⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.07.2005)

ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.04.2004
ძალის დაკარგვა 18.07.2005
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №117
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.000000
გამოქვეყნების წყარო სსმ, 37, 03/04/2004
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 771 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.04.2004 მიღება
18.07.2005 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:GeoDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; page-break-after:avoid; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:GeoDumbadze; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 70.9pt 70.9pt 70.9pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №117 2004 წლის 2 აპრილი ქ. თბილისი ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე დამტკიცდეს ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულება. მ. სააკაშვილი ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსისა და საქმიანობის შესახებ დებულება     მუხლი 1🔗. პრეზიდენტის წარმომადგენლის სტატუსი 1. ქ. ბათუმის ნავსადგურში საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლის (შემდგომში – წარმომადგენელი) სტატუსი და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 2. წარმომადგენელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამ დებულების საფუძველზე. 4. წარმომადგენელი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე და პერიოდულად წარუდგენს მას გაწეული საქმიანობის ანგარიშს.     მუხლი 2🔗. წარმომადგენლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. წარმომადგენელი ქ. ბათუმის ნავსადგურში უზრუნველყოფს ნავსადგურის ტერიტორიაზე საერთო-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვას, ხელს უწყობს თავისუფალი მეწარმეობის და კონკურენციის პირობების შექმნას; მეთვალყურეობას უწევს ეკოლოგიურ ღონისძიებათა განხორციელებას; მონაწილეობს ნავსადგურის განვითარების გრძელვადიანი სახელმწიფო პროგრამების მომზადებასა და განხილვაში; შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ნავსადგურში სახელმწიფო პოლიტიკის განვითარების, მეურნეობისა და ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარების საკითხების შესახებ. 2. წარმომადგენელს უფლება აქვს: ა) დაუბრკოლებლად გადაადგილდეს ნავსადგურის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს საბაჟო საგუშაგოს ,,ბათუმის ნავსადგურის“ (შემდგომში – საბაჟო საგუშაგო) ტერიტორიაზე, გაეცნოს ნავსადგურის სამსახურებში, საბაჟო საგუშაგოში არსებულ დოკუმენტაციას; ბ) ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალების, ფეთქებადი ნივთიერებების, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების უკანონო შემოტანისა და გატანის აღკვეთის მიზნით მოითხოვოს ნავსადგურში, საბაჟო საგუშაგოზე შემოსული გემების, სხვა მცურავი საშუალებების, შემოწმება-დათვალიერება და დაესწროს ამ პროცესს; გ) მოითხოვოს ნავსადგურში, საბაჟო საგუშაგოზე შემოსული და გასული ნებისმიერი ტვირთის შემოწმება-დათვალიერება და დაესწროს ამ პროცესს; დ) ნავსადგურის შესაბამისი სამსახურებისგან, საბაჟო საგუშაგოსგან მოითხოვოს მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის, სტატისტიკური მონაცემები და შესაბამისი სამსახურების სადღეღამისო მუშაობის შესახებ ოპერატიული ინფორმაცია; ე) მონაწილეობა მიიღოს სამთავრობო დაწესებულებებში თავის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში; ვ) მეთოდური დახმარება გაუწიოს ნავსადგურის ტერიტორიაზე განლაგებულ საწარმოებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარებასა და ხელშეკრულების გაფორმებაში; ზ) ერთიანი საბაჟო პოლიტიკის უზრუნველსაყოფად მოიპოვოს ინფორმაცია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნავსადგურის, საბაჟო საგუშაგოს მეშვეობით იმპორტირებული, ექსპორტირებული და ტრანზიტული ტვირთების, სტრატეგიული ნედლეულისა და საქონლის ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ; თ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილება. 3. წარმომადგენელი ვალდებულია ნავსადგურის ტერიტორიაზე, საბაჟო საგუშაგოზე დარღვევისა და სხვა ნაკლოვანების აღმოფხვრის მიზნით მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ინფრასტრუქტურისა და განვითარების მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რეგიონალურ საბაჟო ხელმძღვანელობას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებას და, საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტს.     მუხლი 3🔗. წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურის მოთხოვნების შესრულება 1. წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურის მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა. მათი მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. 2. ნავსადგურის, საბაჟოს საგუშაგოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები და მოსამსახურეები კანონმდებლობით დადგენილი წესით ასრულებენ წარმომადგენლის და მისი აპარატის მოსამსახურის მითითებებს.     მუხლი 4🔗. წარმომადგენლის აპარატი 1. წარმომადგენლის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების ეფექტიანად შესრულებას და მისი საქმიანობის საინფორმაციო-ანალიტიკურ და ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს წარმომადგენლის აპარატი. 2. წარმომადგენლის აპარატის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება 10 ერთეულით. 3. წარმომადგენლის აპარატის მოსამსახურეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს წარმომადგენელი. 4. წარმომადგენლის აპარატის მოსამსახურე უფლებამოსილია განახორციელოს ამ დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,გ” და ,,ზ” ქვეპუნქტებით წარმომადგენლისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.     მუხლი 5🔗. წარმომადგენლის და მისი აპარატის დაფინანსება 1. წარმომადგენლის და მისი აპარატის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან. 2. ნავსადგურის, საბაჟოს ხელმძღვანელობა ვალდებულია პრეზიდენტის წარმომადგენელს და მის აპარატს შეუქმნას საქმიანობისათვის სათანადო სამუშაო პირობები და უზრუნველყოს ისინი შესაბამისი სამუშაო ფართობით, კავშირგაბმულობისა და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით.