„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
010340000.22.027.016117
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110407006, 07/04/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება№46

2011 წლის 7 აპრილი

ქ. თბილისი

„მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის№102 ბრძანებაში ცვლი ლებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „მილიონ ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 29 მაისის №102 ბრძანებაში (სსმ III, 29.05.2009, №65, მუხ. 727) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესის დამტკიცების თაობაზე”.

2. ბრძანების პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დამტკიცდეს 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი.

2. ს აქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2011 წლის 22 მარტის №4463-Iს კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდონ ინფორმაცია 500 000ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე, სასამართლოს წარმოებაში არსებული ყველა საქმის თაობაზე.“.

3. ბრძანებით დამტკიცებული წესის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეებზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის წესი“.

4. ბრძანებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. წესის რეგულირების სფერო

1. ეს წესი განსაზღვრავს 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე (გარდა საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობიდან გამომდინარე დავისა) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის (შემდგომში – იუსტიციის სამინისტრო) მიმართვის, საქმის მასალების მოძრაობისა და წარმომადგენლის დანიშვნის პროცედურას და ვადებს.“.

5. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმის მონაწილე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია სასამართლო დავის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში წერილობით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს და მიაწოდოს საქმესთან დაკავშირებით მის ხელთ არსებული სრულყოფილი დოკუმენტაცია.“.

6. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 3. იუსტიციის სამინისტროს მიერ საქმის მასალების გაცნობა და გადაწყვეტილების მიღება

 1. აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების მიერ მიმართვის წარმოდგენიდან 3 დღის ვადაში ამ წესის პირველ მუხლში მითითებული კატეგორიის საქმეებში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) ან მის მიერ უფლებამოსილი მინისტრის მოადგილე, რის თაობაზეც წერილობით აცნობებს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას და მოითხოვს სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ამ დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნას.

 2. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვ აზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იუსტიციის მინისტრ ი (მინისტრის მოადგილ ე) უფლებამოსილია შემდგომში, საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე მიიღოს გადაწყვეტილება ამავე საქმ ეში ჩართვის თაობაზე და მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულების წარმომადგენლად იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურის დანიშვნა.“.

7. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვის თაობაზე იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი უზრუნველყოფს იუსტიციის სამინისტროს თანამდებობის პირის ან სახელმწიფო მოსამსახურისათვის საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებას.“.

8. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. სასარჩელო განცხადების წარდგენა

500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში სასარჩელო განცხადების წარდგენამდე აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება ვალდებულია აცნობოს აღნიშნულის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ იუსტიციის მინისტრი (მინისტრის მოადგილე) მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვ ა ს, იუსტიციის სამინისტროსა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულება ამზადებ ენ ერთობლივ სასარჩელო განცხადებას.“.

9. ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. იუსტიციის მინისტრის (მინისტრის მოადგილის) მიერ ამ ბრძანებით დადგენილი წესით 500 000 ლარზე მეტი ღირებულების დავის საგნის ან/და ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულის მქონე საქმეში იუსტიციის სამინისტროს ჩართვ აზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებ ის მიღების შემთხვევაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებ ა ვალდებულია სასამართლოს თითოეულ ინსტანციაში საქმის განხილვის დასრულებისთანავე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიაწოდო ს ინფორმაცია ასეთი კატეგორიის საქმეებთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე.“.

მუხლი 2.ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი