⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.07.2005)

სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.04.2004
ძალის დაკარგვა 18.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №116
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 03/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 781 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2004 მიღება
18.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumba;} @font-face {font-family:GeoDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:normal;} h2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} h3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:GeoDumbadze; font-weight:bold;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt 70.9pt 44.95pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №116 2004 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცდეს სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულება. მ. სააკაშვილი სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსი 1. სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის (შემდგომში – წარმომადგენელი) სტატუსი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ დებულების საფუძველზე. 4. წარმომადგენელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას გაწეული საქმიანობის ანგარიშს.     მუხლი 2🔗. წარმომადგენლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. წარმომადგენელი სარფის სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვებ პუნქტებში (შემდგომში  – სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტები) უზრუნველყოფს საბაჟოზე საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის პირობების შექმნას; მეთვალყურეობას უწევს ეკოლოგიურ ღონისძიებათა განხორციელებას; მონაწილეობს საბაჟოს განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების მომზადებასა და განხილვაში; შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს საბაჟოში სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების, საბაჟო მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარების საკითხების შესახებ. 2. წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) დაუბრკოლებლად გადაადგილდეს სასაზღვრო გამტარ და საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე, გაეცნოს სასაზღვრო, საბაჟო სამსახურებში არსებულ დოკუმენტაციას; ბ) მოითხოვოს სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტების ტერიტორიაზე შემოსული და გასული ნებისმიერი ტვირთის შემოწმება-დათვალიერება და დაესწროს ამ პროცესს; გ) სასაზღვროს, საბაჟოს შესაბამისი სამსახურებიდან მოითხოვოს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები და შესაბამისი სამსახურების სადღეღამისო მუშაობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია; დ) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში; ე) მეთოდური დახმარება გაუწიოს საბაჟოს ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და ხელშეკრულების გაფორმებაში; ვ) ერთიანი საბაჟო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად მოიპოვოს ინფორმაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში იმპორტირებული, ექსპორტირებული და ტრანზიტული ტვირთების, სტრატეგიული ნედლეულისა და საქონლის ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ; ზ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება. 3. წარმომადგენელი ვალდებულია საბაჟოს ტერიტორიაზე დარღვევისა და სხვა ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რეგიონალურ საბაჟო ხელმძღვანელობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებასა და საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 3🔗. წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურის მოთხოვნების შესრულება 1. წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსმასახურის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 2. სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტების ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურის მითითებებს.     მუხლი 4🔗. წარმომადგენლის აპარატი 1. წარმომადგენლის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს წარმომადგენლის აპარატი. 2. წარმომადგენლის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება 10 ერთეულით. 3. წარმომადგენლის აპარატის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენელი. 4. წარმომადგენლის აპარატის მოსამსახურე უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა”, „ბ” და „ვ” ქვეპუნქტებით წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.     მუხლი 5🔗. წარმომადგენლის და მისი აპარატის დაფინანსება 1. წარმომადგენლის და მისი აპარატის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. 2. რეგიონალური საბაჟოს, სასაზღვრო გამტარი და საბაჟო გამშვები პუნქტების ხელმძღვანელობა ვალდებულია პრეზიდენტის წარმომადგენელს და მის აპარატს შეუქმნას საქმიანობისათვის სათანადო სამუშაო პირობები და უზრუნველყოს ისინი შესაბამისი სამუშაო ფართობით, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.