საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 31.12.2008
ძალის დაკარგვა 16.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 187, 31/12/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის
დადგენილება №267
2008 წლის 31 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანდართული დებულება.
2. დადგენილება ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან.
პირველი ვიცე-პრემიერი ნ. გილაური
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ბიუროს სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“.
3. ბიურო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ დებულებისა და სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
4. ბიურო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
5. ბიუროს საქმიანობა ემყარება კანონიერების, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე იურიდიული პირის უფლებათა დაცვის, ექსპერტის დამოუკიდებლობის, ობიექტურობის, მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე მიღწევების გამოყენებით წარმოებული ყოველმხრივი და სრული კვლევის პრინციპებს.
6. ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №84.
თავი II
ბიუროს ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილება
მუხლი 2🔗. ბიუროს ამოცანები
1. ბიუროს ძირითადი ამოცანაა სისხლის სამართლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეებზე სასამართლოს, პროკურორის, გამომძიებლის, საქმეში მონაწილე მხარის ან უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით, აგრეთვე საქართველოს ან უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირების, ადმინისტრაციული ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე მეცნიერების, ტექნიკის ან ხელოვნების დარგში საჭირო გარემოებების დასადგენად სპეციალური გამოკვლევების ჩატარება და შესაბამისი დასკვნების ან ცნობების მომზადება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად ბიურო კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები
საკუთარი ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად ბიურო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ა) სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ორგანიზებასა და წარმოებას;
ბ) რევიზიას, ინვენტარიზაციასა და საუწყებო შემოწმებას;
გ) ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ხელშეკრულების საფუძველზე საექსპერტო მომსახურებას;
დ) სამეცნიერო და მეთოდურ მუშაობას, გამოკვლევათა მეთოდიკის სრულყოფას და ახალი მეთოდების დანერგვას;
ე) კადრების შერჩევას, მომზადებასა და გადამზადებას;
ვ) სასამართლო-საექსპერტო პრაქტიკის მეცნიერულ განზოგადებას და აქტუალური პრობლემატიკის გამოყოფას;
ზ) თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების სასამართლო-საექსპერტო დაწესებულებებთან და საერთაშორისო საექსპერტო ორგანიზაციებთან, მონაწილეობს ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, სიმპოზიუმების მუშაობაში;
თ) სასამართლო ექსპერტიზის საკითხებზე გამოსცემს ბეჭდვით პროდუქციას;
ი) აწარმოებს დაქტილოსკოპიურ (თითის ანაბეჭდების), ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზას;
კ) ახორციელებს საინფორმაციო-ანალიტიკურ მუშაობას;
ლ) ახორციელებს ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა საქმიანობას.
მუხლი 4🔗. ბიუროს უფლებამოსილება
ბიურო უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს:
ა) დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა;
ბ) ხელნაწერებისა და ხელმოწერების ექსპერტიზა;
გ) ბალისტიკური ექსპერტიზა;
დ) ტრასოლოგიური ექსპერტიზა;
ე) ავტოტექნიკური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზა;
ვ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო, ჰომეოსკოპიური და ფონოსკოპიური ექსპერტიზა;
ზ) დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა;
თ) ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზა;
ი) ნივთიერებების, მასალებისა და ნაკეთობების ექსპერტიზა;
კ) მცენარეული ობიექტების ექსპერტიზა;
ლ) ნავთობპროდუქტების ხარისხის ექსპერტიზა;
მ) კვების პროდუქტების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის ექსპერტიზა;
ნ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ო) სასაქონლო ექსპერტიზა;
პ) სამედიცინო ექსპერტიზა;
ჟ) ბიოლოგიური და ციტოლოგიური ექსპერტიზა;
რ) ჰისტოლოგიური ექსპერტიზა;
ს) ფიზიო-ტექნიკური ექსპერტიზა;
ტ) სამედიცინო-ქიმიური ექსპერტიზა;
უ) ფსიქიატრიული შემოწმება და ექსპერტიზა;
ფ) ნარკოლოგიური შემოწმება და ექსპერტიზა.
თავი III
ბიუროს სტრუქტურა და მართვა
მუხლი 5🔗. ბიუროს სტრუქტურა
1. ბიურო შედგება ძირითადი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან.
2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური;
ბ) იურიდიული განყოფილება;
გ) კანცელარია;
დ) ბიუროს სამდივნო;
ე) დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება;
ვ) ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება;
ზ) ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;
თ) კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება;
ი) ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება;
კ) საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება;
ლ) სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება;
მ) ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება;
ნ) ქიმიური ექსპერტიზის სამსახური;
ო) სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური;
პ) ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური;
ჟ) დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური;
რ) აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური.
მუხლი 6🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
1. ბიუროს ხელმძღვანელობს ბიუროს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი.
2. ბიუროს უფროსი წარმართავს ბიუროს საქმიანობას, წარმოადგენს ბიუროს სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობაში, მოქმედებს ბიუროს სახელით.
3. ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
4. ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ბიუროს ხელმძღვანელობს და მის საქმიანობას წარმართავს ბიუროს უფროსის მოადგილე.
5. ბიუროს უფროსის ბრძანებით ან მინდობილობის საფუძველზე ბიუროს სპეციალური წარმომადგენლობის უფლება შეიძლება მიენიჭოთ ბიუროს თანამშრომლებს, აგრეთვე გარეშე პირებს.
მუხლი 7🔗. ბიუროს უფროსისა და მისი მოადგილის უფლებამოსილებანი
1. ბიუროს უფროსი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა ბიუროს ყველა თანამშრომლისათვის;
ბ) ბიუროს სახელით დადოს ხელშეკრულებები და შეთანხმებები კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) ბიუროს სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში;
დ) დაამტკიცოს ბიუროს საშტატო განრიგი და სახელფასო ფონდი;
ე) დაამტკიცოს ბიუროს შინაგანაწესი და განსაზღვროს თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციები;
ვ) წარმართოს საკადრო პოლიტიკა;
ზ) დანიშნოს და გაათავისუფლოს ბიუროს თანამშრომლები;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებები;
ი) მოიწვიოს სპეციალისტები ხელშეკრულების საფუძველზე კანონით განსაზღვრული წესით;
კ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. ბიუროს უფროსი ვალდებულია:
ა) დაიცვას დებულება და მოქმედი კანონმდებლობა;
ბ) გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბაროს საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მთავრობას;
გ) უზრუნველყოს ბიუროს თანამშრომელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა;
დ) უზრუნველყოს სასამართლო-საექსპერტო საქმიანობის ხარისხის კონტროლი და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ე) განახორციელოს მოქალაქეთა მიღება;
ვ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო, კვლევით, მეთოდურ მუშაობას და გააკონტროლოს მისი შესრულება, აგრეთვე განახორციელოს ექსპერტიზის წარმოებაში ახალი მეთოდების დანერგვა;
ზ) ორგანიზება გაუწიოს ექსპერტიზის, გამოკვლევის, შემოწმების, რევიზიის ჩატარებას, უზრუნველყოს გამოსაკვლევი ობიექტების დაცვა, გააკონტროლოს ექსპერტიზის ან რევიზიის ჩატარების ვადები;
თ) უზრუნველყოს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კონტროლი.
3. ბიუროს უფროსის მოადგილე:
ა) ახორციელებს ბიუროს უფროსის მიერ განსაზღვრულ ფუნქციებს და უზრუნველყოფს კანონმდებლობითა და დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას;
ბ) ბიუროს უფროსის მითითებით ხელმძღვანელობს და ზედამხედველობას (კურატორობას) უწევს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას;
გ) აკონტროლებს ბიუროს უფროსის დავალებებისა და ბრძანებების შესრულების მიმდინარეობას.
თავი IV
ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფები
მუხლი 8🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და მართვა
1. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ხოლო ფუნქციები და სტრუქტურა – შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ბიუროს უფროსი.
2. ბიუროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს (სამსახურს, განყოფილებას, ლაბორატორიას და ჯგუფს) ხელმძღვანელობს სამსახურის (განყოფილების) უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს უფროსი.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი უშუალოდ ექვემდებარება ბიუროს უფროსს.
4. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ანაწილებს მოვალეობებს დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს შორის;
ბ) აკონტროლებს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) ადგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სტატისტიკურ ანგარიშს;
დ) მონაწილეობს ექსპერტიზის ჩატარებაში;
ე) უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფში ჩატარებული ექსპერტიზის ვადისა და ხარისხის კონტროლს;
ვ) ბიუროს უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების დაკისრების შესახებ;
ზ) ხელმძღვანელობს მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული ქვედანაყოფის კადრების მომზადებას.
მუხლი 9🔗. ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახური
ფინანსური, მატერიალური და საკადრო უზრუნველყოფის სამსახურის ძირითადი ამოცანაა კომპეტენციის ფარგლებში ბიუროს თანამშრომელთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებების მომზადება, მათი პირადი საქმეებისა და შრომის წიგნაკების აღრიცხვა-წარმოება, თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსებისა და ატესტაციების ორგანიზება, შრომის დისციპლინის დაცვის კონტროლი, ბიუროს საშტატო ნუსხის ფორმირება და წარდგენა, ბალანსის შედგენა, თანამშრომელთა მატერიალური სტიმულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავება, გადასახადების გამოანგარიშება და გადახდა, ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გამართული ექსპლუატაცია და ფუნქციონირება, მისი გაუმჯობესება და სრულყოფა, ბიუროს კომპიუტერული ქსელის მუშაობის უზრუნველყოფა, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულების კონტროლი, წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმის შედგენა, ბიუროში მომზადებული სამეცნიერო კვლევითი მასალების გამოცემის უზრუნველყოფა.
მუხლი 10🔗. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილების ძირითადი ამოცანაა ბიუროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების პროექტების მომზადება, ბიუროს უფლებებისა და ინტერესების დაცვა სასამართლოში.
მუხლი 11🔗. კანცელარია
კანცელარიის ძირითადი ამოცანაა ბიუროში საქმის წარმოების ორგანიზება, შემოსული ნივთიერი მტკიცებულებებისა და ექსპერტიზის ობიექტების სპეციალურ საცავში შენახვის, მათი შემოტანა-გატანისა და ბრუნვის აღრიცხვა და კონტროლი, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა.
მუხლი 12🔗. ბიუროს სამდივნო
ბიუროს სამდივნო უზრუნველყოფს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შემუშავებული დოკუმენტაციის ტექნიკურად მომზადებას (დაბეჭდვას).
მუხლი 13🔗. დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილება
დოკუმენტების ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხელნაწერი და ნაბეჭდი დოკუმენტების, ქაღალდის, საწერი საშუალებების, ბლანკების და ფულადი ნიშნების ექსპერტიზის, აგრეთვე ხელმოწერების, ხელნაწერი ტექსტებისა და ციფრობრივი ჩანაწერების ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 14🔗. ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანალიტიკური განყოფილება
ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, საიდენტიფიკაციო კვალთა ანასლიტიკური განყოფილების ძირითადი ამოცანაა ცეცხლსასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების, აგრეთვე ცეცხლსასროლ იარაღთან და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებულ შემთხვევებზე გარკვეული გარემოებების დასადგენად ბალისტიკური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ცეცხლსასროლი იარაღის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება, ყველა სახის ტრასოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ობიექტების დამუშავება კვალის აღების მიზნით, პიროვნებისა და გვამის დაქტილოსკოპირება, კვალის ვარგისიანობის დადგენა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, დაქტილოსკოპიურ მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.
მუხლი 15🔗. ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება
ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა სატრანსპორტო-ტრასოლოგიური, ავტოტექნიკური და ავტოსასაქონლო ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 16🔗. კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილება
კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ხმის იდენტიფიკაციის, კომპიუტერული, აუდიო-ვიდეო და ფონოსკოპიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 17🔗. ფინანსური ექსპერტიზის განყოფილება
ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფინანსური და საბუღალტრო ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 18🔗. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილება
საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა შენობა-ნაგებობების შეფასება, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტროტექნიკური, სამშენებლო-ეკონომიკური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 19🔗. სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილება
სასაქონლო ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა მოძრავი და უძრავი ქონების შეფასება, საქონლის გამოკვლევა, სასაქონლო ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 20🔗. ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილება
ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ძირითადი ამოცანაა ფსიქოაქტიური ნივთიერებების (ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, ალკოჰოლის) მიღების ფაქტის დადგენა კლინიკური გამოკვლევით და ექსპრეს-ტესტებით, სტაციონარული და ამბულატორიული ნარკოლოგიური შემოწმება, აგრეთვე სასამართლო-ნარკოლოგიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, ნარკოლოგიური აღრიცხვის მონაცემთა საინფორმაციო ბაზის შექმნა და წარმოება.
მუხლი 21🔗. ქიმიური ექსპერტიზის სამსახური
ქიმიური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით მინის, კერამიკის, სილიკატური სამშენებლო მასალების, ლითონების, შენადნობებისა და მათი ნაკეთობების გამოკვლევა, ნავთობ-პროდუქტების, საწვავ-საცხები მასალების, დაუდგენელი (უცხო) ობიექტებისა და ნივთიერებების, ნიადაგის, სპირტშემცველი ნივთიერებების, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, თამბაქოს ნაწარმის, კვების პროდუქტების, ლაქსაღებავებისა და მათი საფარის, ბოჭკოვანი ობიექტებისა და მათი ნაწარმის, პოლიმერული ობიექტებისა და მათი ნაკეთობების, საყოფაცხოვრებო ქიმიური ობიექტების, აგრეთვე სხვადასხვა ობიექტში ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და სხვა მომწამლავი ნივთიერებების აღმოჩენა (ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევა), ნარკოტიკული და ფეთქებადი ნივთიერებების, ფარმპრეპარატების, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ობიექტების, სახანძრო (ქიმიური და ფიზიკური მეთოდებით) ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 22🔗. სამედიცინო ექსპერტიზის სამსახური
სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა ცოცხალ პირთა და გვამების გამოკვლევა, სამედიცინო-კრიმინალისტიკური, სასამართლო-ქიმიური, სასამართლო-ბიოლოგიური, ციტოლოგიური, სასამართლო-ჰისტოლოგიური, სასამართლო-ბიოქიმიური ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება, აგრეთვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის წარმოება სამედიცინო დოკუმენტაციითა და საქმის მასალებით.
მუხლი 23🔗. ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახური
ფსიქიატრიული ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შერაცხადობის განსაზღვრა, ქმედუნარიანობის განსაზღვრა, სტაციონარული და ამბულატორიული ფსიქიატრიული გამოკვლევა და ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
მუხლი 24🔗. დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე (იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ზემო აფხაზეთისა და გურიის მხარეებში) სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
მუხლი 25🔗. აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახური
აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის სამსახურის ძირითადი ამოცანაა სამოქმედო ტერიტორიაზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით გათვალისწინებული ექსპერტიზის ორგანიზება და წარმოება.
თავი V
ბიუროს ქონება და ფინანსები
მუხლი 26🔗. ბიუროს ქონება
1. ბიუროს ქონება შედგება დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროსათვის უსასყიდლოდ გადაცემული სახელმწიფო ქონებისა და ბიუროს მიერ შეძენილი სხვა ქონებისაგან.
2. ბიუროს მიერ ქონების შეძენა და გასხვისება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 27🔗. ბიუროს დაფინანსება
1. ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
დ) გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ბიურო უფლებამოსილია თავისი მიზნების განსახორციელებლად კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს ეკონომიკური საქმიანობა. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების განაწილების წესს ადგენს ბიუროს უფროსი.
თავი VI
დასკვნითი დებულებანი
მუხლი 28🔗. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.