საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№222
1996 წლის 16 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანისა და მუშაობის ნორმალური პირობების შექმნის მიზნით:
1. მაკონტროლებელი ორგანოების მიერ დარიცხული ბიუჯეტის კუთვნილი გადასახადები და გასული წლების მოგების გადასახადი დეპარტამენტს ჩაეთვალოს გადახდილად საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 8 ივნისის №435 დადგენილების თანახმად ტვირთზიდვის ტარიფების შემცირებით მიღებული ზარალის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი 10.6 მილიონი ლარის ფარგლებში, ხოლო ბიუჯეტის დარჩენილი დავალიანების დაფარვა განხორციელდეს 1999 წლის 1 იანვრიდან.
2. საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტისათვის ბიუჯეტიდან ასანაზღაურებელი თანხა 10.6 მილიონი ლარის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ. იაკობიძე) ასახოს ბიუჯეტის შემოსვლებსა და ხარჯებში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის ფინანსური კრიზისიდან გამოყვანის ზოგიერთ გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1275864/