საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№165
1996 წლის 11 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ
საქართველოს ტერიტორიაზე იმიგრაციულ-ემიგრაციული პროცესების აღრიცხვის, რეგულირებისა და კონტროლის განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში შეიქმნას მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტი, რომლის თავმჯდომარე ისარგებლებს მინისტრის მოადგილის უფლებებით.
2. დეპარტამენტის დაკომპლექტებისათვის სამინისტროს დამატებით გამოეყოს 24 საშტატო ერთეული.
3. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ (ვ. ვაშაკიძე), კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ. ინჯია), სახელმწიფო უზრუნველყოფის სამსახურმა (ი. ანდრიაძე) ერთ თვეში გადაწყვიტონ დეპარტამენტის სამუშაო ოთახებით, ორგტექნიკით, ინვენტარით, სატელეფონო კომუნიკაციებით, სპეციალური კავშირითა და ტრანსპორტით უზრუნველყოფის საკითხი.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მიგრაციის კონტროლის დეპარტამენტის შექმნის შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1275568/