საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2005
ძალის დაკარგვა 19.04.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №50
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 13, 04/02/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,134 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2005 მიღება
19.04.2006 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h4 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCaption, li.MsoCaption, div.MsoCaption {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:"Geo ABC","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:28.35pt 42.5pt 21.3pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №50 2005 წლის 1 თებერვალი  ქ. თბილისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-6 მუხლის თანახმად: 1. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობა: გელა ბეჟუაშვილი   – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე კორკელია – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ ბაძაღუა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლაშა გოცირიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ნათია თურნავა – საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დარეჯან ლეკიაშვილი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების უფროსი ბესიკ ლოლაძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევან მაისურაძე – საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ბიუროს უფროსი ზურაბ მხეიძე – საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოადგილე ვახტანგ მეგრელიშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვარლამ მოსიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ნალბანდოვი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების მთავარი მრჩეველი, კომისიის მდივანი კორნელი სალია – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება – სახელ-მწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სახმელეთო საზღვრის დაცვის მთავარი სამმართველოს უფროსი კახა სიხარულიძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორი ნონა წოწორია – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ბელა წიფურია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლევან ჯუღელი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2. ეთხოვოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება: ანა დოლიძეს – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს მარინა თაბუკაშვილს – ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” ქალთა პროგრამების ხელმძღვანელს წოვინარ ნაზაროვას – არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანთა ჰარმონიული განვითარების საზოგადოების თავმჯდომარეს სოზარ სუბარს – საქართველოს სახალხო დამცველს სვენ ჰოლდარს – ეუთო-ს მისიის წარმომადგენელს საქართველოში ადამიანური განზომილების ოფისის ოფიცერს მარკ ჰულსტს – საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამის ხელმძღვანელს 3. დამტკიცდეს ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისიის თანდართული დებულება.  მ. სააკაშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი უწყებათაშორისი კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 1. ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის დროებითი საუწყებათაშორისო კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნლია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. 2. კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 3. კომისიის უფლებამოსილებანი და სტატუსი განისაზღვრება ამ დებულებით. II. კომისიის სტრუქტურა     მუხლი 2🔗 1. კომისიის თავმჯდომარეა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობასა და სხდომებს. 2. კომისიის პერსონალურ შემადგენლობას, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი. 3. კომისიის საქმიანობაში, კომისიის თავმჯდომარის მოწვევით, შეიძლება მონაწილეობდნენ მთავრობის წევრები, უწყებების ხელმძღვანელები, არასამთავრობო სექტორისა და საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას განახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. III. კომისიის ძირითადი ამოცანები     მუხლი 3🔗 კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) ჩამოაყალიბოს და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს განსახილველად წარუდგინოს წინადადებები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისა და ამ დანაშაულის ხელშემწყობი მიზეზების აღმოფხვრის ქმედითი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე; ბ) საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინოს წინადადებები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2005-2006 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების უზრუნველყოფის საკითხების შესახებ; გ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად ტრეფიკინგის პრობლემასთან დაკავშირებული საერთაშორისო და რეგიონალური ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების სრული ნუსხის მომზადება და წინადადებების შემუშავება აღნიშნულ დოკუმენტებთან საქართველოს მიერთების მიზანშეწონილობის შესახებ; დ) ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველად ანალიტიკური ანგარიშების მომზადება საქართველოდან სამუშაოდ გასული მიგრანტების მდგომარეობისა და ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ, წინადადებების შემუშავება მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით; ე) ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს სამთავრობო უწყებებთან, არასამთავრობო სექტორთან, ტრეფიკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, რათა ერთობლივად შეიმუშაონ წინადადებები საქართველოს პრეზიდენტისთვის წარსადგენად; ვ) საქართველოს პრეზიდენტისთვის წინადადებების წარგენა არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნისა და გაძლიერების შესახებ; ზ) არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი; თ) საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის ინფორმაციების წარდგენა წლის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ; ი) სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინფორმაციების განხილვა და აღნიშნულის საფუძველზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის შესაბამისი მოხსენებების მომზადება. IV. კომისიის მუშაობის ორგანიზაცია     მუხლი 4🔗 1. კომისის სხდომები, როგორც წესი, ტარდება სამ თვეში ერთხელ. 2. კომისიის თავმჯდომარემ შეიძლება კომისიის სხდომები საჭიროებისამებრ მოწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე. 3. კომისიის სხდომების დღის წესრიგს ამტკიცებს კომისის თავმჯდომარე. 4. კომისია ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოსთვის და საქართველოს პრეზიდენტისთვის. 5. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება ხდება კოლეგიური წესით, კენჭისყრის საფუძველზე. 6. კომისიის სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ: ა) კომისის თავმჯდომარეს; ბ) კომისის თავმჯდომარის მოადგილეს; გ) კომისიის წევრებს.     მუხლი 5🔗 1. კომისიას თავისი ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად ჰყავს მუშა ჯგუფი, რომელიც შედგება კოორდინატორისა და ექსპერტებისგან. 2. მუშა ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 6🔗 კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე.