საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა შეღავათების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება№313
1996 წლის 8 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა შეღავათების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა მატერიალური და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით:
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკებზე გავრცელდეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 5 სექტემბრის №633-40 და 14 ნოემბრის №796-44 დადგენილებით სამხედრო მოსამსახურეებისათვის ფულად ანაზღაურებაზე დაწესებული დანამატები და სხვა სოციალური შეღავათები, გარდა სამხედრო წოდებისათვის გათვალისწინებული დანამატებისა.
2. აღნიშნულ ღონისძიებათა დაფინანსება მოხდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსათვის დადგენილ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა შეღავათების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია.
- სად არის „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა შეღავათების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge).
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის მუშაკთა შეღავათების შესახებ“. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1277555/