საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 24.01.2005
ძალის დაკარგვა 01.04.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 7, 24/01/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 14.03.2008
- საქართველოს დაზვერვის სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებებისა და შეღავათების განსაზღვრის შესახებ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის ბრძანება 16.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal1, li.Normal1, div.Normal1 {mso-style-name:Normal1; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin-top:0in; margin-right:-.3in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.65pt 59.15pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №45
2005 წლის 24 იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის თანდართული დებულება.
მ. სააკაშვილი
საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
1. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის საქართველოს პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-სტრატეგიულ და გარემოს დაცვის სფეროებში, ეწევა საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და მივლინებაში მყოფი საქართველოს იმ მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულნი არიან სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციასთან.
2. კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახური კოორდინაციას უწევს საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას.
მუხლი 2🔗.
თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.
მუხლი 3🔗.
სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონები, ასევე საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება და შიდაუწყებრივი აქტები.
მუხლი 4🔗.
საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამსახური თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და სხვა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მუხლი 5🔗.
მოსამსახურეები სამხედრო სამსახურს გადიან „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და სარგებლობენ სამხედრო ძალების სამხედრო მოსამსახურეთათვის გათვალისწინებული უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 6🔗.
სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტისა და ეროვნული უშიშროების საბჭოს წინაშე. სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 7🔗.
სამსახური როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება გასამხედროებული უწყებაა და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
მუხლი 8🔗.
სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, მისი ნამდვილი და პირობითი სახელწოდებით და დასრულებული ბალანსი. სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0179, კეკელიძის ქ. №4.
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო და ამოცანები
მუხლი 9🔗.
სამსახურის საქმიანობის სფეროა საქართველოს სასიცოცხლო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების, ორგანიზაციათა და პირთა მოქმედებების, გეგმების, მიზნების, რეალური და პოტენციური შესაძლებლობების გამოვლენა ინფორმაციის მოპოვებითა და მისი ანალიზით, აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის მეშვეობით.
მუხლი 10🔗.
სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, სადაზვერვო (პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, გარემოს დაცვის, სამხედრო-სტრატეგიული და სხვა სფეროებში) ინფორმაციის მოპოვება, მისი ანალიზი და დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტისათვის მიწოდება;
ბ) საქართველოსათვის მოსალოდნელი საგარეო საფრთხეების ანალიზი და პროგნოზირება, მათი ნეიტრალიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება როგორც დამოუკიდებლად, ისე სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად;
გ) საქართველოს საგარეო-პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო სტრატეგიული კურსის გატარებისათვის ხელის შეწყობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში.
თავი III
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
მუხლი 11🔗.
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული პროგრამით.
მუხლი 12🔗.
თავისი ამოცანების განხორციელების მიზნით სამსახური:
ა) ნებაყოფლობის საფუძველზე კონფიდენციალურად ან ღიად თანამშრომლობს პირებთან, რომლებმაც გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. დადგენილი წესით ქმნის და აწარმოებს ოპერატიული აღრიცხვის საქმეებს;
ბ) კონსპირაციის დაცვის მიზნით ახორციელებს საკუთარი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობების და სატრანსპორტო საშუალებათა შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალებათა სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
გ) საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს, რომლებიც სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობითაა ნაკარნახები;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უშიშროებას, იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობა-ნაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვას როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ მყოფ საქართველოს დიპლომატიურ და სხვა სახელმწიფო დაწესებუ-ლებებში. ამ მიზნით იყენებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკური დაცვის ღონისძიებებს კავშირგაბმულობის არხებიდან სახელმწიფო საიდუმლოების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად;
ვ) ახორციელებს ურთიერთობას საზღვარგარეთის შესაბამის სამსახურებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში;
ზ) თავისი ფუნქციონირებისათვის, დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში, ქმნის აუცილებელ ორგანიზაციულ სტრუქტურებს;
თ) სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის შეიმუშავებს და ახორციელებს სპეციალურ პროგრამებს;
ი) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან;
კ) საკუთარ მოსამსახურეთა, ინფორმაციის, ქონებისა და ობიექტების დაცვის უზრუნველსაყოფად თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან;
ლ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა სახელმწიფოთა ფარული სადაზვერვო საქმიანობის, აგრეთვე საერთაშორისო ტერორიზმის, ნარკობიზნესის და ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის ღონისძიებებში;
მ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ნ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, კავშირგაბმულობის არხებიდან და ეთერიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს რადიოელექტრონულ და ტექნიკურ საშუალებებს;
ო) თავს უყრის ყველა სადაზვერვო ინფორმაციას იმ სახელმწიფო სტრუქტურებიდან, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფლება აწარმოონ სადაზვერვო საქმიანობა ან თუ თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას მათთვის ცნობილი გახდა სადაზვერვო ინფორმაცია;
პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს.
მუხლი 13🔗.
სამსახურის მიერ სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მეთოდები და საშუალებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. ამ საქმიანობისას გამოყენებული მეთოდები და საშუალებები ზიანს არ უნდა აყენებდეს ადამიანთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და გარემოს, არ უნდა ხელყოფდეს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
თავი IV
სამსახურის უფროსი
მუხლი 14🔗.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
მუხლი 15🔗.
სამსახურის უფროსი:
ა) აწესრიგებს სამსახურის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს სამსახურს ან ანიჭებს მისდამი დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს სამსახურის წარმომადგენლობას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება;
დ) თვალყურს ადევნებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს სამსახურის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას;
ე) სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა მოსამსახურეებს;
ზ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად დამტკიცებული რიცხოვნობის ფარგლებში ნიშნავს დაზვერვის ოფიციალურ წარმომად-გენლებს;
თ) განსაზღვრავს სამსახურის ქვედანაყოფების უფროსების უფლებამოსილებას;
ი) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით, ვადაზე ადრე – ვიცე-პოლკოვნიკის ჩათვლით;
ლ) დადგენილი წესით საქართველოს პრეზიდენტთან განსახილველად შეაქვს წინადადებები სამსახურის მოსამსახურეებისა და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის სახელმწიფო ჯილდოებისა და საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;
მ) ასაჩუქრებს და აჯილდოებს სამსახურის სამ-ხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პერსონალს, ასევე სხვა სახელმწიფოების სპეცსამსახურების წარმომადგენლებს და სხვა პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის;
ნ) ცალკეულ შემთხვევებში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს ხელშეკრულების საფუძველზე;
ო) საქართველოს პრეზიდენტს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
პ) უზრუნველყოფს სამსახურის პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკუთარი მოსამსახურეების სრულ სამობილიზაციო მზადყოფნას;
რ) საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ს) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს პირადობის მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღს, აგრეთვე სხვა სპეციალურ საშუალებებს;
უ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის იმ ცალკეულ მაღალკვალიფიციურ სამხედრო მოსამსახურეთა სამსახურის გაგრძელების შესახებ, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს, გარდა პოლკოვნიკისა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის;
ფ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს უწყებათაშორის საერთაშორისო ხელშეკრულებებს (შეთანხმებებს);
ქ) დადგენილი წესით განკარგავს ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
ღ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
სამსახურის უფროსის მოადგილეები
მუხლი 16🔗.
სამსახურის უფროსს ჰყავს ერთი პირველი მოადგილე და ორი მოადგილე.
მუხლი 17🔗.
სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის უფროსი საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით.
მუხლი 18🔗.
სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების უფლბამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 19🔗.
სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე უფროსის არყოფნისას ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და კოორდინაციას უწევს ქვედანაყოფების ურთიერთობებს.
მუხლი 20🔗.
სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე მისი დავალებით ახორციელებს ურთიერთობას საქართველოს პარლამენტთან.
თავი VI
სამსახურის სტრუქტურა, სტრუქტურული ქვედანაყოფების ამოცანები და კომპეტენცია
მუხლი 21🔗.
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების პირობითი დასახელებები, შინაგანი სისტემა არის სახელმწიფო საიდუმლოება. მათ დებულებებს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
მუხლი 22🔗.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო;
ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველო;
გ) სპეციალური ოპერაციების სამმართველო;
დ) ადმინისტრაცია (სამმართველო);
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო.
მუხლი 23🔗.
სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და კომპეტენცია:
ა) ოპერატიული დაზვერვის სამმართველო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს ოპერატიული მეთოდებითა და საშუალებებით, ასევე ასრულებს საგა-რეო კონტრდაზვერვით ფუნქციას;
ბ) ინფორმაციისა და ანალიზის სამმართველოს ამოცანაა ოპერატიული და ღია წყაროებიდან მოპოვებული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვება, ანალიზი, სისტემური დამუშავება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება და პროგნოზირება;
გ) სპეციალური ოპერაციების სამმართველოს ამოცანაა სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელი აქტიური და სპეციალური ღონისძიებების დაგეგმვა და სხვა დანაყოფებთან ერთად მისი განხორციელება;
დ) ადმინისტრაცია ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას და კონტროლს, აწარმოებს მათ სამართლებრივ, საკანცელარიო უზრუნველყოფას, მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობას, საკუთარ უსაფრთხოებასა და ინსპექტირებას, დადგენილი წესით ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების სპეცსამსახურებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი კავშირურთიერთობების დამყარებას, განმტკიცებას და საპროტოკოლო უზრუნველყოფას;
ე) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო ახორციელებს ოპერატიულ აღრიცხვასა და დაარქივებას, ასევე საკადრო, საფინანსო-სამეურეო და ტექნიკურ უზრუნველყოფას.
თავი VII
დასკვნითი დებულებანი
დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.