„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2602
სარეგისტრაციო კოდი
110.050.000.04.001.001.345
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 20/08/2003

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დამატების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 13 ივნისის ორგანული კანონის (პარლამენტის უწყებანი, №33, 31 ივლისი, 1997, გვ. 75) 82-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ყოფილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს და ყოფილი რაიონის (ქალაქის) სასამართლოს ყოფილ მოსამართლეს, რომელთაც 1999 წლის 15 მაისიდან „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 861 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შეუწყდათ სამოსამართლო უფლებამოსილება და ამ კანონის ამოქმედებამდე ან მას შემდეგ მიაღწიეს საპენსიო ასაკს და აქვთ მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 10 წლის სტაჟი, სამისდღეშიო პენსია ენიშნებათ შესაბამისად საოლქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლისათვის და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოქმედი მოსამართლისათვის განსაზღვრული ხელფასის სრული ოდენობით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის, საპენსიო ასაკის მიღწევის ან სასამართლო წყობილების შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს ლიკვიდაციის შემთხვევაში.“.

მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „მოსამართლეთა სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი            ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 23 ივლისი.

№2602–რს