საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№179
1996 წლის 21 თებერვალი
ქ.თბილისი
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის შექმნისა და მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცების შესახებ
საქართველოში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახურის, სეისმოლოგიური ინფორმაციის ოპერატიულად მიღების, შექმნილი სიტუაციის ანალიზის, სეისმური საფრთხის შეფასების, შეტყობინების სამსახურის შექმნისა და მისი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით:
1. შეიქმნას საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გ.ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტთან არსებული საცდელ-მეთოდური გეოფიზიკური ექსპედიციის ბაზაზე, სამეცნიერო დაწესებულების სტატუსის შენარჩუნებით.
2. დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ( დ.იაკობიძე):
– 1996 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტის პროექტში გაითვალისწინოს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებისა და სამუშაოთა შესრულებისათვის 65000 (სამოცდახუთი ათასი) ლარი;
– საჭიროების შემთხვევაში სათანადო დასაბუთების საფუძველზე უზრუნველყოს უცხოური ვალუტის გამოყოფა;
– თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია„თბილისის“ კაპიტალური რემონტისათვის 1996 წელს გამოყოს ასიგნებანი წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
3. საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტრომ (ფ.ინჯია) უზრუნველყოს სეისმური დაცვის ეროვნული სამსახური კავშირგაბმულობის საშუალებებით(ფაქსი, ელექტრონული ფოსტა), გააძლიეროს კავშირგაბმულობის საშუალებათა შეუფერხებელი მუშაობის ადმი კონტროლი.
4. ქალაქ თბილისის მერიამ (ბ.შოშიტაიშვილი):
– უზრუნველყოს თანამედროვე ციფრული სეისმური აპარატურის ნორმალური ექსპლუატაციისათვის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი კორპუსის(გ.ალექსიძის ქ. №1) და ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია„თბილისის“ შენობის წყლი თ ა და ელექტრო ენერგიით მომარაგების პირველ კატეგორიაზე გადაყვანის ტექნიკური პირობები.
–აღკვეთოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობა;
–აკრძალოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ გარეშემო ბუნებრივი ხევის ამოვსება;
–უზრუნველყოს თბილისის ცენტრალური სეისმოლოგიური ობსერვატორია „თბილისის“ ტერიტორიიდან კერძო მებაღეთა გასახლება;
–აღადგინოს გზის გაყვანასთან დაკავშირებით მწყობრიდან გამოსული №1 ჭაბურღილიდან სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო თერმული წყლის მიწოდება.
5. საქართველოს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა მიიღონ ზომები მათ ტერიტორიაზე განლაგებული სეისმური სადგურების ნორმალური მუშაობისათვის.
6. ერთიანი სეისმური დაცვის ეროვნულმა სამსახურმა 2 თვეში წარმოადგინოს განსახილველად ქვეყნის სეისმოლოგიური დაცვის პროგრამა.
ე. შევარდნაძე