აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
ძალადაკარგული
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №218

1996 წლის 16 მარტი

ქ. თბილისი

აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

1. დამტკიცდეს აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ავთანდილ იოსელიანი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველი მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ალექსანდრე მოვსესიანი              – საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

გიორგი ჯაყელი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე

ვლადიმერ დობორჯგინიძე – აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსნის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე

ეთერ ასტამიროვა             – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

კიმი ჯაჭვლიანი – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარე

ედნარ გიორგობიანი – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარის მოადგილე

ომარ ლეკვეიშვილი – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

ჯემალ გახოკიძე   – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

გუჯარ ყურაშვილი – საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე

ვახტანგ თოდუა   – საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილე

ვიტალი მიხელიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების მინისტრის მოადგილე

თემურ კალანდაძე – საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე

ანზორ ლაცუზბაია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი

კახაბერ საკანდელიძე – საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების მინისტრის პირველი მოადგილე

ვახტანგ გვარამია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ჯილდა თოფურიძე – გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორი

გურამ დემეტრაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ალიბაბა ჩადუნელი – საქართველოს ტერიორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოკვლევის საპარლამენტო კომისიის კონსულტანტი

პაატა ზაქარეიშვილი – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და ეროვნულ უმცირესობათა საკითხების კომიტეტის აპარატის უფროსი.

 2. კომისიამ შეიმუშაოს აფხაზეთში დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების სოციალური პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტული ღონისძიებების გეგმა.

 3. გაუქმდეს „აფხაზეთში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის 1995 წლის 13 მარტის №62 ბრძანებულება.

 ე.შევარდნაძე