⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (30.04.2012)
გაუქმებულია:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი

მიღების თარიღი 06.04.2011
ძალის დაკარგვა 30.04.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/505
სარეგისტრაციო კოდი 430180000.22.024.016054
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110407018, 08/04/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,052 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.04.2011 მიღება
30.04.2012 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.45pt 49.5pt 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/50 5 2011 წლის 6 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის № 77 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს       ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის თანდართული წესი. 2.   ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის პირველი მოადგილე            ა. კეკელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში (შემდგომში – სამინისტრო) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამინისტრო უქმნის პრაქტიკანტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებსა და შესაძლებლობას.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პრაქტიკა – სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებელი საქმიანობა; ბ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამინისტროში შემოტანილი აქვს განაცხადი პრაქტიკის გავლის შესახებ და ამ წესით დადგენილი დოკუმენტები; გ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას. თავი II პრაქტიკანტის სტატუსი     მუხლი 4🔗 პრაქტიკანტად მიიღება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი.     მუხლი 5🔗 გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი (შემდგომში – მინისტრი) სამინისტროს ადმინისტრაციის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) წარდგინების საფუძველზე.     მუხლი 6🔗 კანდიდატმა სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა (დანართი №1) და შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ცნობა-დახასიათება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან; გ) სტუდენტის აკადემიური მოსწრების წიგნაკის ასლი ან/და ცნობა აკადემიური მიღწევის შესახებ; დ) ერთი ფოტოსურათი (3x4).     მუხლი 7🔗 პრაქტიკის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 6 თვისა.     მუხლი 8🔗 პრაქტიკანტთა რაოდენობა სამინისტროს სტუქტურულ ქვედანაყოფში არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/3-ს. თავი III პრაქტიკანტის უფლება-მოვალეობები     მუხლი 9🔗 პრაქტიკანტს უფლება აქვს: ა)დეპარტამენტისგან მიიღოს აუცილებელი კონსულტაციები მუშაობის ორგანიზების შესახებ; ბ) ჰქონდეს სათანადო პირობები მასზე დაკისრებული დავალებების შესასრულებლად; გ) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით; დ) გაეცნოს სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება.     მუხლი 10🔗 პრაქტიკანტი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს საქმიანობის მარეგულირებელი დოკუმენტაციით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება სამინისტროს იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან უშუალო ხელმძღვანელის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას; გ) დროულად გამოცხადდეს პრაქტიკის გავლის ადგილას და არასაპატიო მიზეზით არ გააცდინოს პრაქტიკა, ხოლო საპატიო მიზეზის არსებობისას ამის შესახებ დროულად აცნობოს უშუალო ხელმძღვანელს. თავი IV სამინისტროს უფლება-მოვალეობანი     მუხლი 11🔗 1. სამინისტრო პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს და გარემოს პროფესიული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პრაქტიკანტს აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათ შესრულებას. 3. სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის უფროსი პრაქტიკის დასრულების შემდეგ აძლევს პრაქტიკანტს ცნობა-დახასიათებას პრაქტიკის გავლის შესახებ. 4. სამინისტრო აძლევს პრაქტიკანტს მოწმობას (დანართი №2) პრაქტიკის გავლის შესახებ. თავი V პრაქტიკის გავლის სხვა პირობები     მუხლი 12🔗 1. პრაქტიკის შეწყვეტის საფუძველია: ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის მე-13 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. პრაქტიკის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი დეპარტამენტის წინადადებით.     მუხლი 13🔗 კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, პრაქტიკანტის სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფში დანიშვნისას მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა. დანართი №1 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განაცხადი პრაქტიკის გავლაზე 1. სახელი, გვარი ---------------------------------------------------------------------------- 2. დაბადების თარიღი --------------------------------------------------------------------- 3. უმაღლესი სასწავლებელი --------------------------------------------------------------- 4. ფაკულტეტი, სპეციალობა --------------------------------------------------------------- 5. რომელი უცხო ენები იცით? ა)----------------------------- ----                            ბ)----------------------------------- გ)----------------------------------                           დ)------------------------------------ რომელ კომპიუტერულ პროგრამებს ფლობთ?  ა) ----------------------------------                         ბ) -------------------------------------  გ)----------------------------------                     დ) ------------------------------------- 7. რომელი სასწავლო კურსები გაქვთ გავლილი? სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში თუ მიგიღიათ მონაწილეობა? რომელ კონფერენციებში მონაწილეობდით? ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ 8. სამინისტროს რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა? (მიუთითეთ ერთი ქვედანაყოფი) ---------------------------------------------------------------------------------------------------- 9. საცხოვრებელი ადგილის მისამართი ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 10. საკონტაქტო ტელეფონი ------------------------------------------------------------------------- 11. ელექტრონული ფოსტის მისამართი ----------------------------------------------------------- 12. ანკეტის შევსების თარიღი ----------------------------------------------------------------------- 13. შემვსები პირის ხელმოწერა --------------------------------------------------------------------- დანართი №2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მ ო წ მ ო ბ ა გადაეცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) მასზე, რომ მან 20 წლის „       „ ––––– დან 20 წლის „       „ –––––––– მდე გაიარა პრაქტიკა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი) თარიღი  „        „ ––––––––– 20 წ. –––––––––––––––––––                                                      ––––––––––––––––––––––– უფლებამოსილი თანამდებობის პირების ხელმოწერა მოწმობა გაიცა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის № ––––– ბრძანების შესაბამისად