„საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №430 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №19
2002 წლის 22 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №430 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოში ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის დამტკიცებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ნარკომანიის გავრცელების, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო კომი-სიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 1 ივლისის №430 ბრძანებულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ავთანდილ ჯორბენაძე– საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე
ამირან გამყრელიძე – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
კობა ნარჩემაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე
ზურაბ გაიპარაშვილი – საქართველოს ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ჯემალ გახოკიძე – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე
ვასილ გიგოლაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
შოთა დოღონაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
ზურაბ ეზუგბაია – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე
გიორგი თვალავაძე – საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე
კახა იმნაძე – საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსი
ალექსანდრე კარტოზია – საქართველოს განათლების მინისტრი
გელა ლეჟავა – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნარკოლოგიური სამსახურის უფროსი
ირაკლი მეძმარიაშვილი – საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ლაშა ნაცვლიშვილი – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე
კონსტანტინე როგავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის სამართალდაცვის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
გივი სანაძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი
აკაკი სიხარულიძე – საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე
ალეკო ტაბატაძე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ბიუროს უფროსი
ლევან ქისტაური – საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თავმჯდომარე
ზაზა შენგელია – საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციის თავმჯდომარე
ვალერი ჩხეიძე – საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
ე. შევარდნაძე