საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის სამუშაოთა ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№234
1996 წლის 21 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის სამუშაოთა ორგანიზაციის სრულყოფის შესახებ
ევროპის ქვეყნების მიერ საზაფხულო დროის შემოღებისა და გაუქმების შეთანხმებული ვადების (ჟენევა, 1996 წლის იანვარი) გათვალისწინებით:
1. 1996 წლიდან საქართველოს ტერიტორიაზე საზაფხულო დროის შემოღება და გაუქმება დაწესდეს მარტისა და ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.
მიმდინარე წლის 31 მარტს საზაფხულო დროზე გადასვლა მოხდეს ღამის 02 საათზე, საათის ისრების ერთი საათით წინ გადაწევის გზით.
2. სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტო რ იაზე მოქმედი დროის ათვლის სამუშაოთა ორგანიზაციის სრულყოფის მიზნით სახელმწიფო კანცელარიასთან შეიქმნას დროისა და სიხშირის უწყებათშორისი კომისია.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ნ. ლეკიშვილმა განსაზღვროს ამ კომისიის შემადგენლობა და დაამტკიცოს მისი დებულება.
3. დროისა და სიხშირის უწყებათაშორისმა კომისიამ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დროის ათვლის შესახებ წინადადებები შეიმუშაოს და წარმოადგინოს 1996 წლის 1 სექტემბრამდე.
ე. შევარდნაძე