„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2548
სარეგისტრაციო კოდი
010.190.000.05.001.001.342
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 08/08/2003
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 2001 წელი, მუხ.20) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) ამ კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით გათვალისწინებული სამსახურების საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობა.“.

2. კანონს III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მოხელეთა სოციალური დაცვის გარანტიები

    მუხლი 141. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგო არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის წევრის ხელფასის 80 პროცენტზე ნაკლები. მას აგრეთვე მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები.

    მუხლი 142. საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილისა და საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივი სარგო, მათი თანამდებობრივი მდგომარეობისა და წელთა ნამსახურობის გათვალისწინებით, არ შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის თანამდებობრივი სარგოს 60 პროცენტზე ნაკლები და 90 პროცენტზე მეტი. მათ აგრეთვე მიეცემათ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები.

    მუხლი 143. თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრა

ამ კანონის 141 და 142 მუხლებით გათვალისწინებული თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტით.“.

 3. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 15. გარდამავალი დებულება

1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში დაწესებულებებმა უზრუნველყონ ამ კანონის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედებითი საქმიანობის სამსახურების შექმნა თავიანთი საშტატო ერთეულების ხარჯზე, აგრეთვე მათი დებულებების შემუშავება და დამტკიცება.

2. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონის 143 მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი გამოსცეს 2003 წლის 15 აგვისტომდე.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი    ე. შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 22 ივლისი

№2548–რს