემდეგი მეთოდები: ა) მცენარეული საფარის დაწვა; ბ) გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა; გ) ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება; დ) ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების – ყოველგვარი კუსტარული ან ფაბრიკული წესით დამზადებული ბადეების ( გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგების, მარყუჟების, აგრეთვე ორმოების ( გარდა სამეცნიერო- კვლევითი მიზნით ცხოველების მოპოვებისას, აგრეთვე, გარეულ ცხოველთა რეგულირების წესის შესახებ დებულების შესაბამისად დადგენილი ქმედებების განხორციელებისას), სარეგვავების ( სარეჯგველების), საწამლავის, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენება, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ე) ნადირობა და/ ან ცხოველთა მოპოვება ( დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან ( მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; ვ) სტიქიური უბედურებების ( წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს; ზ) ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით; თ) მსხვილი ჩლიქოსნების მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით.     მუხლი 4🔗. ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „ იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.     მუხლი 5🔗. ნადირობის წესების დარღვევა ნადირობა მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე, აგრეთვე, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად. თავი III თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესები     მუხლი 6🔗. თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების მოქმედების სფერო 1. ამ თავით განსაზღვრული წესების მოქმედება ვრცელდება საქართველოს შავი ზღვის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, კონტინენტურ შელფზე და საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევზე ( ტერიტორიული წყლები, მდინარეები, ტბები, ბუნებრივი ტბორები და წყალსაცავები), რომლებიც გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნენ თევზისა და სხვა ჰიდრობიონტების რეწვისათვის, ან/ და აქვთ მნიშვნელობა სარეწაო თევზის მარაგის აღდგენისათვის. 2. იმ წყალსატევებზე და წყალსატევების უბნებზე, რომლებიც სპეციალური წყალთსარგებლობის ობიექტია, თევზჭერა წარმოებს ამ ობიექტის მფლობელის ნებართვით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 7🔗. თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები 1. თევზჭერის ვადები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2. აკრძალულია თევზჭერა: ა) ელექტროსადგურების, სათევზმეურნეო, სამელიორაციო, მაგისტრალური სისტემის მიმყვან და გასავალ არხებში; ბ) კაშხლებთან და რაბებთან არა უხლოეს 500 მეტრისა და ხიდებთან არა უახლოეს 50 მეტრისა; გ) კაშხლებთან არსებულ თევზგამტარ ( თევზსავალ) არხებში; 3. აკრძალულია თევზჭერა, გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზჭერისა: ა) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეებში, კერძო დ: ფსოუ, ხაშუფსა, ბზიფი, მჭიშთა ( შავწყალა), ხიფსთა ( თეთრწყალა), ააფსთა ( ბაკლანოვკა), გუმისთა, კელასური, კოდორი, მოქვი, ღალიძგა, ოქუმი, ერისწყალი, ენგური ( ენგურის ჰიდროელექტრო სადგურამდე), ხობი, ( რიონის ჰიდროელექტრო სადგურამდე), სუფსა, ნატანები, კინტრიში, ჩაქვისწყალი, ჭოროხი, აჭარისწყალი და მათ შენაკადებსა და განშტოებებში; ბ) მთელი წლის განმავლობაში საქართველოს საორაგულე და საზუთხე მდინარეთა შესერთავებში და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე; გ) მდ. ხრამში – სოფ. ლეჟბადინიდან წითელ ხიდამდე; დ) მტკვარი ყველა შენაკადით – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ე) ალაზანი თავისი შენაკადებით და იორი – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ვ) ზღვის ხუთმილიან სანაპირო ზონაში ქალაქ ფოთიდან ქალაქ ოჩამჩირემდე 60- მეტრიანი იზობათის ფარგლებში, ხოლო ფოთი ანაკლიის უბანზე – 120- მეტრიანი იზობათის ფარგლებში; ზ) რიწის ტბაში; თ) შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტალურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში 1 მაისდან 1 ივლისამდე. ამ პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ მოლუსკების აკვალანგებით ან სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობებით შეგროვება და მომსასმელი ბადით კეფალ- პილენგასის ჭერა; ი) ფარავანი – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ველური კობრი – 15 მაისიდან 1 აგვისტომდე; კ) ტაბაწყური – 15 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით; ლ) ხრამის ( წალკის) წყალსაცავი – 15 აპრილიდან 15 აგვისტომდე; მ) თბილისის წყალსაცავი – 15 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით; ნ) სპეციალურ განკარგულებამდე ახლად ან ხელახლად შექმნილ წყალსატევებზე; ო) შიდა წყალსატევების გამოსაზამთრებელ ღრმულებში. პ) პალიასტომის ტბაში: პ. ა) კეფალი ( ლობანი) – 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე; პ. ბ) კეფალი- პილენგასი – 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე; პ. გ) ოქროსფერი კეფალი – 1 დეკემბრდან 15 ივლისამდე; პ. დ) ქარიყლაპია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 დეკემბრიდან 1 იანვრამდე და 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. ვ) შემაია – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. ზ) მცირე ვიმბა – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. თ) კარჩხანა – 1 მაისიდან 1 სექტემბრამდე; პ. ი) კობრი – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; პ. ლ) ღორჯო ( მდევარი) – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. მ) მრგვალი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; პ. ნ) შავი ღორჯო – 1 აპრილიდან 1 სექტემბრამდე; ჟ) ყველა დანარჩენ შიდა წყალსატევებში ( ზოგიერთი მაღალმთიანი ზონის წყალსატევის გარდა, რომლებზედაც სამინისტროს მიერ მიიღება ცალკე გადაწყვეტილება) – 1 მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით. 4. ყველა სხვა შემთხვ ევაში კონკრეტული აკრძალვის ვადებს ადგენს სამინისტრო. 5. თევზჭერის აკრძალვის ვადა ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებთან და სხვა ფაქტორებთან დაკავშირებით შეიძლება გადატანილ იქნეს არა უმეტეს 15- დღიანი განსხვავებით, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.     მუხლი 8🔗. ჭერააკრძალული თევზის სახეობები 1. აკრძალულია ჭერა ( მათ შორის თანჭერილშიც და სპორტულ-სამოყვარულოშ იც), რეალიზაცია და შენახვა თევზის შემდეგი სახეობების: ა) ზუთხისებრთა – მთელი წლის განმავლობაში; ბ) ზღვის ძუძუმწოვრების – მთელი წლის განმავლობაში; გ) შავი ზღვის ორაგულის – მთელი წლის განმავლობაში; დ) კალმახის ( მდინარის და ტბის) – მთელი წლის განმავლობაში; ე) ქამბალა- კალკანის – 15 თებერვლიდან 1 ივლისამდე; ვ) მდინარის კიბოების – მთელი წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული სახეობები ( ქამბალა- კალკანის შემთხვევაში მითითებულ ვადებში) თევზსაჭერ იარაღებში მოხვედრისას დაუყოვნებლივ ექვემდებარებიან საბინადრო გარემოში გაშვებას.     მუხლი 9🔗. თევზჭერისათვის აკრძალული საშუალებები და ხერხები 1. აკრძალულია თევზჭერა: ა) ნებისმიერი სახის ფეთქებადი და მომწამლავი ნივთიერებებით; ბ) ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით და თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოებით; გ) ცეცხლსასროლი და პნევმატური იარაღებით; დ) დევნისა და ფრთხობის ხერხებით; ე) სახლართი ბადეების გამოყენებით მოსასმელი და მოსაყრელი ბადის პრინციპით; ვ) წყალსატევების ხერგვითა და შრეტით: ზ) ყოველგვარი კონსტრუქციის დრაგით, მათ შორის, ხიჟნიაკის კონსტრუქციით; თ) ტრალის ფსკერული ვარიანტით ( ფსკერულ ვარიანტად ჩაითვლება ტრალი, რომლის ჭრილში ტიპური ფსკერული თევზების და სხვა ჰიდრობიონტების, კერძოდ: სკაროსების, ქამბალასნაირების, ღორჯოსებრთა, სკორპენას ( ზღვის ჩიქვი), ზღვის ურჩხულის, ზღვის ძროხის ( ვარსკვლავთმრიცხველი), ხონთქარას ( ბარაბულის), ოფიდიონის, ზღვის მამლების, გველთევზის, კიბორჩხალების, მოლუსკების და სხვა ფსკერის ბინადრების საერთო წილი 5%- ზე მეტია ( დათვლით)); ი) მცურავი ბადეებით ქვედა სართავის გარეშე ფსკერის მცოცავი ბირთვით. 2. აკრძალულია წყალქვეშა ნადირობა თევზებზე ჰარპუნის ტიპის იარაღით, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენებით.     მუხლი 10🔗. თევზჭერასთან და თევზის მარაგის დაცვასთან დაკავშირებული სხვა აკრძალვები 1. აკრძალულია: ა) ჩასადგმელი ბადეების დაგება ზღვის სანაპირო ზოლში ნაპირიდან 100 მეტრზე ნაკლებ მანძილზე მოშორებით 1 ივლისიდან – 15 ოქტომბრამდე; ბ) სარეწი იარაღით მდინარის ან მისი ტოტის 2/3- ზე მეტის დაკავება, აგრეთვე ბადის ჩამკეტი მოსმა მდინარის მოპირდაპირე ნაპირებიდან; გ) ყოველგვარი სარეწი იარაღის სამუშაო მდგომარეობაში ქონა თევჭერისათვის აკრძალულ ვადებში და ადგილებში მცურავ საშუალებებზე; დ) მოსასმელი ბადის გამოყენება, რომლის სიგრძე 300 მეტრზე მეტია ზღვაში და 120 მეტრზე მეტი შიდა წყლებში, ხოლო საქაჩი ბაგირების სიგრძე ბადის გაგრძელებაზე 20 მეტრზე მეტია; ე) ჩასადგმელი სარეწი ბადეების ჭადრაკულ რიგზე დაყენება; ვ) ტრაილს პელაგიური ვარიანტის გამოყენება, რომლის ტექნიკური პარამეტრები აღემატება 31.8/175; ზ) ქისა ბადეების გამოყენება, რომელთა სიმაღლე (სიღრმე) აღემატება 250 მეტრს; თ) თევზის რეწვა პალიასტომის ტბაზე მოსასმელი ბადის გამოყენებით, რომლის სიგრძე 200 მეტრზე მეტია, სიმაღლე 1,5 მ- ზე მეტი, თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ; ი) მოსაყრელი ბადით კეფალის ( ლობანი, პილენგასი, ოქროსფერი კეფალი) რეწვა პალიასტომის ტბაზე 350 მეტრზე მეტია და თვალის ზომა არანაკლებ 22 მმ; 2. ერთ სტაციონარში ( ჩადგმაში) ბადის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 500 მეტრზე ნაკლები. 3. ერთ სტაციონარში ( ჩადგმაში) იარუსის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 200 მეტრს, იარუსში ნემსკავების რაოდენობა 100- ს, ხოლო სტაციონარებს შორის მანძილი არ უნდა იყოს 1000 მეტრზე ნაკლები. 4. აკრძალულია სარეწი გემებიდან ჭარბად მოპოვებული ან წუნდებული თევზის ზღვაში ჩაყრა.     მუხლი 11🔗. ბადის თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში 1. ბადის თვლის ზომად მიიჩნევა ბადის თვლის ერთი გვერდის სიგრძე ანუ მანძილი მილიმეტრებში კვანძის შუა წერტილიდან – მეზობელი კვანძის შუა წერტილამდე. ბადის თვლის ზომას განსაზღვრავს მისი გაჭიმვის სიგრძე და 11 კვანძს შორის დადგენილი მანძილის 10- ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ- ზე ნაკლებია; 6 კვანძს შორის მანძილის 5- ზე გაყოფით, როცა თვლის ზომა 30 მმ- ზე მეტია. 2. თვლის ზომები თევზსაჭერ იარაღებში განისაზღვრება ამ დებულების დანართი 1- ის შესაბამისად.     მუხლი 12🔗. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე 1. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალურ სიგრძედ მიიჩნევა უკუდისფარფლოდ, ანუ მანძილი მილიმეტრებში დინგის წვეროდან ( დახურული პირის დროს) კუდის ფარფლამდე. დამუშავებული, დამარილებული, გამხმარი, შებოლილი და გამოყვანილი თევზის გაზომვისას სიგრძე 4 %- ით იზრდება. 2. ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე განისაზღვრება ამ დებულების დანართი 2- ის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. ჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილი. 1. თევზჭერისათვის დასაშვები მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალური დასაშვები თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს როგორც სამრეწველო, ასევე სანაპირო და შიდა წყალსატევებში თევზჭერისას. 2. თევზმომპოვებელი ვალდებულია იმგვარად შეარჩიოს თევზსაჭერი იარაღის თვლის ზომა, რომ ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილი არ აღემატებოდეს 20%- ს. ( დათვლით). ჭერისათვის დაშვებული მინიმალური სიგრძის თევზების მაქსიმალურად დასაშვები თანჭერილის (20%) გადამეტება ითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად და დამრღვევს რეწვის გაგრძელების უფლება მიეცემა მხოლოდ სამინისტროსთან შეთანხმებით სარეწი ადგილის ან სარეწი იარაღის უფრო მსხვილთვლიანი იარაღით შეცვლის შემთხვევაში.     მუხლი 14🔗. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი 1. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის გათვალისწინება წარმოებს მხოლოდ სარეწაო თევზჭერისას. 2. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილი შეადგენს ქისა ბადისათვის და კონუსური ბადისათვის – 2%, ტრალის პელაგიური ვარიანტისათვის – 6%. მაქსიმალურად დასაშვები სხვა სახეობის თევზების თანჭერილის ( შესაბასისად 2% ან 6%) გადამეტება ჩაითვლება თევზჭერისა და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.     მუხლი 15🔗. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესი 1. აუცილებელია წყალსატევში ყოველი სტაციონარული თევზსაჭერი იარაღის ჩადება ტივტივანიშნულებით, რომლებიც როგორც მინიმუმ უნდა აფიქსირებდნენ ბადეი- არაღის განაპირა წერტილებს. ყოველი ასეთი ტივტივანიშნული უნდა შედგებოდეს ტივტივასა და მასზე დამაგრებული მცირე ზომის ალმისაგან, რომელზედაც გარკვევით უნდა იყოს წარწერილი ლიცენზიის / ნებართვის სერია და ნომერი. 2. წყალსატევში თევზსაჭერი იარაღის ჩაგების წესის დარღვევა ითვლება თევზჭერის მარაგის დაცვის წესების დარღვევად.     მუხლი 16🔗. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა 1. სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.  2. სამოყვარულო და სპორტულ თევზჭერად მიიჩნევა თევზჭერა მხოლოდ ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ეკრანით, ჩოგანბადითა და ხოლიხი ბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება აკვალანგებისა და სხვა სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე. 3. აკრძალულია: ა) ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესის, სპინინგის გამოყენება, რომელზეც ნემსკავების რაოდენობა ერთ მოყვარულზე ზღვაში თვითსატყუარათი 12- ზე მეტია და სატყუარათი 6- ზე მეტი, ხოლო ერთ მოყვარულზე შიდა წყლებში თვითსატყუარათი 6- ზე მეტი და სატყუარათი 3- ზე მეტი ( ორეული და სამეული ნემსკავების შემთხვევაში შესაბამისად ორად და სამად ჩაითვლება); ბ) საქართველოს საზუთხე და საორაგულე მდინარეებში, მათ შესართავებსა და ზღვის შესართავისპირა სივრცეში – შესართავის ირგვლივ 500 მეტრის მანძილზე N8- ზე ( ნემსკავის სიგანე, მანძილი წვერსა და ღეროს შორის არ უნდა აღემატებოდეს 8 მმ- ს) მსხვილი ნემსკავების გამოყენება, ასევე აქ ორეული და სამეული ნემსკავების გამოყენება; გ) ჩოგანბადის, სასროლი ბადის, ეკრანის და ხოლიხი ბადის გამოყენება, რომელთა დიამეტრი სფერული ფორმის შემთხვევაში, ხოლო სიგრძე/ სიგანე სხვა ფორმის შემთხვევაში – 1,2 მეტრზე მეტია, ხოლო თვლის ზომა 20 მმ-ზე ნაკლები. დ) ერთი მოყვარული მეთევზის მიერ ერთზე მეტი სამოყვარულო-სპორტული ბადის გამოყენება; ე) წყალსატევებში მუშა მდგომარეობაში მყოფი სამოყვარულო-სპორტული თევზსაჭერი საშუალებების უმეთვალყუროდ დატოვება; ვ) ორეული და სამეული ნემსკავიანი ანკესების გამოყენება მისატყუარის გარეშე.     მუხლი 17🔗. თევზდაცვის მოთხოვნები წყალამღებ ნაგებობებზე წყალამღები ნაგებობები, წყალაღებით არანაკლებ 5000 კუბ.მ. დღე-ღამეში აუცილებელი აღჭურვილი იყოს თევზამრიდი ნაგებობა-მოწყობილობებით.     მუხლი 18🔗. თევზჭერის სპეციალური მოთხოვნები 1. სამრეწველო და შიდა წყალსატევებში თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე, ხოლო სანაპირო თევზჭერა დასაშვებია მხოლოდ ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. შიდა წყალსატევებში თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია მის მიერ განვლილი ერთი თვის მანძილზე განხორციელებული თევზჭერის შედეგად მოპოვებული რესურსის შესახებ ინფორმაცია ყოველი მომდევნო თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება _ გარემოს დაცვის ინსპექციას (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექცია). 3 . შავ ზღვაში სამრეწველო თევზჭერის ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილ თევზჭერის პერიოდში, ყოველი თვის 5 რიცხვამდე მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს დაცვის ინსპექციას განვლილი ერთი თვის მანძილზე მოპოვებული რესურსის შესახებ და ლიცენზიის მფლობელების მიერ აღნიშნულთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია მოპოვებული რესურსის გადამუშავების შესახებ. 4 . თევზჭერის განმახორციელებელი პირი ვალდებულია ხელი შეუწყოს შემოწმების პროცესში გარემოს დაცვის ინსპექციის კანონიერი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის ჭერილის შემოწმების მიზნით მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ ამოიღოს წყალსატევიდან ის ბადე-იარაღები, რომლითაც ახორციელებს თევზჭერას. 5 . თევზჭერის ლიცენზიატი თევზჭერის განხორციელებამდე ვალდებულია გარემოს დაცვის ინსპექციაში წარადგინოს განაცხადი და ინფორმაცია თავისი ლიცენზიის ფარგლებში როგორც თევზჭერის განმახორციელებელი, ასევე გადამზიდი (სატრან სპორტო) მცურავი საშუალებების შესახებ (კერძოდ, ლიცენზიანტსა და გემის მესაკუთრეს შორის დადებული ყველა ხელშეკრულების არსებობისა და ცვლილებების თაობაზე).     მუხლი 19🔗. თევზჭერისას სარეწაო ჟურნალის წარმოების სავალდებულო მოთხოვნები 1. ლიცენზირებადი თევზჭერის განხორციელებისას თითოეული თევზმჭერი სატრანსპორტო საშუალების მიხედვით სავალდებულოა ამ დებულებით დამტკიცებული №3 დანართით გათვალისწინებული შესაბამისი სარეწაო ჟურნალის თევზჭერის განმახორციელებელი პირის მიერ წარმოება, ამ მუხლით დადგენილი ფორმითა და წესებით. 2. სარეწაო ჟურნალი წარმოადგენს თევზრეწვის მიმდინარეობის, ჭერილის შემადგენლობის და რაოდენობის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც აუცილებელია იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი და დამოწმებული თევზჭერის განხორციელების ადგილმდებარეობის მიხედვით, გარემოს დაცვის ინსპექციის სამოქმედო ტერიტორიის შესაბამისად გარემოს დაცვის ინსპექციის ან მისი ტერიტორიული ორგანოს მიერ. 3. სარეწაო ჟურნალის ფორმა განისაზღვრება ამ დებულების დანართი № 3-ის შესაბამისად. 4. სარეწაო ჟურნალი უნდა შეივსოს შემდეგი წესით: ა) ჟურნალში ყველა სვეტის შევსება სავალდებულოა; ბ) პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დაწყებისთანავე; გ) მე-5, მე-6 და მე-9 სვეტების შევსება წარმოებს უშუალოდ თევზჭერის ყოველი ცდის დამთავრებისთანავე (მე-9 სვეტი ივსება არსებობის შემთხვევაში), მე-6 სვეტის შევსება წარმოებს მაქსიმალური სიზუსტით; დ) 100 ტონის ან მასზე ნაკლები საერთო ტევადობის თევზმჭერი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის გადატვირთვამდე ან ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე; ე) 100 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის თევზმჭერი მცურავი საშუალებით სამრეწველო თევზჭერისას მე-7, მე- 8 და მე-10 სვეტების შევსება ხდება თევზმჭერი მცურავი საშუალებიდან მოპოვებული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისებამდე, სხვა (გარდა გასხვისების) შემთხვევაში თევზჭერის ცდის დამთავრებიდან დაჭერილი თევზის წონის დადგენისთანავე, მაგრამ თევზჭერის ცდის დამთავრებიდან არა უმეტეს 48 საათისა ; ვ ) მე-7, მე-8 და მე-10 სვეტების შევსება შიდა წყალსატევებში თევზჭერისას წარმოებს მოპოვებული რესურსის ხმელეთზე გადმოტვირთვა-ამოყვანისთანავე. 5. ყველა ჩანაწერი სარეწაო ჟურნალში წარმოებს ბურთულიანი კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ, დაუშვებელია ფანქრით ან სხვა ისეთი საწერი საშუალებებით შევსება, რომელთა წაშლაც ადვილია, ასევე აკრძალულია შეტანილ მონაცემთა წაშლა ან შესწორება. თუ ჟურნალის შევსებისას დაშვებულ იქნა შეცდომა, მის გამოსასწორებლად შესაბამის მონაცემების გასწვრივ მაშინვე კეთდება წარწერა „ შესწორებულია” და ჟურნალის მომდევნო გვერდზე – ჩანაწერი აღნიშნული შეცდომის შესახებ. 6. სარეწაო ჟურნალში მონაცემთა შეტანა წარმოებს საქართველოს დროით, სახელმწიფო ენაზე. 7. სარეწაო ჟურნალის პირველ გვერდზე მიეთითება მონაცემები მოსარგებლისა და მცურავი საშუალების შესახებ, აგრეთვე ლიცენზიის სერია და ნომერი. 8. სარეწაო ჟურნალის დაკარგვის ან გაფუჭების შემთხვევაში თევზჭერაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გარემოს დაცვის ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება. 9. სარეწაო ჟურნალის დაკარგვა თევზჭერაზე უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. 10. ახალი სარეწაო ჟურნალის აღების შემთხვევაში ძველი სარეწაო ჟურნალი, ასევე დადგენილი წესით თევზმჭერი საშუალების შეცვლისას ან ლიცენზიის ვადის გასვლისას სარეწაო ჟურნალი წარედგინება გარემოს დაცვის ინსპექციას ან მის ტერიტორიული ორგანოს, სადაც განხორციელდა მისი დამოწმება. 11. სარეწაო ჟურნალის წარმოების წესის დარღვევა, ასევე მონაცემთა არასწორი შეტანა ჩაითვლება თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებად.     მუხლი 20🔗. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერა 1 . სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 2 . ამ დებულებით თევზჭერისათვის დადგენილი შეზღუდვები და აკრძალვები, გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ ა”, „ ბ”, ,,გ” და „ ვ” ქვეპუნქტებით დადგენილი აკრძალვებისა, არ ვრცელდება სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერაზე.     მუხლი 21🔗. პასუხისმგებლობა დებულების მოთხოვნათა დარღვევისათვის ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.     მუხლი 22🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით. დანართი №1 თევზსაჭერი ბადეების თვლების ზომა მოსაპოვებელი თევზის სახეობების მიხედვით თევზსაჭერი იარაღები თვლის მინიმალური ზომები მმ-ში თვლის მაქსიმალური ზომები მმ-ში მოსასმელი ბადე კეფალისებრთა საჭერად 20 – მოსასმელი ბადე სხვა თევზის საჭერად 12 – თევზმახეები 12 – ქისა ბადე 6,5 – ტრალის პელაგიური ვარიანტი – ქაფშიის და ქარსალის საჭერად 6,5 – ტრალის პელაგიური ვარიანტი სხვა თევზების საჭერად 12 – კონუსური ბადე 12 – პარაშუტისებრი ბადე 12 – მოსაყრელი ბადე (ჭილოფით, ე.წ. ლასპორი) 20 – ფაცერი (ე.წ. ობობა ბადე) 20 – სახლართი ბადე 28 – სხვა თევზსარეწი იარაღები 12 – დანართი 2  ჭერისათვის დაშვებული თევზის სახეობების მინიმალური სიგრძე N თევზის სახეობა ჭერისათვის დაშვებული თევზის მინიმალური სიგრძე (მმ-ში) 1 ქაფშია 70 2 ქარსალა 60 3 მერლანგი 120 4 კეფალისებრნი 200 5 კატრანი (ქიცვიანი ზვიგენი) 850 6 სტავრიდა 100 7 ხონთქარა (ბარაბული) 85 8 ღიპა ქაშაყი 110 9 შავი ზღვის ქაშაყი 170 10 სარღანი 320 11 ლუფარი 220 12 პელამიდა 250 13 სკუმბრია 150 14 ღორჯოსებრნი 110 15 ქამბალა-კალკანი 350 16 მიდია 50 (იგულისხმება ნიჟარის მაქსიმალური სიგრძე) 17 გარნელი(კრევეტი) 35 (თვალის შუა წერტილიდან კუდის ფირფიტის ბოლომდე) 18 ღლავი (ლოქო) 500 19 ფარგა 380 20 წერი (ქარიყლაპია) 320 21 სიგისებრნი 180 22 ჭერეხი 400 23 კობრი 320 24 კაპარჭინა 260 25 ჭანარი 320 26 შამაია 250 27 ხრამული ტბის 250 28 ხრამული მდინარის 220 29 ვიმბა 120 30 სხვა თევზები 200 დანართი 3 სარეწაო ჟურნალი თევზ -ჭერის (ცდის) რიგითი ნომერი თევზსა -ჭერი ბადე იარაღის და სახელება თევზაჭერის ყოველი ცდის ადგილი (აკვატორია სახმელეთო ორიენტირ -ებით ან გეოგ -რაფიული კოორდი -ნატებით) თევზჭერის ყოველი ცდის დაწყების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) თევზჭერის ყოველი ცდის დამ -თავრების დრო (წუთი, საათი, დღე,თვე, წელი) ჭერილისა და თანჭერილის ვიზუალური შეფასება (რაოდ. სახეობე - ბის მიხედ - ვით კგ -ში) ჭერილის რაოდენობა სახეობების მიხედვით (კგ) თანჭერი -ლის რაოდენობა სახეობების მიხედვით, კგ -ში შენიშვნა (თევზჭე -რისას ტექნიკური შეფერხე -ბები, ფორსმაჟო -რული ვითარება და სხვა) თევზჭერის განმახორ -ციელებე -ლი პირის ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 დანართი 4 ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ლათინური დასახელება ქართული დასახელება ვადები გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზე ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები 1 Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 საერთო დღიური რაოდენობა 8 ცალი 2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 Anas crecca ჭიკვარა 01.11 – 01.03 4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 5 Anas querquedula იხვინჯა 01.11 – 01.03 6 Anas clypeata ფართოცხვირა იხვი 01.11 – 01.03 7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 სხვა ფრინველები 8 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 15.12 7 ცალი 9 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 10 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 11 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 12 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 13 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 14 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მესამე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი