„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1996 წ., №007, გვ.7) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. კანონში გამოყენებულ ძირითად ტერმინებს დაემატოს ტერმინი:
„მარეგულირებელი ორგანო“ – „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფოს მიერ შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე ორგანო.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 341 მუხლი:
„მუხლი 341. არაკონკურენტული საბაზრო რეგულირების პირობებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის დამატებითი გარანტიები
არაკონკურენტული საბაზრო რეგულირების პირობებში მომხმარებელთა ინტერესების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად მარეგულირებელ ორგანოსთან მარეგულირებელი კომისიის აპარატისგან დამოუკიდებლად ყალიბდება მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური, რომლის საქმიანობა რეგულირების შემადგენელი საქმიანობაა და რომელიც ფინანსდება რეგულირების საფასურიდან.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2003 წლის 22 ივლისი.
№2539–რს